“პროგრამის დაწყებამდე მე არაერთი ტრენინგი და კურსი გავიარე პერსონალური განვითარების
სფეროში. ყველაზე მთავარი, რის გამოც გადავწყვიტე ამ პროგრამაში მონაწილეობის მიღება იყო ურთიერთობების დალაგება ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან და ზოგადად გარე სამყაროსთან. ეს პროგრამა აღმოჩნდა ზუსტად ის, რასაც ვეძებდი. თეორიულად ვიცოდი, რომ ყველაფერი ის, რაც მინდოდა შემეცვალა სხვაში, პირველ რიგში ჩემში უნდა შემეცვალა. პროგრამა პრაქტიკულად დამეხმარა ამის გაგებაში და დამანახა, რომ ცვლილებები იწყება საკუთარი თავის გაცნობიერებიდან. ჩემი ცვლილებების პირდაპირპროპორციულად შეიცვალა ყველაფერი ჩემს გარშემო. ურთიერთობები გაუმჯობესდა ყველასთან. ბევრად მარტივი და კეთილი გახდა ჩემი ცხოვრება „სამუშაოს“ დახმარებით. ფაქტიურად ჩემი სარკეები გახდნენ ადამიანები ჩემს გარშემო.
ახლა უფრო მეტად თავისუფალი და მშვიდი ვარ შინაგანად. ძალიან ბევრ დადებით მოვლენას ვხედავ ჩემს გარშემო, რასაც მანამდე ვერც კი ვამჩნევდი. უფრო მეტად მადლიერი გავხდი და დავაფასე ის რაც მაქვს.”
