Skip to content
  • (+995) 598 759 558
  • info@basilaia.com

თინათინ ბასილაია

Facebook-f Instagram Youtube
კაბინეტში შესვლა
  • მთავარი
  • პროგრამები
    • ინდივიდუალური მუშაობა
    • ჯგუფური მუშაობა
      • შენ საკმარისი ხარ
      • საკუთარ თავთან ჰარმონიაში
      • ბაირონ ქეითის “სამუშაოს” ვორქშოფი
      • ონლაინ-პროგრამა იბრწყინე შიგნიდან
      • ბაირონ ქეითის “სამუშაოს” პროგრამა
  • წარმატების ისტორიები
  • თინათინის შესახებ
  • ბაირონ ქეითის სამუშაო
  • ბლოგი
  • კონტაქტი
Menu
  • მთავარი
  • პროგრამები
    • ინდივიდუალური მუშაობა
    • ჯგუფური მუშაობა
      • შენ საკმარისი ხარ
      • საკუთარ თავთან ჰარმონიაში
      • ბაირონ ქეითის “სამუშაოს” ვორქშოფი
      • ონლაინ-პროგრამა იბრწყინე შიგნიდან
      • ბაირონ ქეითის “სამუშაოს” პროგრამა
  • წარმატების ისტორიები
  • თინათინის შესახებ
  • ბაირონ ქეითის სამუშაო
  • ბლოგი
  • კონტაქტი

თინათინ ბასილაია

კაბინეტში შესვლა
  • მთავარი
  • პროგრამები
    • ინდივიდუალური მუშაობა
    • ჯგუფური მუშაობა
      • შენ საკმარისი ხარ
      • საკუთარ თავთან ჰარმონიაში
      • ბაირონ ქეითის “სამუშაოს” ვორქშოფი
      • ონლაინ-პროგრამა იბრწყინე შიგნიდან
      • ბაირონ ქეითის “სამუშაოს” პროგრამა
  • წარმატების ისტორიები
  • თინათინის შესახებ
  • ბაირონ ქეითის სამუშაო
  • ბლოგი
  • კონტაქტი
Menu
  • მთავარი
  • პროგრამები
    • ინდივიდუალური მუშაობა
    • ჯგუფური მუშაობა
      • შენ საკმარისი ხარ
      • საკუთარ თავთან ჰარმონიაში
      • ბაირონ ქეითის “სამუშაოს” ვორქშოფი
      • ონლაინ-პროგრამა იბრწყინე შიგნიდან
      • ბაირონ ქეითის “სამუშაოს” პროგრამა
  • წარმატების ისტორიები
  • თინათინის შესახებ
  • ბაირონ ქეითის სამუშაო
  • ბლოგი
  • კონტაქტი

1 მაისიდან!

თინათინ ბასილაიას ახალი

შენ საკმარისი ხარ!

რეგისტრაცია
  • აღმოაჩინე შენი უნიკალური რესურსები
  • ირწმუნე საკუთარი თავის
  • გათავისუფლდი ზედმეტი ტვირთისგან
  • იგრძენი, რომ შენ უკვე საკმარისი ხარ!
დღე
საათი
წუთი
წამი

დაჯავშნე შენი ადგილი

დარეგისტრირდი დღესვე
  • ვინ იქნებოდი იმ ფიქრის გარეშე, რომ გვიანია?
  • ვინ იქნებოდი იმ ფიქრის გარეშე, რომ არ შეგიძლია?
  • ვინ იქნებოდი იმ ფიქრის გარეშე, რომ სხვებს უნდა მოერგო?
  • ვინ იქნებოდი იმ ფიქრის გარეშე, რომ სხვისი აღიარება გჭირდება?
  • ვინ იქნებოდი იმ ფიქრის გარეშე, რომ სხვამ უნდა გაგაბედნიეროს?
  • ვინ იქნებოდი იმ ფიქრის გარეშე, რომ არ ხარ საკმარისად კარგი, ჭკვიანი, ნიჭიერი, მნიშვნელოვანი?


შენ უკვე საკმარისი ხარ!

და დროა ეს შეიგრძნო…

გაწუხებს დაბალი თვითშეფასება?

იმედგაცრუება განიცადე პირად ცხოვრებაში?

უკმაყოფილო ხარ საკუთარი თავით და ცხოვრებით?​

გაწუხებს, რომ ვერ იყენებ შენს პოტენციალს?

მუდმივად ადარებ სხვებს საკუთარ თავს?

ბოჭავ საკუთარ თავს და მუდმივად აკრიტიკებ?

გამოსავალი არის!

6 რამ რაც შენს ცხოვრებაში მოხდება პროგრამაში მუშაობის შედეგად:

გახდები უფრო თავდაჯერებული

ირწმუნებ საკუთარ თავში და შესაძლებლობებში. აიმაღლებ თვით-შეფასებას.

საკუთარ თავს დააფასებ

აღიარებ საკუთარ თავს და ისწავლი მის სათანადოდ დაფასებას.

მიიღებ შენს თავს

შენს უნიკალურობას აღმოაჩენ და შენს თავს დაუმეგობრდები. გახდები საკუთარი თავის მხარდამჭერი. მიიღებ და შეიყვარებ მას.

დაემშვიდობები ზედმეტ ტვირთს

გაუშვებ წყენას, ბრაზს და იმ ნეგატიურ ემოციებს, რომლებიც აქამდე ენერგიას გართმევდა და უკან გხევდა.

გაიგებ რა გსურს და როგორ მიიღო

აღმოაჩენ შენს ნამდვილ სურვილებს, დაისახავ ახალ, ამბიციურ მიზნებს და დაგეგმავ შენი ცხოვრების მომდევნო 10 წელს.

გახდები უფრო ენერგიული

აღიდგენ სასიცოცხლო ენერგიას, აივსები ენთუზიაზმით და შენი ყოველდღიური ცხოვრება უფრო ფერადი და მრავალფეროვანი გახდება.

პროგრამის შემქმნელისგან...








