“მეგობრებო, თინისთან ინდივიდუალური სესიის შემდეგ მინდა ჩემი დადებითი ემოცია გამოვხატო, რამეთუ ეს იყო მეტად ნაყოფიერი მუშაობა ნამდვილ პროფესიონალთან, თავის საქმეზე უზომოდ შეყვარებულ ადამიანთან. ნაყოფიერი იყო იმიტომ, რომ თინის, თავისი ვირტუოზული ტექნიკების წყალობით, მიჰყავხარ შედეგამდე. შედეგი კი ნამდვილად გაგაოცებთ. რაზეც საერთოდ არ მიფიქრია და აზრადაც არ მომივიდოდა, თუ არა ახალი გაცნობიერება ვერასოდეს მივხვდებოდი. ასე, რომ ვისაც რაიმე პრობლემა გაქვთ და პრობლემები მეტ-ნაკლებად ყველას აქვს, სჯობია მიმართოთ პროფესიონალს, ასეთი კი გახლავთ ჩვენი განუმეორებელი თინი.”
