“რაც შენ აღმოგაჩინე თინი ეს იმხელა შვება იყო ჯერ შენი ლაივ ვიდეოებიდან იმდენი რამ გავაცნობიერე და ისე გავიზარდე პიროვნულად სასწრაფოდ მოთხოვნილება გამიჩნდა, რომ შენს რომელიმე პროგრამაში ჩავრთულიყავი … შენი აღმოჩენით და ჩვენი ერთობლივი მუშაობით მივიღე ის პასუხები, რასაც სულ ვეძებდი და ვერ გამეგო სად უნდა მეპოვა, საკუთარი თავი აღმოვაჩინე … ჩემს ნამდვილ” მეს ” გავეცანი და საკუთარი თავის მოსმენა ვისწავლე… ვისწავლე, როგორ გავიგო რა მინდა მიხვდე სინამდვილეში და გავარჩიო ჩემი აზრები, ფიქრები სხვებისაგან… გამოვეყო ბრბოს, რომელსაც არსაით მიყავხარ და მხოლოდ ჭაობში გძირავს და განიცდი სრულ დეგრადაციას… გამოვეყო იმ ბრბოს, საზოგადოდ მიღებულ დადგენილ წესებს, უკვე დადგენილი შეხედულებებისგან თუ სტერეოტიპებისგან, კლიშეებს რომლებშიც გვეკარგება საკუთარი აზრი და ვხდებით ყველა და არა ნამდვილი საკუთარი თავი… ვისწავლე ამ ყველაფერს როგორ დავაღწიო თავი, როგორ გავგო ვინ ვარ, რა მინდა, საით მივდივარ, საით წავიდე, რატომ წავიდე და ა.შ
პირველ რიგში საკუთარი თავის..
შენი ნამდვილი ” მეს ” გაცნობა და აღმოჩენა და მასთან ჰარმონიაში ყოფნაა ჩემთვს მთავარი და როცა ეს უკვე გაქვს შემდეგ ძალიან ადვილი ხდება ყველაფერი… რადგან როცა საკუთარ თავთან აგვარებ ყველა პრობლემას, იხსნი იმ სტრესულ, მცდარ ისტორიებს და თავისუფლდები ყველაფრისაგან და ივსები, იბადები ახლიდან მხოლოდ იმ ფიქრებით, რაც შენთვის მართლა ჭეშმარიტებაა და შენია მხოლოდ და სხვისი არავისი, მაშინ იწყება რეალური, ნამდვილი ცხოვრება, ნამდვილი ბედნიერება, ნამდვილი სიყვარული ყველასა და ყველაფრის მიმართ… და ამ გრძნობას ვერავინ და ვერაფერი შეცვლის…
გავხდი თვითდაჯერებული, შევიყვარე საკუთარი თავი… და მივიღე ის ისეთი, როგორიც არის.. გავიცანი აღმოვაჩინე და მივიღე… სწორედ ამ ყველაფრის შემდეგ დაიწყო ყველასა და ყველაფრის შეცვლა ჩემს გარშემო… რადგან რასაც გარეთ ვეძებდი მე მივეცი საკუთარ თავს…
შემდეგ ასეთმა სავსემ და ბედნიერმა რომ დავიწყე სამყაროსთან ურთიერთობა ეს მათზეც აირეკლა და იგივეთი მიპასუხეს… ეს ხომ ისედაც ასეა? ჩვენ ვერ ვხდეავთ ვერაფერს და ვერავის საკთარი თავის გავლის გარეშე… და როცა ჩვენში ყველაფერი მოწესრიგებულია ავტომატურად ყველაფერს აღვიქვავთ ისე, როგორიც არის და არ გვაქვს რეალობასთან კონფლიქტი… ადამიანებსაც აღვიქვავთ ისეთებად, როგორებიც არიან და ვიღებთ მათ…სწორედ ეს არის ის საიდუმლო, რაც შენთან მუშაობაში ყოველთვის იგრძნობა თინი და თითქმის სულ ყოველი ეტაპის თანმდევია ” გიყვარდეს ის რაც არის “…
აი აქედან იწყება ნამდვილი ბედნიერება ეს როცა მართლა ესეა… როცა ამ სიტყვების არსს მართლა ჩაწვდები და გაიაზრებ და გაითავისებ… ეს ის გრძნობაა, რაშიც არაფერს გავცვლი…
სრული ჰარმონია საკუთარ თავთან და გარე სამყაროსთან – აი აქედან იწყება ყველაფრისთვის თავისი ადგილის მიჩენა ცხოვრების ყველა ასპექტში ….
