Skip to content
  • (+995) 598 759 558
  • info@basilaia.com

თინათინ ბასილაია

Facebook-f Instagram Youtube
კაბინეტში შესვლა
  • მთავარი
  • პროგრამები
    • ინდივიდუალური მუშაობა
    • ჯგუფური მუშაობა
      • შენ საკმარისი ხარ
      • საკუთარ თავთან ჰარმონიაში
      • ბაირონ ქეითის “სამუშაოს” ვორქშოფი
      • ონლაინ-პროგრამა იბრწყინე შიგნიდან
      • ბაირონ ქეითის “სამუშაოს” პროგრამა
  • წარმატების ისტორიები
  • თინათინის შესახებ
  • ბაირონ ქეითის სამუშაო
  • ბლოგი
  • კონტაქტი
Menu
  • მთავარი
  • პროგრამები
    • ინდივიდუალური მუშაობა
    • ჯგუფური მუშაობა
      • შენ საკმარისი ხარ
      • საკუთარ თავთან ჰარმონიაში
      • ბაირონ ქეითის “სამუშაოს” ვორქშოფი
      • ონლაინ-პროგრამა იბრწყინე შიგნიდან
      • ბაირონ ქეითის “სამუშაოს” პროგრამა
  • წარმატების ისტორიები
  • თინათინის შესახებ
  • ბაირონ ქეითის სამუშაო
  • ბლოგი
  • კონტაქტი

თინათინ ბასილაია

კაბინეტში შესვლა
  • მთავარი
  • პროგრამები
    • ინდივიდუალური მუშაობა
    • ჯგუფური მუშაობა
      • შენ საკმარისი ხარ
      • საკუთარ თავთან ჰარმონიაში
      • ბაირონ ქეითის “სამუშაოს” ვორქშოფი
      • ონლაინ-პროგრამა იბრწყინე შიგნიდან
      • ბაირონ ქეითის “სამუშაოს” პროგრამა
  • წარმატების ისტორიები
  • თინათინის შესახებ
  • ბაირონ ქეითის სამუშაო
  • ბლოგი
  • კონტაქტი
Menu
  • მთავარი
  • პროგრამები
    • ინდივიდუალური მუშაობა
    • ჯგუფური მუშაობა
      • შენ საკმარისი ხარ
      • საკუთარ თავთან ჰარმონიაში
      • ბაირონ ქეითის “სამუშაოს” ვორქშოფი
      • ონლაინ-პროგრამა იბრწყინე შიგნიდან
      • ბაირონ ქეითის “სამუშაოს” პროგრამა
  • წარმატების ისტორიები
  • თინათინის შესახებ
  • ბაირონ ქეითის სამუშაო
  • ბლოგი
  • კონტაქტი

1 მაისიდან!

თინათინ ბასილაიას ახალი

შენ საკმარისი ხარ!

რეგისტრაცია
  • აღმოაჩინე შენი უნიკალური რესურსები
  • ირწმუნე საკუთარი თავის
  • გათავისუფლდი ზედმეტი ტვირთისგან
  • იგრძენი, რომ შენ უკვე საკმარისი ხარ!
დღე
საათი
წუთი
წამი

დაჯავშნე შენი ადგილი

დარეგისტრირდი დღესვე
  • ვინ იქნებოდი იმ ფიქრის გარეშე, რომ გვიანია?
  • ვინ იქნებოდი იმ ფიქრის გარეშე, რომ არ შეგიძლია?
  • ვინ იქნებოდი იმ ფიქრის გარეშე, რომ სხვებს უნდა მოერგო?
  • ვინ იქნებოდი იმ ფიქრის გარეშე, რომ სხვისი აღიარება გჭირდება?
  • ვინ იქნებოდი იმ ფიქრის გარეშე, რომ სხვამ უნდა გაგაბედნიეროს?
  • ვინ იქნებოდი იმ ფიქრის გარეშე, რომ არ ხარ საკმარისად კარგი, ჭკვიანი, ნიჭიერი, მნიშვნელოვანი?


შენ უკვე საკმარისი ხარ!

