“პროგრამა ,,საკუთარ თავთან ჰარმონიაში” ეს იყო ჩემს ცხოვრებაში საკუთარ თავზე მუშაობის ყველაზე ტრანსფორმაციული სამი თვე. რაც კი მთელი ცხოვრების მანძილზე კითხვები დამიგროვდა, ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი მივიღე. მინდა გითხრათ, რომ ჩემი ცხოვრება არ ყოფილა მარტივი და აქედან გამომდინარე, კითხვებიც ძალიან მწვავე იყო და მათზე პასუხების არქონა კი ზედმეტად სტრესული.
როგორი იყო ჩემი ცხოვრება და როგორ შეიცვალა პროგრამის გავლის შემდეგ?
ამაზე დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო. მოკლედ გეტყვით, რომ მრავალი წელი დაკარგული ვიყავი. მიჭირდა იმ გოგოს პოვნა, რომელიც დავკარგე და რომელიც ასე მენატრებოდა. ამის მიზეზები უამრავი შემიძლია მოვიყვნო.. ერთ ერთი ფაქტირი კი იყო ჩემი მეუღლის ავადმყოფობა.
ჩემი მეუღლე არის ფსიქიკური ავადმყოფი, “პარანოიდული შიზოფრენიის” დიაგნოზით. ადრე ამ საკითხზე საუბარიც კი მიჭირდა. როცა მისი ავადმყოფობა გამჟღანდა, ჩემთვის ძალიან რთული და სტრესული იყო ამის მიღება. უიმედობა, დაუცველობის შეგრძნება, ტკივილი, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების შიში… და ზოგადად შიში ცხოვრების, მომავლის… ხანგრძივი დეპრესიის წლები და თავის მოკვლის სურვილი ამ პროცესს თან ახლდა… 25 წლის გოგოსთვის მერწმუნეთ ეს მაშინ სიკვდილის ტოლფასი იყო. ამ ტკივილმა სხივი გამიქრო თვალებში, დაიმსხვრა ყველაფერი რაზეც ვოცნებობდი და რაც მახარებდა.
ჩემი მეუღლის მდგომარეობა იყო არასტაბილური, ჩემს მიმართ ქონდა გამოხატული აგრესია, შეეძლო უბრალო ერთი გამოხედვით, სიტყვის უთქმელად მდგომარეობიდან გამოვეყვანე და ჩემი სიმშვიდე დაერღვია. არ შეეძლო საქმეზე კონცენტრირება. მიუხედავად მისი ავადმყოფობისა ჩემს ბედნიერებაზე, ჩემს კეთილდღეობაზე მთელ წილ პასუხისმგებლიბას მაინც მას ვაკისრებდი.
რა მომცა ამ პროგრამამ?
პროგრამამ მაპოვნინა საკუთარი თავი, საკუთარ თავის სიყვარული, რაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა. ავიღე საკუთარ ცხოვრებაზე 100% ით პასუხისმგელობა. პროგრამამ მომცა ბედნიერების, სიხარულის, სისავსის შეგრძნება, მომცა შინაგანი სიძლიერე და თავდაჯერებულობა. პირველ რიგში კი მომცა საკუთარი თავის აღიარების შეგრძნება, განცდა განსაკუთრებულობის, უნიკალურობის… მაპოვნინა საყრდენი საკუთარ თავში…
ბაირონ ქეითის ,,სამუშაო” დამეხმარა გავთავისუფლებულიყავი ყველა იმ სტრესული ფიქრისგან, რაც ჩემს მეუღლესთან დაკავშირებით მქონდა. ,,სამუშაო” ესაა ყველაზე მარტივი ინსტრუმენტი, რომელიც მოკლე გზის გავლით გათავისუფლებს სტრეული ფიქრებისგან და გაბრუნებს ნადვილ ,,მე”-სთან. ,, სამუშაოს” შესრულება ეს არის ღრმა და ტრანსფორმაციული მოგზაურობა ჩვენს ქვეცნობიერში. ოთხი შეკითხვა და სამი შებრუნება გიჩვენებს ჭეშმარიტებას, რომელიც სტრესული ისტორიის მიღმა არსებობს. ,,სამუშაოს” შესრულების დროს ,,ჩვენ შევდივართ იმ გამზომილებაში, სადაც კონტროლი გვაქვს – ჩვენს შინაგან სამყაროში.”
,,გქონდეს გზა, რომ ტანჯვის ილუზიის მიღმა გაიხედო – ეს უდიდესი საჩუქარია”
როგორ შეიცვალა ჩემი მეუღლის მდგომარეობა?
ის გახდა უფრო მშვიდი, გაწონასწორებული. გაუქრა აგრესია, შემიძლია საუბარში ავიყოლიო. გახდა შრომისუნარიანი…. და ამას გარშემომყოფებიც ამჩნევენ.
პროგრამამ სრულიად შეცვალა ჩემი დამოკიდებულება და სრულიად მიმღები გამხადა ამ პროცესების მიმართ. როდესაც იღებ არსებულ რეალობას ისეთს, როგორიც არის, მაშინ იცვლება ის იმ სასურვლი შედეგისკენ, როგორიც გინდა რომ დადგეს….
,,ყველაფერი ჩემთვის ხდება და არა ჩემს წინააღმდეგ”
ახლა უკვე ჩემი ცხოვრება შემიძლია დავყო ორ ეტაპად: პროგრამამდე და პროგრამის შემდეგ. ამ პროგრამაში ახლიდან დავიბადე, ეს იყო ,,ფერისცვალება”, ,,აღდგომა”…. მე დავარქმევდი – ორი დაბადება ერთ სიცოცხლეში.
,,შენს გარეთ ვერაფერი მოგცემს იმას, რასაც ეძებ”
ახლა ვარ ძალიან ამაყი საკუთარი თავით, საკუთარი გადაწყვეტილებით და საკუთარი ოჯახით! მე მიყვარს ჩემი ცხოვრება ისეთი, როგორიც იყო. მიყვარს თითოეული დღე, წუთი და წამი, რომელიც გავიარე.
მიყვარს სამყარო, რომელმაც მომცა უნიკალური შანსი, საკუთარ თავში მეპოვა უდიდესი ძალა… მიყვარს სამყარო, რომელიც ასე უხვი და კეთილია ჩემს მიმართ…
მინდა ყველას გირჩიოთ პროგრამა ,,საკუთარ თავთან ჰარმონიაში”. გაუკეთეთ ეს განსაკუთრებული საჩუქარი საკუთარ თავს და გახდით ,,თავისუფალი” ….
ჩემი ისტორია კი მინდა იყოს თქვენთვის შთამაგონებელი. მინდა თქვენც გამოსცადოთ ამ პროგრამის უნიკალურიბა საკუთარ თავზე.”