რატომ პროგრამა "შენ საკმარისი ხარ?"

ჩემი ცხოვრება დღეს სრულიად განსხვავდება იმისგან, რაც ადრე იყო. საკუთარ თავს განვაკუთნებ ისეთ ადამიანთა რიცხვს, რომლებმაც თავად შექმნეს საკუთარი თავი და ცხოვრება. (ე.წ Self made person-ს) 

წლების წინ ვიყავი ერთი ჩვეულებრივი გოგონა, არაფრით განსაკუთრებული, შეუმჩნეველი, დაკომპლექსებული, დაბალი თვით-შეფასებით და ბევრი ეჭვით საკუთარ თავში, საკუთარ ღირებულებაში. მუდმივად ვადარებდი ჩემს თავს სხვებს. მეგონა სხვა ადამიანები ჩემზე უკეთესები იყვნენ, უფრო მნიშვნელოვნები, ისინი მეტს იმსახურებდნენ, ვიდრე მე. საკუთარი თავი არ მომწონდა, მეგონა არ ვიყავი საინტერესო, ლამაზი და მუდმივად სხვა ადამიანების თვალით ვუყურებდი და ვაფასებდი საკუთარ თავს. არ ვიცოდი საკუთარი თავის, პოზიციების და ინტერესების დაცვა. გულის სიღრმეში მქონდა ოცნებები, მაგრამ ეჭვი მეპარებოდა, რომ მათ ოდესმე ასრულებას შევძლებდი…

შემდეგ ჩემში მოხდა გარდატეხა. ერთ დღესაც მივხვდი, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა და ერთ-ერთმა ტრენინგმა ჩემი ცხოვრება სრულიად შეცვალა. აღმოვაჩინე ჩემს ფიქრებს რამხელა ძალა ჰქონიათ, მივხვდი, რომ თუ მიზნებს დავისახავდი, ჩემს ოცნებებში ვირწმუნებდი და ამისთვის ვიშრომებდი და ჩემს თავზე, ჩემს ცხოვრებაზე სრულ პასუხისმგებლობას ავიღებდი, ყველაფერი შეიცვლებოდა. მართლაც ასე მოხდა… დღეს უზომოდ მადლიერი ვარ ამ გადაწყვეტილების, რომელიც 2013 წელს მივიღე.

წარმოდგენაც კი არ მინდა, როგორ წარიმართებოდა ჩემი ცხოვრება, რომ არა ეს რადიკალური გადაწყვეტილება…

და, რა ხდება დღეს?

დღეს მჯერა ჩემი თავის, მომწონს და მიყვარს საკუთარი თავი, მჯერა ჩემი მომავლის, მიზნების, ოცნებების და ვხედავ ისინი მართლაც როგორ სრულდებიან ერთი მეორეს მიყოლებით. მაქვს საყვარელი პროფესია, რომლითაც ათასობით ადამიანს ვეხმარები ირწმუნონ საკუთარ თავში და მათაც შექმნან თავიანთი ოცნების ცხოვრება. მათი შედეგები შთამაგონებს და დიდ სტიმულს მაძლევს. გვერდით მყავს საყვარელი ადამიანი, საქმრო, რომელსაც ვუყვარვარ და სჯერა ჩემი, მგულშემატკივრობს. დაკავებული ვარ სპორტით, დავრბივარ. გასულ წელს 2 სრული მარათონი, 42 კმ ვირბინე და ახლაც ვემზადები მომდევნო მარათონისთვის 2020 წლის მარტში, ბარსელონაში. წინ ბევრი ოცნება და მასშტაბური მიზნებია… მათ უკვე ვახორციელებ, ვდგამ გაბედულ ნაბიჯებს და რასაც გონებაში წარმოვიდგენ, რეალობად ვაქცევ.

ჩემი ცხოვრება იდეალური არ არის, დღესაც მაქვს გამოწვევები, მაგრამ ვიცი როგორ გადავლახო, როგორ ვიპოვო ჩემში ძალა, საყრდენი და როგორ განვაგრძო გზა ოცნებებისკენ!

073A8576
DSC_9592
073A7586
073A7278
073A7728
073A7666
073A6658
_KIV6891
DCIM100GOPROG0022112.JPG
IMG_6905
IMG_2841
_KIV7100

ყველაფერი, რაც ჩამოვთვალე ოდესღაც ჩემთვის ოცნება იყო, მაგრამ ჯერ გონებაში წარმოვიდგინე, შემდეგ კი ბევრი ვიშრომე, რომ რეალობად ქცეულიყო.

სწორედ ამიტომ, პირველ რიგში ჩემი საკუთარი მაგალითიდან გამომდინარე ვიცი რამხელა ძალა აქვს საკუთარ თავზე მუშაობას, პიროვნული ზრდის ტრენინგებს, პროგრამებს და იმ ადამიანებთან უშუალოდ მუშაობას, რომლებმაც მიაღწიეს უკვე ის, რაზეც ჩვენ დღეს ვოცნებობთ. სწორედ ამ პროგრამის მეშვეობით მინდა დაგეხმარო ირწმუნო საკუთარ თავში, შენს ოცნებებში, მიზნებში, დაინახო შენი უნიკალურობა, დააფასო, მიიღო და შეიყვარო შენი თავი და შექმნა შენი ოცნების ცხოვრება. ამ პროცესში მინდა მხარი დაგიჭირო და გაგიზიარო ის ცოდნა, გამოცდილება, რაც მე თვითონ დამეხმარა ტრანსფორმაციაში.

ღრმად მჯერა, რომ თუ მე გამომივიდა, შენც გამოგივა და ჩვენ ერთად კიდევ უფრო მეტად გავალამაზებთ ამ სამყაროს და სხვა ადამიანებსაც ჩავუსახავთ იმედს, რომ მათაც შეუძლიათ თავიანთი ოცნების ცხოვრების შექმნა!

მაშ, ასე:

6 მოდული - 12 კვირა

და დაუვიწყარი შინაგანი მოგზაურობა, რომელიც შენს ცხოვრებაში რევოლუციას მოახდენს...

