“თინი თანამედროვე სპეციალისტია, რომელიც მუდმივად განვითარების და ახალი მეთოდების ძიებაშია. ის ქართველებს აძლევს შანსს, ფეხი აუწყონ თანამედროვე ფსიქოლოგიას და გაეცნონ ძალიან ეფექტურ ფსიქოლოგიურ ტექნიკებს თუ პროგრამებს.
თინისთან მუშაობა დამეხმარა, უკეთ გამეცნო საკუთარი თავი, რომელსაც 37 წელია დავატარებ, მაგრამ ნებისმიერ მეგობარზე ცუდად ვიცნობდი. აქედან გამომდინარე სულ მქონდა ფორიაქი და განცდა, რომ ხილული და ობიექტური პრობლემების გარდა კიდევ არის რაღაც, რაც მაწუხებს, მთრგუნავს, საკუთარ თავში მკეტავს და არ ვიცოდი რა იყო ეს. მასთან მუშაობამ მომცა საშუალება, უფრო კარგად გამეანალიზებინა, როგორ უნდა დავეხმარო საკუთარ თავს, როგორ ვიმუშაო საკითხებზე, რომელიც მაწუხებს და რა გავაკეთო მისი კარგად ყოფნისთვის.
თინის მუშაობის სტილი ძალიან უშუალოა. მისი მეთოდი: ეფექტური და ამავე დროს მარტივი მისახვედრი. რამდენიმე სესიაც საკმარისი იყო, სულ სხვა კუთხით შემეხედა და მეტად დამეფასებინა საკუთარი თავი. პირველ რიგში იმიტომ, რომ მივხვდი, მე შემიძლია შევცვალო ჩემი ფიქრები, რომელიც არაფერში მჭირდება და ჩავანაცვლო ისინი ბევრად მეტი სიკეთის მომტანი აზრებით.
ფიქრები, რომლებიც წარმოგაჩენენ მსხვერპლად და სუსტად, თინისთან მუშაობისას სადღაც მიდიან და შემოდიან თავდაჯერებული, ძლიერი აზრები, რომლებიც გაჩვენებენ, რომ ბევრად ნაყოფიერია საკუთარ თავზე მთლიანად შენ აიღო პასუხისმგებლობა. ასე ხდები შენი თავის საუკეთესო მეგობარი. ამას მოაქვს ისეთი ნდობა საკუთარი თავის მიმართ, ისე გჯერა შენი თავის, რომ გსიამოვნებს და გიხარია მასთან ურთიერთობა. ეს კი წარმატების წინაპირობაა.
მე მანამდე რამდენიმე ფსიქოლოგთან მიმუშავია და ბედნიერი ვარ, რომ ერთი წლის წინ თინის შესახებ გავიგე. ეს გოგო დიდი საჩუქარია ქართველებისთვის და არა მარტო.
ის ხშირად ამბობს, რომ მისი მისიაა, მსოფლიოში მილიონობით ადამიანს დაეხმაროს შინაგანი ძალის პოვნაში და ის ამას უკვე წარმატებით აკეთებს. შინაგანი ძალაა, რაც თანამედროვე ადამიანს ძალიან ჭირდება და რომლის გარეშეც თავს დაკარგულად, შეუმდგრად გრძნობს. თინის კი აქვს ნიჭი, ხელი ჩაგჭიდოს და იმ გზაზე დაგაყენოს, სადაც ენერგიის მოზღვავებას და საკუთარ ძალას იმ დოზით იგრძნობ, რომ გაჩერება აღარ მოგინდება. პირიქით, სიახლეების და განვითარების გზებს დაუწყებ მშვიდად და აუღელვებლად ძებნას.
შინაგანი სიმშვიდე და საკუთარი თავის რწმენა კი ჰაერივით აუცილებელია წარმატებისთვის.
ყველას, ვისაც სურვილი აქვს უკეთ გაიცნოს, შეიყვაროს და დაუმეგობრდეს საკუთარ თავს, დაინახოს გზები, საკუთარ თავში აღმოაჩინოს უხილავი ძალები და შეიგრძნოს, რომ მას შეუძლია თავად მართოს ცხოვრება, ვურჩევ თინისთან მუშაობას.”