და დროა ეს შეიგრძნო…

გაწუხებს დაბალი თვითშეფასება?

იმედგაცრუება განიცადე პირად ცხოვრებაში?

უკმაყოფილო ხარ საკუთარი თავით და ცხოვრებით?​

გაწუხებს, რომ ვერ იყენებ შენს პოტენციალს?

მუდმივად ადარებ სხვებს საკუთარ თავს?

ბოჭავ საკუთარ თავს და მუდმივად აკრიტიკებ?

გამოსავალი არის!

6 რამ რაც შენს ცხოვრებაში მოხდება პროგრამაში მუშაობის შედეგად:

გახდები უფრო თავდაჯერებული

ირწმუნებ საკუთარ თავში და შესაძლებლობებში. აიმაღლებ თვით-შეფასებას.

საკუთარ თავს დააფასებ

აღიარებ საკუთარ თავს და ისწავლი მის სათანადოდ დაფასებას.

მიიღებ შენს თავს

შენს უნიკალურობას აღმოაჩენ და შენს თავს დაუმეგობრდები. გახდები საკუთარი თავის მხარდამჭერი. მიიღებ და შეიყვარებ მას.

დაემშვიდობები ზედმეტ ტვირთს

გაუშვებ წყენას, ბრაზს და იმ ნეგატიურ ემოციებს, რომლებიც აქამდე ენერგიას გართმევდა და უკან გხევდა.

გაიგებ რა გსურს და როგორ მიიღო

აღმოაჩენ შენს ნამდვილ სურვილებს, დაისახავ ახალ, ამბიციურ მიზნებს და დაგეგმავ შენი ცხოვრების მომდევნო 10 წელს.

გახდები უფრო ენერგიული

აღიდგენ სასიცოცხლო ენერგიას, აივსები ენთუზიაზმით და შენი ყოველდღიური ცხოვრება უფრო ფერადი და მრავალფეროვანი გახდება.

პროგრამის შემქმნელისგან...








რატომ პროგრამა "შენ საკმარისი ხარ?"

ჩემი ცხოვრება დღეს სრულიად განსხვავდება იმისგან, რაც ადრე იყო. საკუთარ თავს განვაკუთნებ ისეთ ადამიანთა რიცხვს, რომლებმაც თავად შექმნეს საკუთარი თავი და ცხოვრება. (ე.წ Self made person-ს) 

წლების წინ ვიყავი ერთი ჩვეულებრივი გოგონა, არაფრით განსაკუთრებული, შეუმჩნეველი, დაკომპლექსებული, დაბალი თვით-შეფასებით და ბევრი ეჭვით საკუთარ თავში, საკუთარ ღირებულებაში. მუდმივად ვადარებდი ჩემს თავს სხვებს. მეგონა სხვა ადამიანები ჩემზე უკეთესები იყვნენ, უფრო მნიშვნელოვნები, ისინი მეტს იმსახურებდნენ, ვიდრე მე. საკუთარი თავი არ მომწონდა, მეგონა არ ვიყავი საინტერესო, ლამაზი და მუდმივად სხვა ადამიანების თვალით ვუყურებდი და ვაფასებდი საკუთარ თავს. არ ვიცოდი საკუთარი თავის, პოზიციების და ინტერესების დაცვა. გულის სიღრმეში მქონდა ოცნებები, მაგრამ ეჭვი მეპარებოდა, რომ მათ ოდესმე ასრულებას შევძლებდი…

შემდეგ ჩემში მოხდა გარდატეხა. ერთ დღესაც მივხვდი, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა და ერთ-ერთმა ტრენინგმა ჩემი ცხოვრება სრულიად შეცვალა. აღმოვაჩინე ჩემს ფიქრებს რამხელა ძალა ჰქონიათ, მივხვდი, რომ თუ მიზნებს დავისახავდი, ჩემს ოცნებებში ვირწმუნებდი და ამისთვის ვიშრომებდი და ჩემს თავზე, ჩემს ცხოვრებაზე სრულ პასუხისმგებლობას ავიღებდი, ყველაფერი შეიცვლებოდა. მართლაც ასე მოხდა… დღეს უზომოდ მადლიერი ვარ ამ გადაწყვეტილების, რომელიც 2013 წელს მივიღე.