თინი პირველი და ერთადერთი ხარ, ვისთანაც სულ ესე უბრალოდ ერთი ვიდეოს მოსმენის შემდეგ მომინდა გაგცნობოდი, შენთან ახლოს ვყოფილიყავი, მომეძიებინა სასწრაფოდ შენი კონტაქტები და შენთან მემეუშავა… შენში ის, რაღაც მართლა შინაგანი ძალა იგრძნობა, რითიც იზიდავ ყველას მაგნტივით.. შენ მართლა ხარ ის პროფესიონალი, რომელიც სულ ვითარდება და სულ პროცესშია და თავის სიახლეებს სულ ნერგავს თავის პროგრამებში..
შეიძლება ერთიდაიგივე პროგრამა დაიწყო ახალი სახელის გარეშე, მაგრამ ის არასდროს არის ერთიდაიგივე. ყოველი შენი ცოდნა გადმოგაქვს და სულ ანახლებ და უფრო და უფრო გვეხმარები ამით…
ყველაზე მეტად, რაც მე ძალიან შთამაგონებს და ყველაზე მეტად რამაც მომანდომა შენთან მუშაობა, არის შენი ასეთი გახსნილობა ყველას მიმართ, შენი ასეთი სიყვარული და უშუალობა ყველას მიმართ, რაც არავის გამოყობს – არც ნაცნობობის გამო, არც რელიგიის გამო და არც რა ვიცი რაღაც სხვა მიზეზების გამო..
შენ ხარ ყველასთან ის რაც ხარ და ყველას თანაბრად უნაწილებს შენს ყურადღებას, ენერგიას, ცოდნას, სიყვარულს… და ბოლოს რამაც შენთან მომიყვანა და ყველაზე მეტად, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ის, რომ შენ ხარ შენი ცხოვრების წესით და მიღწევებით თუ შენი მარცხებით და გამოწვევებით ყველასთვის ძალიან ღია და პირდაპირი, ყველაფერს პოსტავ და არ მალავ… საკუთარ გამოცდილებას და ცოდნას გვიზიარებ და მუდამ გვანახებ და გვიმტკიცებ შენივე მაგალითებით და გვაჩვენებ, რომ მართლა ყველაფერი შესაძლებელია, თუ მართლა რაღაც გულით გინდა და ეს რეალობაა და არ არის ზღაპარი…
ამას საკუთარი მიღწევებით გვიზიარებ და გვიმტკიცებ… იმედს გვაძლევ და მოტივაციას… ძალიან შთამაგონებელი ხარ თინი და ეს არ შეიძლება ვინმემ ვერ შეამჩნიოს…
სწორედ ამ ყველაფრის გამო გაგიწევ და გიწევ ყველასთან რეკომენდაციას და ეს არც მჭირდება ხოლმე როცა შენს კონტაქტებს ვაძლევ და ყველაფერს თვალყურს ადევნებენ მათ თავად უჩნდებათ იგივე მიზიდულაბა და სურვილი შენს მიმართ, რაც თავის დროზე მე გამიჩნდა და ეს არავის გაუკეთებია ძალდატანებით არც რეკომენდაცია გაუწევიათ…
უბრალოდ მთელი ცხოვრება მართლა შენ გეძებდი და გიპოვე ესე უბრალოდ თავისით მოგიზიდე ჩემს ცხოვრებაში და ეს ასეც იქნება ყოველთვის…
ძალიან დიდი მადლობა შენ იმ გადაწყვეტილებისთვის, როცა შენ ბაირონ ქეითის სამუშაო შეისწავლე აქ ჩამოიტანე და გაგვიზიარე… ეს მართლა ჩემთვის ამ საუკუნის ის სასწაული აღმოჩენაა, რომელზეც დაუსრულებლად შემიძლია ვილაპარაკო… მაგრამ აქ მთავარი ისაა, თავად შენ ხარ განსაკუთრებული ეს რომ ესე არ იყოს ეს ყველაფერი ვერც გამოვიდოდა ასე კარგად…
უამრავი წარმატება შენ თინი.. შენი წარმატება ჩემი წარმატებაცაა და წინ გადადგმული ძლიან დიდი ნაბიჯი.. რადგან შენი განვითარება ცოდნა და წინსვლა ყოველთვის ისახება შენთან მუშაობაზე, რაც უფრო საინტერესოს და მაშტაბურს გხდის.
ძალიან მიყვარხარ და მიხარია, რომ გიპოვე, გიცნობ და შენი პროგრამების მონაწილეც ვარ…”