პროგრამის მოდულები:

  • მოდული 1. დაუვიწყარი მოგზაურობის დასაწყისი
  • მოდული 2. გამოღვიძება - საკუთარ თავთან დაბრუნება
  • მოდული 3. სასიცოცხლო ენერგიის მიღება მშობლებისგან
  • მოდული 4. სასიყვარულო ურთიერთობების მოგვარება
  • მოდული 5. თავდაჯერებული ურთიერთობის საიდუმლო
  • მოდული 6. შეჯამება და დაჯილდოება

თითოეული მოდული მოიცავს:

  • ლექციას;
  • უნიკალურ სავარჯიშოთა ნაკრებს;
  • მედიტაციებს;
  • შეკითხვების და პასუხების ტელეკლასს - ტელეკლასზე თინათინი პასუხობს მონაწილეების შეკითხვებს, რომლებიც მუშაობის დროს უჩნდებათ და მათ მხარს უჭერს მუშაობის პროცესში;
  • ჯგუფური ქოუჩინგის ტელეკლასს - ჯგუფური ქოუჩინგის ტელეკლასის დროს თინათინი მონაწილეებს ეხმარება ცხოვრებისეული გამოწვევების გადალახვაში, შემზღუდველი რწმუნებულებებისგან გათავისუფლებაში, საკუთარ თავში ახალი რესურსების პოვნაში. ზოგიერთ ტელეკლასზე თინათინი მონაწილეებს უნიკალურ ჯგუფურ სავარჯიშოებსაც სთავაზობს;
მოდული 1
მოდული 2
მოდული 3
მოდული 4
მოდული 5
მოდული 6

მოდული 1

დაუვიწყარი მოგზაურობის დასაწყისი
  • დეტალურად გაეცნობი პროგრამას, მუშაობის პრინციპებს და აიღებ წარმატებულ სტარტს;
  • გაეცნობი წარმატების მიღწევის ინსტრუმენტებს;
  • გაეცნობი წარმატების მიღწევის მთავარ პირნციპებს;
  • დაისახავ ახალ და ამბიციურ მიზნებს!
  • მიიღებ მეტ პრაქტიკულ ინფორმაციას ბაირონ ქეითის "სამუშაოს" შესახებ, როგორ გამოიყენო სწორად შენს ცხოვრებაში და როგორ გათავისუფლდე მისი დახმარებით სტრესული ფიქრებისგან და ისტორიებისგან;
  • მიიღებ სამუშაო რვეულს, რომელიც დაგეხმარება ეფექტურად მუშაობაში და შენი პროგრესის გაზომვაში;
  • დაიწყებ ამ ღრმა და დაუვიწყარ მოგზაურობას საკუთარ თავში;
  • გაიცნობ ახალ, საოცარ ადამიანებს, შეიძენ ახალ მეგობრებს და გეყოლება ახალი, მხარდამჭერი და პოზიტიური გარემოცვა!

მოდული 2

გამოღვიძება - საკუთარ თავთან დაბრუნება
  • ჩაგიტარდება თემატური ლექციები;
  • ჩაგიტარდება თინათინთან 3 "შეკითხვების და პასუხების" ტელეკლასი;
  • ჩაგიტარდება თინათინთან 3 ჯგუფური ქოუჩინგის ტელეკლასი;
  • აღმოაჩენ შენს უნიკალურ და ძლიერ მხარეებს;
  • იპოვი შენში ახალ რესურსებს;
  • ისწავლი საკუთარი თავის და შენი ნამდვილი სურვილების მოსმენას;
  • აპატიებ და გაათავისუფლებ საკუთარ თავს;
  • ისწავლი თვითკრიტიკული და შემზღუდველი აზრებისგან გათავისუფლებას;
  • შენში არსებული მცდარი სირცხვილის და დანაშაულის გრძნობას გააანალიზებ და მისგან გათავისუფლდები;
  • მიიღებ და შეიყვარებ შენს სხეულს;
  • საკუთარ თავს სრულიად სხვა თვალით დაინახავ;
  • მიიღებ და შეიყვარებ შენს თავს;
  • ისწავლი საკუთარი თავის დაფასებას;
  • შექმნი შენი მომდევნო 10 წლის ხედვას და გეგმას;

მოდული 3

სასიცოცხლო ენერგიის მიღება მშობლებისგან
  • ჩაგიტარდება თემატური ლექციები;
  • ჩაგიტარდება თინათინთან 2 "შეკითხვების და პასუხების" ტელეკლასი;​
  • ჩაგიტარდება თინათინთან 2 ჯგუფური ქოუჩინგის ტელეკლასი;​
  • იმუშავებ იმ წყენაზე, გულის ტკენაზე, იმედგაცრუებაზე, მიუღებლობაზე რაც დედის და მამის მიმართ გაქვს ან გქონია;
  • გააანალიზებ მშობლებთან დაკავშირებული ნეგატიური ემოციები როგორ გავლენას ახდენდა შენს ცხოვრებაზე, საკუთარი თავის სიყვარულზე, მიმღებლობაზე, პირად ცხოვრებაზე, თვითრეალიზებაზე და ისწავლი მათგან გათავისუფლებას;
  • აპატიებ მშობლებს;
  • მშობლებთან ჯანსაღ ურთიერთობას ჩამოაყალიბებ და მათ მიმართ მიმღებლობა და მადლიერების გრძნობა გაგიჩნდება;
  • ისწავლი მშობლებისგან სასიცოცხლო ენერგიის მიღებას;