წარმოდგენაც კი არ მინდა, როგორ წარიმართებოდა ჩემი ცხოვრება, რომ არა ეს რადიკალური გადაწყვეტილება…

და, რა ხდება დღეს?

დღეს მჯერა ჩემი თავის, მომწონს და მიყვარს საკუთარი თავი, მჯერა ჩემი მომავლის, მიზნების, ოცნებების და ვხედავ ისინი მართლაც როგორ სრულდებიან ერთი მეორეს მიყოლებით. მაქვს საყვარელი პროფესია, რომლითაც ათასობით ადამიანს ვეხმარები ირწმუნონ საკუთარ თავში და მათაც შექმნან თავიანთი ოცნების ცხოვრება. მათი შედეგები შთამაგონებს და დიდ სტიმულს მაძლევს. გვერდით მყავს საყვარელი ადამიანი, საქმრო, რომელსაც ვუყვარვარ და სჯერა ჩემი, მგულშემატკივრობს. დაკავებული ვარ სპორტით, დავრბივარ. გასულ წელს 2 სრული მარათონი, 42 კმ ვირბინე და ახლაც ვემზადები მომდევნო მარათონისთვის 2020 წლის მარტში, ბარსელონაში. წინ ბევრი ოცნება და მასშტაბური მიზნებია… მათ უკვე ვახორციელებ, ვდგამ გაბედულ ნაბიჯებს და რასაც გონებაში წარმოვიდგენ, რეალობად ვაქცევ.

ჩემი ცხოვრება იდეალური არ არის, დღესაც მაქვს გამოწვევები, მაგრამ ვიცი როგორ გადავლახო, როგორ ვიპოვო ჩემში ძალა, საყრდენი და როგორ განვაგრძო გზა ოცნებებისკენ!

073A8576
DSC_9592
073A7586
073A7278
073A7728
073A7666
073A6658
_KIV6891
DCIM100GOPROG0022112.JPG
IMG_6905
IMG_2841
_KIV7100

ყველაფერი, რაც ჩამოვთვალე ოდესღაც ჩემთვის ოცნება იყო, მაგრამ ჯერ გონებაში წარმოვიდგინე, შემდეგ კი ბევრი ვიშრომე, რომ რეალობად ქცეულიყო.

სწორედ ამიტომ, პირველ რიგში ჩემი საკუთარი მაგალითიდან გამომდინარე ვიცი რამხელა ძალა აქვს საკუთარ თავზე მუშაობას, პიროვნული ზრდის ტრენინგებს, პროგრამებს და იმ ადამიანებთან უშუალოდ მუშაობას, რომლებმაც მიაღწიეს უკვე ის, რაზეც ჩვენ დღეს ვოცნებობთ. სწორედ ამ პროგრამის მეშვეობით მინდა დაგეხმარო ირწმუნო საკუთარ თავში, შენს ოცნებებში, მიზნებში, დაინახო შენი უნიკალურობა, დააფასო, მიიღო და შეიყვარო შენი თავი და შექმნა შენი ოცნების ცხოვრება. ამ პროცესში მინდა მხარი დაგიჭირო და გაგიზიარო ის ცოდნა, გამოცდილება, რაც მე თვითონ დამეხმარა ტრანსფორმაციაში.

ღრმად მჯერა, რომ თუ მე გამომივიდა, შენც გამოგივა და ჩვენ ერთად კიდევ უფრო მეტად გავალამაზებთ ამ სამყაროს და სხვა ადამიანებსაც ჩავუსახავთ იმედს, რომ მათაც შეუძლიათ თავიანთი ოცნების ცხოვრების შექმნა!

მაშ, ასე:

6 მოდული - 12 კვირა

და დაუვიწყარი შინაგანი მოგზაურობა, რომელიც შენს ცხოვრებაში რევოლუციას მოახდენს...

