ამ სკოლაში მოხვედრა კიდევ ახალი ინსტუმენტის ასათვისებლად გადავწყვიტე.
სკოლა მოიცავს სიღრმისეულ მუშაობას ცხოვრების სხვადასხვა სფეროებზე, და შედეგებს იძლევა სხვადასხვა მიმართულებით.
რეკომენდაციას ვუწევ, საკუთარ თავზე მუშაობისთვის, სხვადასხვა არასასიამუვნო პრობლემების და საკითხების მოგვარებაში დასახმარებლად.
როგორც უკვე ავღნიშნე, აქ მოხვედრის მთავარი მიზანი ახალი, ძლიერი ინსტრუმენტის ათვისება იყო, საკუთარ თავზე გამოვცადე შედეგები და ახლა თამამად შემიძლია სხვებსაც გავუზიარო.
ჩემი გამოცდილება სკოლის შესახებ:
სკოლის ფარგლებში ვიმუშავე არაერთ საკითხზე, რომელმაც უდიდესი ენერგიის გამონთავისუფლება მოახდინა ჩემში, გარდა ამისა ავითვისე ძლიერი და ეფექტური ინსტრუმენტი. ამ სკოლამ მომცა ძალიან მაგარი მხარდამჭერი, გვერდში მდგომი გუნდი, საოცარი გოგოები. მომცა ასევე “სამუშაოს “ გამოცდილება, როგორც კლიენტის ასევე ფასილიტატორის როლში.