მოდული 4

სასიყვარულო ურთიერთობების მოგვარება

  • ჩაგიტარდება თემატური ლექციები;
  • ჩაგიტარდება თინათინთან 3 "შეკითხვების და პასუხების" ტელეკლასი;​​
  • ჩაგიტარდება თინათინთან 3 ჯგუფური ქოუჩინგის ტელეკლასი;​​
  • იმუშავებ იმ წყენაზე, ბრაზზე, მიუღებლობაზე, იმედგაცრუებაზე, პროტესტზე, ტკივილზე, რაც პირად ცხოვრებაში, ბავშვობიდან დღემდე გქონია, შენს პარტნიორთან, შეყვარებულთან, მეუღლესთან ურთიერთობაში;
  • გააანალიზებ ეს განცდები როგორ გავლენას ახდენდა შენს ცხოვრებაზე, საკუთარი თავის სიყვარულზე, მიმღებლობაზე, თვით-შეფასებაზე, პირად ცხოვრებაზე და ისწავლი მათგან გათავისუფლებას;
  • საპირისპირო სქესთან დაკავშირებით შენში არსებულ ნეგატიურ ფიქრებს და წარმოდგენებს აღმოაჩენ და მათგან გათავიუფლდები;
  • აპატიებ მათ, ვინც გული გატკინეს, გაუშვებ მათ შენი ცხოვრებიდან და ადგილს გამოითავისუფლებ ახალი და სასურველი ურთიერთობებისთვის;
  • სასურველი პარტნიორის და ურთიერთობების ხატს შექმნი;
  • ისწავლი ჯანსაღი და ბედნიერი სასიყვარულო ურთიერთობების ჩამოყალიბებას;

მოდული 5

თავდაჯერებული ურთიერთობების საიდუმლო

  • ჩაგიტარდება თემატური ლექციები
  • ჩაგიტარდება თინათინთან 2 "შეკითხვების და პასუხების" ტელეკლასი;​​​
  • ჩაგიტარდება თინათინთან 2 ჯგუფური ქოუჩინგის ტელეკლასი;​​​
  • ისწავლი საკუთარი თავის თავისუფლად, ლაღად და თავდაჯერებულად გამოხატვას;
  • ისწავლი კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებას;
  • გათავისუფლდები იმ წყენისგან, ბრაზისგან თუ უსამართლობის შეგრძნებისგან, რაც ურთიერთობებში გქონდა და ხელს გიშლიდა;
  • გათავისუფლდები კრიტიკის შიშისგან;
  • ისწავლი "არა"-ს თქმას და საკუთარი საზღვრების დაცვას;
  • ისწავლი საკუთარი თავის დაფასებას სხვებთან ურთიერთობებში;
  • გათავისუფლდები მოთხოვნილებისგან, რომ სხვების მოსაწონი იყო და აღარ იდარდებ იმაზე, თუ "ხალხი რას იტყვის;"
  • ისწავლი შენი ცხოვრებით ცხოვრებას და ამის სხვებთანაც თავისუფლად გამოხატვას;
  • დაემშვიდოებები იმ კომპლექსებს, რაც ადამიანებთან ურთიერთობებში გქონდა;
  • დაიწყებ გულწრფელი და თავისუფალი ურთიერთობების დამყარებას ადამიანებთან;​

მოდული 6

შეჯამება და დაჯილდოება

  • ჩაგიტარდება შემაჯამებელი ლექცია;
  • ჩაგიტარდება თინათინთან 1 "შეკითხვების და პასუხების" შემაჯამებელი ტელეკლასი;​​​
  • ჩაგიტარდება თინათინთან 1 ჯგუფური ქოუჩინგის შემაჯამებელი ტელეკლასი;​​​
  • შეაჯამებ 90-დღიანი მუშაობის შეგედებს;
  • გაზომავ პროგრესს, გააცნობიერებ რა მიიღე, როგორ გაიზარდე, როგორ ტრანსფორმირდი, როგორი იყო შენი ცხოვრება პროგრამამდე და პროგრამის გავლის შემდეგ;
  • დააჯილდოვებ საკუთარ თავს იმ ტრანსფორმაციისთვის, რაც პროგრამაში განიცადე;
  • დასახავ პროგრამის შემდგომ ნაბიჯებს;
  • თინათინთან, კურატორებთან და პროგრამის მონაწილეებთან ერთად იზეიმებ მიღწეულ შედეგებს პროგრამის გამოსაშვებ საღამოზე;
  • ბედნიერი, ლაღი, მადლიერი და განახლებული ენერგიით გააგრძელებ ცხოვრებას;


და ეს ყველაფერი როდია!

  • გეყოლება ახალი გარემოცვა, თანამოაზრეთა გუნდი! მოხვდები გარემოში, სადაც მიიღებ უპირობო მხარდაჭერას, სიყვარულს, სითბოს, რწმენას და სადაც თითოეული ადამიანი მზად იქნება დაგეხმაროს და მხარი დაგიჭიროს! მოხვდები გარემოში, სადაც შეგიძლია გული გადაგვიშალო, გაგვიზიარო ის, რასაც ვერავის ეუბნები და აქ კონფიდენციალურობა 100%-ით იქნება დაცული, შესაბამისი მექანიზმებით. შენ მოხვდები ყველაზე სანდო და უსაფრთხო გარემოში. აქ მიიღებ სიყვარულს, რომელიც კურნავს!
  • მიიღებ სპეციალურ სამუშაო რვეულს, რომლის მეშვეობითაც შენი პროგრამაში მონაწილეობა გახდება უფრო ეფექტური, სახალისო და შედეგიანი;
  • საკუთარ თავზე გამოცდი საინტერესო და უნიკალურ სავარჯიშოებს, ტექნიკებს, რომლებიც შენთვის წლების განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნებში მოვაგროვე და თავად გამოვცადე მათი ძალა!
  • გეყოლება ყველაზე მხარდამჭერი კურატორები, რომლებმაც ეს გზა უკვე გაიარეს. ისინი იმუშავებენ შენთან და დაგეხმარებიან უფრო ტრანსფორმაციული იყოს შენი პროგრამაში მონაწილეობა;
  • გექნება შენი პირადი კაბინეტი, სადაც შენი პირადი სახელით და პაროლით ისარგებლებ და მიიღებ ლექციებს, დავალებებს, სავარჯიშოებს და სხვა საინტერესო სამუშაო მასალებს;





წარმოიდგინე...