პროგრამის მოდულები:

  • მოდული 1. დაუვიწყარი მოგზაურობის დასაწყისი
  • მოდული 2. გამოღვიძება - საკუთარ თავთან დაბრუნება
  • მოდული 3. სასიცოცხლო ენერგიის მიღება მშობლებისგან
  • მოდული 4. სასიყვარულო ურთიერთობების მოგვარება
  • მოდული 5. თავდაჯერებული ურთიერთობის საიდუმლო
  • მოდული 6. შეჯამება და დაჯილდოება

თითოეული მოდული მოიცავს:

  • ლექციას;
  • უნიკალურ სავარჯიშოთა ნაკრებს;
  • მედიტაციებს;
  • შეკითხვების და პასუხების ტელეკლასს - ტელეკლასზე თინათინი პასუხობს მონაწილეების შეკითხვებს, რომლებიც მუშაობის დროს უჩნდებათ და მათ მხარს უჭერს მუშაობის პროცესში;
  • ჯგუფური ქოუჩინგის ტელეკლასს - ჯგუფური ქოუჩინგის ტელეკლასის დროს თინათინი მონაწილეებს ეხმარება ცხოვრებისეული გამოწვევების გადალახვაში, შემზღუდველი რწმუნებულებებისგან გათავისუფლებაში, საკუთარ თავში ახალი რესურსების პოვნაში. ზოგიერთ ტელეკლასზე თინათინი მონაწილეებს უნიკალურ ჯგუფურ სავარჯიშოებსაც სთავაზობს;
მოდული 1
მოდული 2
მოდული 3
მოდული 4
მოდული 5
მოდული 6

მოდული 1

დაუვიწყარი მოგზაურობის დასაწყისი
  • დეტალურად გაეცნობი პროგრამას, მუშაობის პრინციპებს და აიღებ წარმატებულ სტარტს;
  • გაეცნობი წარმატების მიღწევის ინსტრუმენტებს;
  • გაეცნობი წარმატების მიღწევის მთავარ პირნციპებს;
  • დაისახავ ახალ და ამბიციურ მიზნებს!
  • მიიღებ მეტ პრაქტიკულ ინფორმაციას ბაირონ ქეითის "სამუშაოს" შესახებ, როგორ გამოიყენო სწორად შენს ცხოვრებაში და როგორ გათავისუფლდე მისი დახმარებით სტრესული ფიქრებისგან და ისტორიებისგან;
  • მიიღებ სამუშაო რვეულს, რომელიც დაგეხმარება ეფექტურად მუშაობაში და შენი პროგრესის გაზომვაში;
  • დაიწყებ ამ ღრმა და დაუვიწყარ მოგზაურობას საკუთარ თავში;
  • გაიცნობ ახალ, საოცარ ადამიანებს, შეიძენ ახალ მეგობრებს და გეყოლება ახალი, მხარდამჭერი და პოზიტიური გარემოცვა!

მოდული 2

გამოღვიძება - საკუთარ თავთან დაბრუნება
  • ჩაგიტარდება თემატური ლექციები;
  • ჩაგიტარდება თინათინთან 3 "შეკითხვების და პასუხების" ტელეკლასი;
  • ჩაგიტარდება თინათინთან 3 ჯგუფური ქოუჩინგის ტელეკლასი;
  • აღმოაჩენ შენს უნიკალურ და ძლიერ მხარეებს;
  • იპოვი შენში ახალ რესურსებს;
  • ისწავლი საკუთარი თავის და შენი ნამდვილი სურვილების მოსმენას;
  • აპატიებ და გაათავისუფლებ საკუთარ თავს;
  • ისწავლი თვითკრიტიკული და შემზღუდველი აზრებისგან გათავისუფლებას;
  • შენში არსებული მცდარი სირცხვილის და დანაშაულის გრძნობას გააანალიზებ და მისგან გათავისუფლდები;
  • მიიღებ და შეიყვარებ შენს სხეულს;
  • საკუთარ თავს სრულიად სხვა თვალით დაინახავ;
  • მიიღებ და შეიყვარებ შენს თავს;
  • ისწავლი საკუთარი თავის დაფასებას;
  • შექმნი შენი მომდევნო 10 წლის ხედვას და გეგმას;

