“ბაირონ ქეითის “სამუშაო” არის იარაღი, რომელიც ნელ-ნელა ჩვენში ყალიბდება და ჩვენი საყრდენი და ძალა ხდება. ის იდეალურად გვაჩვენებს რა ხდება ჩვენი ფიქრების მიღმა, სხვა სამყაროში გვიხსნის კარს და ეს სხვა სამყარო არ არის ილუზია, ეს არის ჩვენი ნამდვილი შინაგანი სამყარო. რაც ყოველთვის ჩვენშია უბრალოდ რაღაც ეტაპზე დავკარგეთ, დაგვავიწყდა, მივატოვეთ. აი აქ გვაბრუნებს „სამუშაო“.
ის გვეხმარება გამოვყოთ საკუთარი თავი იარლიყებისგან, სტატუსებისგან, ისტორიებისგან და გავუშვათ ზედმეტი. ესაა ის, რაც შენში ანსხვავებს მართალს და ტყუილს, ეს არის ფილტრი, რომელშიც ნებისმიერი ფიქრის გატარება შეგვიძლია და დაკვირვება, თუ რას გვეუბნება ეს ფიქრი, „სამუშაო“ კი ფიქრების მიღებას და მათ მოსმენას გვაწავლის და არა მათგან გაქცევას.
სამუშაო არის სათუთი, უსაფრთხო ინსტრუმენტი, რომელიც შენთანაა და გეხმარება რეალობა გაარჩიო ტყუილისგან, გათავისუფლდე ზედმეტისგან.
არ ვიცი ვის შეიძლება ეს არ სჭირდებოდეს? თუ არსებობს ვინმე ასეთი, ანუ მან უკვე გაიარა ყველა ეს საფეხური და სხვა ცნობიერებაზეა, მაგრამ მე ეს მჭირდება და ვფიქრობ ასევე სჭირდება ყველას ვისაც რაღაც ფიქრების სჯერა საკუთარი თავის შესახებ.
საბედნიეროდ ის აქაა და ყველასთვის ხელმისაწვდომია.”