წარმოიდგინე, რომ შენში იპოვე ძლიერი საყრდენი… წარმოიდგინე, რომ უსმენ საკუთარ თავს, შენს ჭეშმარიტ სურვილებს, მათ გამოხატავ და ხარ საკუთარ თავთან სრულ თანხმობაში…

წარმოიდგინე, რომ შენში გრძნობ სიმშვიდეს, სიმშვიდეს, რომელიც გატყობინებს, რომ სახლში ხარ, შინ, საკუთარ თავთან… გრძნობ, რომ შენ უკვე საკმარისი ხარ ისეთი, როგორიც ხარ, როგორიც დაიბადე… ხვდები, რომ შენ არ გჭირდება ახალი მიღწევები თუ შედეგები იმისთვის, რომ თავი მნიშვნელოვნად იგრძნო…

შენ აღარ გჭირდება სხვებისთვის შეიცვალო, მათ მოერგო, მათი მოსაწონი გახდე, რომ საკუთარი ღირებულება შეიგრძნო… შენ გრძნობ, რომ უკვე მნიშვნელოვანი ხარ, უკვე ღირებული ხარ, უკვე კარგი ხარ, უბრალოდ იმიტომ, რომ ხარ და არსებობ ამ ქვეყანაზე…

წარმოიდგინე, რომ ადამიანებთან ურთიერთობ ისე, რომ აღარ ცდილობ მათზე შთაბეჭდილება მოახდინო, აღარ თამაშობ, აღარ იძაბები, აღარ ნერვიულობ შენზე რას იფიქრებენ…

წარმოიდგინე, რომ ხარ სრულიად თავისუფალი, ლაღი, გულწრფელი, ბუნებრივი და სწორედ ასე – გულწრფელად ურთიერთობ სხვებთანაც… ამბობ “არა”-ს, როდესაც ამის საჭიროებას გრძნობ, იცავ პირად საზღვრებს და შენს თავს სათანადოდ სცემ პატივს…

წარმოიდგინე, რომ სასიყვარულო ურთიერთობებშიც ასეთი ლაღი ხარ, აღარ გეშინია საყვარელი ადამიანს დაკარგვის და ამის შიშით აღარ ცდილობ გადაკეთდე და მას მოერგო… პირიქით ხარ ის, ვინც ხარ, იღებ შენს თავს, გიყვარს და ამ შინაგანი მდგომარეობით ურთიერთობ მასთანაც…

წარმოიდგინე, რომ შენს ნამდვილ სურვილებს უსმენ, ახალი იდეები მოგდის, მათ კი მომენტალურად ახორციელებ და გრძნობ რომ ნაკადში ხარ… შენს ირგვლივ ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც მხარს გიჭერენ, რომლებსაც შენი სჯერათ და რომლებიც გეხმარებიან შენი ოცნებების ასრულებაში…

 

დიახ, შენ საკმარისი ხარ!

და ამ შინაგანი მდგომარეობით გაცილებით მეტი შეგიძლია შექმნა შენს ცხოვრებაში...

შენ იმსახურებ ყველაფერს საუკეთესოს და დაე ეს შენი რეალობაც გახდეს 2020 წლის 1 მაისიდან...

“ჩვენი ყველაზე დიდი შიში ის კი არ არის, რომ არასაკმარისნი ვართ, არამედ ის, რომ სინამდვილეში ჩვენ წარმოუდგენლად ძლიერები ვართ.

ეს ჩვენი შუქია და არა სიბნელე, რაც ყველაზე მეტად გვაშინებს.

საკუთარ თავს ვეკითხებით, რომ ვინ ვარ მე, რომ ვიყო ბრწყინვალე, საუცხოო, ნიჭიერი და არაჩვეულებრივი?
სინამდვილეში კი, ვინ ხარ, რომ არ იყო? ...
შენს ნაჭუჭში ყოფნა სამყაროს არაფერში ეხმარება.
არაფერი აღმატებული არ არის იმაში, რომ შეკვეცო შენი თავი, იმის შიშით გარშემომყოფებმა თავი დაუცველად რომ არ იგრძნონ.
ჩვენ იმისთვის დავიბადეთ, რომ გამოვამჟღავნოთ ის სიდიადე, რაც ჩვენშია.
და ეს მხოლოდ ზოგიერთ ჩვენგანში კი არა, თითოეულ ჩვენთაგანშია.
და, როგორც კი ჩვენ საკუთარ სინათლეს კაშკაშის საშუალებას ვაძლევთ, გაუცნობიერებლად სხვა ადამიანებსაც ნებას ვრთავთ იგივე გააკეთონ.
როგორც კი ჩვენივე შიშისგან ვთავისუფლდებით, ჩვენი არსებობა სხვებსაც ავტომატურად ათავისუფლებს.”
მერიან ვილიამსონი

რას ამბობენ თინათინის პროგრამების მონაწილეები?

Loading...

მაია იორდანიშვილი

როდესაც ,,სამუშაო" პირველად საკუთარ თავზე გამოვცადე, მივხდი რომ ძალიან დიდს, ძალიან ღრმას და ძლიერს შევეხე. ტრენინგის შემდეგ მე ვგრძნიბდი აღფრთოვანებას, სისავსეს, შინაგან ბედნიერებას, რომელსაც მაინც რაღაც აკლდა. არა იმიტომ რომ ,,სამუშაომ" ვერ იმუშავა, არამედ იმიტომ, რომ ვხდებოდი მას ბოლომდე ჯერ ვერ ჩავწვდი. ის შეეხო ჩემს შინაგან ,,მე”-ს და იქიდან რაღაც ფრაგმენტი ამოიტანა, საკუთარი თავისკენ შემომაბრუნა და მითხრა: რასაც ეძებ აქ არის, შენში.... ეს ძალიან საინტერესო იყო.... და დაიწყო ძიება, საკუთარი თავის შეცნობა....

ამის შემდეგ გავიარე თინის ორი პროგრამა: ,,საკუთარ თავთან ჰარმონიაში" და ,,სამუშაოს პროფესიულად შესასწავლი პროგრამა". ეს იყო ძალიან საინტერესო გზა, რომელმაც საკუთარ თავთან დამაახლოვა.