მოდული 3

სასიცოცხლო ენერგიის მიღება მშობლებისგან
  • ჩაგიტარდება თემატური ლექციები;
  • ჩაგიტარდება თინათინთან 2 "შეკითხვების და პასუხების" ტელეკლასი;​
  • ჩაგიტარდება თინათინთან 2 ჯგუფური ქოუჩინგის ტელეკლასი;​
  • იმუშავებ იმ წყენაზე, გულის ტკენაზე, იმედგაცრუებაზე, მიუღებლობაზე რაც დედის და მამის მიმართ გაქვს ან გქონია;
  • გააანალიზებ მშობლებთან დაკავშირებული ნეგატიური ემოციები როგორ გავლენას ახდენდა შენს ცხოვრებაზე, საკუთარი თავის სიყვარულზე, მიმღებლობაზე, პირად ცხოვრებაზე, თვითრეალიზებაზე და ისწავლი მათგან გათავისუფლებას;
  • აპატიებ მშობლებს;
  • მშობლებთან ჯანსაღ ურთიერთობას ჩამოაყალიბებ და მათ მიმართ მიმღებლობა და მადლიერების გრძნობა გაგიჩნდება;
  • ისწავლი მშობლებისგან სასიცოცხლო ენერგიის მიღებას;

მოდული 4

სასიყვარულო ურთიერთობების მოგვარება

  • ჩაგიტარდება თემატური ლექციები;
  • ჩაგიტარდება თინათინთან 3 "შეკითხვების და პასუხების" ტელეკლასი;​​
  • ჩაგიტარდება თინათინთან 3 ჯგუფური ქოუჩინგის ტელეკლასი;​​
  • იმუშავებ იმ წყენაზე, ბრაზზე, მიუღებლობაზე, იმედგაცრუებაზე, პროტესტზე, ტკივილზე, რაც პირად ცხოვრებაში, ბავშვობიდან დღემდე გქონია, შენს პარტნიორთან, შეყვარებულთან, მეუღლესთან ურთიერთობაში;
  • გააანალიზებ ეს განცდები როგორ გავლენას ახდენდა შენს ცხოვრებაზე, საკუთარი თავის სიყვარულზე, მიმღებლობაზე, თვით-შეფასებაზე, პირად ცხოვრებაზე და ისწავლი მათგან გათავისუფლებას;
  • საპირისპირო სქესთან დაკავშირებით შენში არსებულ ნეგატიურ ფიქრებს და წარმოდგენებს აღმოაჩენ და მათგან გათავიუფლდები;
  • აპატიებ მათ, ვინც გული გატკინეს, გაუშვებ მათ შენი ცხოვრებიდან და ადგილს გამოითავისუფლებ ახალი და სასურველი ურთიერთობებისთვის;
  • სასურველი პარტნიორის და ურთიერთობების ხატს შექმნი;
  • ისწავლი ჯანსაღი და ბედნიერი სასიყვარულო ურთიერთობების ჩამოყალიბებას;

მოდული 5

თავდაჯერებული ურთიერთობების საიდუმლო

  • ჩაგიტარდება თემატური ლექციები
  • ჩაგიტარდება თინათინთან 2 "შეკითხვების და პასუხების" ტელეკლასი;​​​
  • ჩაგიტარდება თინათინთან 2 ჯგუფური ქოუჩინგის ტელეკლასი;​​​
  • ისწავლი საკუთარი თავის თავისუფლად, ლაღად და თავდაჯერებულად გამოხატვას;
  • ისწავლი კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებას;
  • გათავისუფლდები იმ წყენისგან, ბრაზისგან თუ უსამართლობის შეგრძნებისგან, რაც ურთიერთობებში გქონდა და ხელს გიშლიდა;
  • გათავისუფლდები კრიტიკის შიშისგან;
  • ისწავლი "არა"-ს თქმას და საკუთარი საზღვრების დაცვას;
  • ისწავლი საკუთარი თავის დაფასებას სხვებთან ურთიერთობებში;
  • გათავისუფლდები მოთხოვნილებისგან, რომ სხვების მოსაწონი იყო და აღარ იდარდებ იმაზე, თუ "ხალხი რას იტყვის;"
  • ისწავლი შენი ცხოვრებით ცხოვრებას და ამის სხვებთანაც თავისუფლად გამოხატვას;
  • დაემშვიდოებები იმ კომპლექსებს, რაც ადამიანებთან ურთიერთობებში გქონდა;
  • დაიწყებ გულწრფელი და თავისუფალი ურთიერთობების დამყარებას ადამიანებთან;​

