თინისთან მუშაობის შემდეგ გავხდი მეტად თავდაჯერებული, მიზანდასახული, მოტივირებული. ვუსმენ საკუთარ გულს და არა გონებას. გავხდი საკუთარი თავის მიმართ გულწრფელი და გახსნილი. ავიღე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. ვისწავლე სიტუაციების დაკვირვება და გაანალიზება. აღარ ვბრუნდები წარსულში და მომავალში ფიქრებით, ვისწავლე დაკვირვება აქ და ამჟამად რა ხდება ჩემს ცხოვრებაში. ჩემი ცხოვრება შეიცვალა უკეთესობისაკენ. ამ სამუშაომ ჩემი თავი მაპოვნინა. ჩემი აზროვნება შეიცვალა დადებითი კუთხით. სიტუაციები რაც ხდება ჩემს ცხოვრებაში ვიღებ მარტივად, აღარ ვითრგუნები, ვმუშაობ ამ სიტუაციებზე და შემდეგ ვთავისუფლდები ამ სიტუაციებისგან. მასწავლე, ბედნიერებას არ უნდა ველოდოთ სხვა ადამიანებისგან, არამედ ბედნიერება თავად ჩვენშია. გავხდი პოზიტიური, ლაღი, თავისუფალი. მივიღე საკუთარი თავი ისეთი როგორიც ვარ. საკუთარ თავზე თვითკრიტიკული აზრებისგან გავთავისუფლდი. სულიერი სიმშვიდე მოვიპოვე.
თინი, უდიდესი პასუხისმგებლობა გაქვს საკუთარ თავზე აღებული. ხარ მიზანდასახული, მოტივირებული, შენი მაგალითებიდან გამომდინარე დავინახე, რომ მიუღწევადი არაფერია ამ ცხოვრებაში. გიყვარს შენი საქმე რასაც აკეთებ, მასში იმხელა ძალას და ენერგიას დებ. ამ ყველაფერს დიდი სიყვარულით აკეთებ. არ ჩერდები, მუდმივად ვითარდები და იზრდები პიროვნულად. შინაგანი ძალის ექსპერტი ხარ. შრომისმოყვარე, პოზიტიური, უსაზღვროდ კეთილი. ადამიანებს მუხტავ დადებითი ენერგიით. შენ ჩემი უფლის საჩუქარი ხარ ამ სამყაროში,რომელმაც საკუთარ თავთან დამაბრუნა. შენი მადლიერი ვიქნები მთელი ცხოვრება თინი.