     პირველი პროგრამის გავლის შემდეგ, ზუსტად ვიცოდი რა მინდოდა და რა გზას გავივლიდი.

,,სამუშაომ" მაპოვნინა საკუთარი თავი, საკუთარი თავის სიყვარული --- რაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა. მომცა ბედნიერების, სიხარულის, სისავსის შეგეძნება. მომცა შინაგანი სიძლიერე და თავდაჯერებულიბა. პირველ რიგში კი მომცა საკუთარი თავის აღიარების შეგრძნება. განცდა განსაკუთრებულობის, უნიკალურობის.... მაპოვნინა საყრდენი საკუთარ თავში. ,,სამუშაოს" დახმარებით უამრავ კითხვას გავეცი პასუხი.

   ახლა უკვე ჩემი ცხოვრება შემიძლია დავყო ორ ეტაპად: ,,სამუშაომდე" და ,,სამუშაოს" აღმოჩენის შემდეგ. ,,სამუშაოს" დახმარებით ახლიდან დავიბადე.. ეს იყო -- ,,ფერისცვალება", ,,აღდგომა".... მე დავარქმევდი -- ორი დაბადება ერთ სიცოცხლეში.

მე შევძელი საკუთარი შიშებისთვის თვალი გამესწორებინა და გოგო, რომელიც მანამდე საკუთარ ნიჟარაში იყო შეკეტილი, თავისი შესაძლებლობებით გარეთ გამოვუშვი. ამ შიშების პირისპირ დავაყენე და სასწაულებიც მაშინ დაიწყო. მე ვხედავდი ჩემი შიშები როგორ პატარავდებოდნენ და უკან იხევდნენ. ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი კი უფრო მეტად აშინებდათ და თანდათან საერთოდ გაქრნენ. იმის გაცნონიერება, რომ ,,ჩვენი შიშები ძალიან მშიშრები არიან, როცა მტკიცედ და მყარად იცავ შენს სურვილებს" სასწაული ენერგია მომცა და ამის ნათელი მაგალითია ბაირონ ქეითის ,,სამუშაოს" პრეზენტაცია თელავში, რომელიც 26 იანვარს გაიმართა. ეს დღე იყო ჩემს შიშებზე გამარჯვების დღესასწაული.....💥💥💥💥💫💫💫💥💥💥💥🤩🤩🤩🤩💃💃💃💃

თინი შენ ხარ მზე, რომელიც ანათებს და ათბობს... გოგო, რომელიც თავის ნაკადში მოხვედრილ ადამიანებს უდიდეს შინაგან ძალას და საკუთარი თავის რწმენას მატებს და ამ ნაკადის ძალით ამოძრავებს წარმატებისკენ, იმ მწვერვალისკენ, როელიც შენს გამიჩენამდე არც კი ჩანდა. შენ ერთნაირდ ათბობ ყველას, ეთნაირად ანათებ და ერთნაირი ძალით ზემოქმედებ მათზე და ეს ზემოქმედება არის იმდენად ტრანსფორმციული და იმდენად ძლიერი, რომ ჩვენი ქვეცნობიერი იწყებს საუბარს... ვუსმენთ  საკუთარ თავს, საკუთარ სიტყვებს და არ გვჯერა, რომ ეს ჩვენი სიტყვებია, ჩვენი ხმა არის... თითქოს რაღაც მიძინებული ძალა იღვიძებს ჩვენში რომლიც განსაკუთრებულს გვხდის, განუმეორებელს და იმდენდ საინტერესოს, რომ ჩვენვე გვიკვირს. და სწორედ მაშინ ხვდები, რომ ბედნიერება, რომელსაც ასე გამეტებით გარეთ ვეძებდით, ჩვენშია, და გრძნობ როგორ ივსები, მეტი ხდები, გრძნობ როგორ იშლები მხრებში, როგორი თავისუფალი და თავდაჯერებული ხდები... ბედნიერება ჩვენს სახეზე, ჩვენს თვალებზე აისახება... ვიწყებთ ბრყინვას, ნათებას და ჩვენს გარშემო ვქმნით უშრეტი ბენიერების ნაკადს.....

თინი შენ ხარ კეთილი ფერია, რომელც ,,ჯადოსნურ სამყაროში " გვამოგზაურებს და რაც მთავარია, ეს ,,ჯადოსნუი სამყარო" ჩვენი რეალობა ხდება..

    თინი მადლობა, რომ არსეობ ამ სამყაროში...  მადლობა, რომ აირჩიე ცხოვრების სწორედ ეს გზა....  და მადლობა, რომ ასეთი პროფესიონალიზმით უდგები ამ საქმეს...

ყველას გირჩევთ ამ ჩუდო გოგოს ნაკადში მოხვედრას. მასთან შეხვედრა დღესასწაულია, ზეიმია, ფეიერვერკია... თინი ამას ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, ბუნებრივად აკეთებს და სწორედ ეს ბუნებრივობა ხდის განუმეორებელას. გირჩევთ, თქვენც შეიგრძნოთ თინისთან ურთიერთობის ეს საოცარი დღესასწაული ♥️♥️♥️❤️❤️❤️

სრულად

1 2 Next »

ვინ იცის, იქნებ სწორედ შენი ისტორია იყოს შემდეგი?..





ჩაერთე დღესვე პროგრამის პირველ ნაკადში და ისარგებლე განახევრებული ფასებით!






აირჩიე შენთვის სასურველი პაკეტი

საწყისი

₾1000
₾ 495 / 1 მაისამდე
  • 6 მოდულთან წვდომა 3 თვის განმავლობაში;
  • 12+ ლექციასთან წვდომა 3 თვის განმავლობაში;
  • 12 შეკითხვების და პასუხების ტელეკლასი თინათინთან;
  • შეკითხვების გაგზავნა თინათინთან 3 თვის განმავლობაში;
  • 12 ჯგუფური ქოუჩინგის ტელეკლასთან წვდომა;
  • სამუშაო მასალებთან წვდომა 3 თვის განმავლობაში;
  • პროგრამის დახურულ ჯგუფთან წვდომა 3 თვის განმავლობაში;
  • პირად კაბინეტთან წვდომა 3 თვის განმავლობაში;
  • კურატორების მხარდაჭერა 3 თვის განმავლობაში;
  • პროგრამის სამუშაო რვეული;
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
რეგისტრაცია
* შესაძლებელია ეტაპობრივი გადახდაც
50%

სტანდარტული

₾1600
₾ 798 / 1 მაისამდე
  • 6 მოდულთან წვდომა 12 თვის განმავლობაში;​
  • 12+ ლექციასთან წვდომა 12 თვის განმავლობაში;​
  • 12 შეკითხვების და პასუხების ტელეკლასი თინათინთან;​
  • შეკითხვების გაგზავნა თინათინთან 3 თვის განმავლობაში;​
  • 12 ჯგუფური ქოუჩინგის ტელეკლასში უშუალო მონაწილეობის მიღება და თინათინთან პირადად მუშაობა;
  • სამუშაო მასალებთან წვდომა 12 თვის განმავლობაში;​
  • პროგრამის დახურულ ჯგუფთან უვადო წვდომა;
  • პირად კაბინეტთან წვდომა 12 თვის განმავლობაში;​
  • კურატორების მხარდაჭერა 3 თვის განმავლობაში;​
  • პროგრამის სამუშაო რვეული;​
  • + ბონუსი: 12+ ლექცია პროგრამიდან "საკუთარ თავთან ჰარმონიაში"
  • + ბონუსი: ტელეკლასების ჩანაწერები პროგრამიდან "საკუთარ თავთან ჰარმონიაში"
  • 20%-იანი ფასდაკლება თინათინთან ინდივიდუალურ სესიაზე 3 თვის განმავლობაში;
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
რეგისტრაცია
* შესაძლებელია ეტაპობრივი გადახდაც
50%

ექსკლუზიური

₾3000
₾ 1597 / 1 მაისამდე
  • 6 მოდულთან წვდომა ულიმიტოდ'
  • 12+ ლექციასთან წვდომა ულიმიტოდ;
  • 12 შეკითხვების და პასუხების ტელეკლასი თინათინთან;​​
  • შეკითხვების გაგზავნა თინათინთან 3 თვის განმავლობაში;​​
  • 12 ჯგუფური ქოუჩინგის ტელეკლასში უშუალო მონაწილეობის მიღება და თინათინთან პირადად მუშაობა;​
  • პროგრამის დახურულ ჯგუფთან წვდომა ულიმიტოდ;
  • პირად კაბინეტთან წვდომა ულიმიტოდ;
  • კურატორების მხარდაჭერა 3 თვის განმავლობაში;​​
  • პროგრამის სამუშაო რვეული;​​
  • 3 ორ-საათიანი ინდივიდუალური სესია თინათინთან 3 თვის განმავლობაში;
  • დავალებების შემოწმება უშუალოდ თინათინისგან;
  • + ბონუსი: 12+ ლექცია პროგრამიდან "საკუთარ თავთან ჰარმონიაში"​
  • + ბონუსი: ტელეკლასების ჩანაწერები პროგრამიდან "საკუთარ თავთან ჰარმონიაში"​
  • 30%-იანი ფასდაკლება თინათინთან მომდევნო ინდივიდუალურ სესიებზე 3 თვის განმავლობაში;​
რეგისტრაცია
* შესაძლებელია ეტაპობრივი გადახდაც
50%
თანხის დაბრუნების 100%-იანი გარანტია.

ჩვენ ვიცით, რომ ახალ პროგრამაში ჩართვამ შეიძლება თავიდან ცოტა აგაღელვოს – განსაკუთრებით მაშინ, თუ აქამდე სხვა პროგრამებშიც მიგიღია მონაწილეობა და სასურველი შედეგი არ დამდგარა… ჩვენ გვჯერა პროგრამის – “შენ საკმარისი ხარ!” და რომ მას ნამდვილად შეუძლია რევოლუციის მოხდენა შენს ცხოვრებაში… სწორედ ამიტომ ჩვენ გთავაზობთ 1 კვირიან, ყოველგვარი რისკ-გარეშე თანხის უკან დაბრუნების პირობას.

თუ შენ აქტიურად ჩაერთვები პირველ კვირაში, შეასრულებ ყველა დავალებას, დასეწრები ტელე-კლასებს და მაინც მიხვდები, რომ ეს პროგრამა შენთვის არ არის, ჩვენ შენ მიერ გადახდილ თანხას უკან დაგიბრუნებთ.

ჩვენ ღრმად გვჯერა ამ პროგრამის. ჩვენ ვაკვირდებით როგორ იცვლება რადიკალურად ადამიანების ცხოვრება თინათინის პროგრამების გავლის შემდეგ და ჩვენ ვიცით, რომ ეს შენ შემთხვევაშიც ასე მოხდება.

სცადე ეს პროგრამა 1 კვირით…

"თუ გინდა, რომ გქონდეს ის, რაც აქამდე არ გქონია, უნდა გააკეთო ის, რაც აქამდე არ გაგიკეთებია..."

  • დარეგისტრირდი ახლავე და ხელიდან არ გაუშვა შანსი მოხვდე პროგრამის პირველ ნაკადში და ისარგებლო ყველაზე მომგებიანი პირობებით!
რეგისტრაცია

ხშირად დასმული შეკითხვები

როგორ ხდება პროგრამაში დარეგისტრირება?

მას შემდეგ, რაც შეავსებთ რეგისტრაციის ფორმას და გადაიხდით პროგრამის საფასურს – თქვენ უკვე ჩართული იქნებით პროგრამაში. მეილზე მიიღებთ პროგრამისთვის მოსამზადებელ ინსტრუქციებს, საინტერესო მასალებს და რეკომენდაციებს.

1 აპრილს, დილის 10 სთ–ზე თინათინი დაგამატებთ პროგრამის დახურულ ჯგუფში და პროგრამა დაიწყება.

საზღვარგარეთ ვიმყოფები, როგორ შემიძლია პროგრამაში მონაწილეობა მივიღო?

პროგრამა ონლაინ–ფორმატში მიმდინარეობს, ეს კი ნიშნავს, რომ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეგიძლიათ ჩაერთოთ.

რამდენად არის პროგრამაში კონფიდენციალურობა დაცული?

პროგრამაში კონფიდენციალურობის დაცვას თინათინი დიდ ყურადღებას აქცევს. რაც ხდება პროგრამაში, რჩება პროგრამაში.

თინათინსი სპეციალური მექანიზმებით მკაცრად იცავს მონაწილეების მიერ გაზიარებული ინფორმაციის კონფიდენციალურობას.

მიჭირს ჩემს პრობლემებზე საუბარი სხვა ადამიანების თანდასწრებით. რას მირჩევთ?

ჩვენ ყველა სიტუაცია გვაქვს გათვალისწინებული. პროგრამაში კონფიდენციალურობა დაცულია. აგრეთვე თინათინი ჯგუფში ქმნის დაცულ და მეგობრულ გარემოს, სადაც ყველა მონაწილე ერთმანეთს მხარს უჭერს. პროგრამაში შესაძლებელია აგრეთვე ანონიმურობის დაცვით ჩართვა.

როგორ მიმდინარეობს პროგრამა?

თითოეული მოდული მოიცავს ლექციებს, სხვადასხვა სავარჯიშოებს, მედიტაციებს, შეკითხვების და პასუხების და ჯგუფური ქოუჩინგის ტელეკლასებს.

ყოველი კვირის დასაწყისში ჯგუფში იდება შესაბამისი კვირის განრიგი.

მოდულის შესაბამის ლექცია ქვეყნდება თქვენს პირად კაბინეტში. ყოველ ლექციას მოყვება დავალებები და სავარჯიშოები, რომლებსაც დამოუკიდებლად ასრულებთ და შემდეგ ჯგუფში აქვეყნებთ.

კურატორები თქვენს დავალებებს ამოწმებენ და თქვენს შეკითხვებს პასუხობენ.

კვირაში 2 ტელეკლასი ტარდება. ერთი შეკითხვების და პასუხების ტელეკლასი, მეორე ჯგუფური ქოუჩინგის ტელეკლასი. თითოეული მათგანი გრძელდება 1-2 სთ–ის განმავლობაში.

შეკითხვების და პასუხების ტელეკლასზე შესაძლებლობა გეძლევათ თინათინს შეკითხვები დაუსვათ და თქვენი მუშაობის პროცესი უფრო ეფექტური და შედეგიანი გახადოთ.

ჯგუფური ქოუჩინგის ტელეკლასზე “სტანდარტული” და “ექსკლუზიური” პაკეტის მფლობელებს შეუძლიათ გაუგზავნონ თინათინს თავიანთი საკითხი, რაზეც მუშაობა სურთ და თინათინი მათთან პირადად მუშაობს ჯგუფურ ფორმატში.

პროგრამას აქვს დახურული Facebook ჯგუფი, სადაც ყოველდღიურად პროგრამის მონაწილეები ფოსტავენ თავიანთ გაცნობიერებებს, შესრულებულ დავალებებს, მიმდინარეობს გულახდილი და საინტერესო დისკუსიები, რასაც თინათინი და მისი გუნდი მხარს უჭერს.

ტელეკლასები რომელ საათებში ტარდება?

ტელეკლასები ყოველ კვირას სხვადასხვა დროს ტარდება, რაც უკავშირდება თინათინის გრაფიკის ხშირ ცვლილებას (სემინარები, ტრენინგები, მარათონები, მოგზაურობა და ა.შ.)

ტელეკლასები ტარდება სამუშაო დღეების შემთხვევაში – დღის მეორე ნახევარში, 7 სთ–ის შემდეგ.

შაბათ–კვირის შემთხვევაში – დღის პირველ ნახევარში.

თუ რომელიმე ტელეკლასს ვერ დავესწრები?

თინათინი რეკომენდაციას უწევს, რომ თითოეულ ტელეკლასს დაესწროთ, მასში აქტიურად მიიღოთ მონაწილეობა, რომ პროგრამიდან მაქსიმალური შედეგი მიიღოთ. იმ შემთხვევაში თუ მოგიწევთ ტელეკლასის გაცდენა, ტელეკლასის ჩანაწერი კეთება და მისი ჩატარებიდან მომდევნო 24 სთ–ის განმავლობაში პირად კაბინეტში ქვეყნდება. იქ შეგიძლიათ მოუსმინოთ ტელეკლასის ჩანაწერს.

შესაძლებელია მონაწილეობის პაკეტის შეცვლა შეძენის შემდეგ?

თუ გრძნობთ, რომ პროგრამისგან და თინათინისგან კიდევ უფრო მეტის მიღება გსურთ შესაძლებელია “საწყისი” პაკეტიდან გადახვიდეთ “სტანდარტულ” ან “ექსკლუზიურ პაკეტზე” ასევე, “სტანდარტული” პაკეტიდან “ექსკლუზიურ” პაკეტზე.

ამისთვის საჭიროა დარჩენილი თანხის დამატება და მონაწილეობის პაკეტის ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ პირველი თვის განმავლობაში.

თუ ტელეკლასებამდე მიჩნდება შეკითხვები, ვის უნდა მივმართო?

თინათინი მონაწილეებთან მხოლოდ უშალოდ ტელეკლასების დროს მუშაობს. დანარჩენი დროის განმავლობაში თქვენს შეკითხვებს პროგრამის კურატორები პასუხობენ და ისინი გეხმარებიან მუშაობის პროცესში.

რეგისტრაცია

თინათინ
ბასილაია

Facebook Instagram Youtube
  • მთავარი
  • თინათინის შესახებ
  • ბლოგი
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი

Copyright © All Rights Reserved.

Created by LandingPay.Ge