მოდული 6

შეჯამება და დაჯილდოება

  • ჩაგიტარდება შემაჯამებელი ლექცია;
  • ჩაგიტარდება თინათინთან 1 "შეკითხვების და პასუხების" შემაჯამებელი ტელეკლასი;​​​
  • ჩაგიტარდება თინათინთან 1 ჯგუფური ქოუჩინგის შემაჯამებელი ტელეკლასი;​​​
  • შეაჯამებ 90-დღიანი მუშაობის შეგედებს;
  • გაზომავ პროგრესს, გააცნობიერებ რა მიიღე, როგორ გაიზარდე, როგორ ტრანსფორმირდი, როგორი იყო შენი ცხოვრება პროგრამამდე და პროგრამის გავლის შემდეგ;
  • დააჯილდოვებ საკუთარ თავს იმ ტრანსფორმაციისთვის, რაც პროგრამაში განიცადე;
  • დასახავ პროგრამის შემდგომ ნაბიჯებს;
  • თინათინთან, კურატორებთან და პროგრამის მონაწილეებთან ერთად იზეიმებ მიღწეულ შედეგებს პროგრამის გამოსაშვებ საღამოზე;
  • ბედნიერი, ლაღი, მადლიერი და განახლებული ენერგიით გააგრძელებ ცხოვრებას;


და ეს ყველაფერი როდია!

  • გეყოლება ახალი გარემოცვა, თანამოაზრეთა გუნდი! მოხვდები გარემოში, სადაც მიიღებ უპირობო მხარდაჭერას, სიყვარულს, სითბოს, რწმენას და სადაც თითოეული ადამიანი მზად იქნება დაგეხმაროს და მხარი დაგიჭიროს! მოხვდები გარემოში, სადაც შეგიძლია გული გადაგვიშალო, გაგვიზიარო ის, რასაც ვერავის ეუბნები და აქ კონფიდენციალურობა 100%-ით იქნება დაცული, შესაბამისი მექანიზმებით. შენ მოხვდები ყველაზე სანდო და უსაფრთხო გარემოში. აქ მიიღებ სიყვარულს, რომელიც კურნავს!
  • მიიღებ სპეციალურ სამუშაო რვეულს, რომლის მეშვეობითაც შენი პროგრამაში მონაწილეობა გახდება უფრო ეფექტური, სახალისო და შედეგიანი;
  • საკუთარ თავზე გამოცდი საინტერესო და უნიკალურ სავარჯიშოებს, ტექნიკებს, რომლებიც შენთვის წლების განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნებში მოვაგროვე და თავად გამოვცადე მათი ძალა!
  • გეყოლება ყველაზე მხარდამჭერი კურატორები, რომლებმაც ეს გზა უკვე გაიარეს. ისინი იმუშავებენ შენთან და დაგეხმარებიან უფრო ტრანსფორმაციული იყოს შენი პროგრამაში მონაწილეობა;
  • გექნება შენი პირადი კაბინეტი, სადაც შენი პირადი სახელით და პაროლით ისარგებლებ და მიიღებ ლექციებს, დავალებებს, სავარჯიშოებს და სხვა საინტერესო სამუშაო მასალებს;





წარმოიდგინე...

წარმოიდგინე, რომ შენში იპოვე ძლიერი საყრდენი… წარმოიდგინე, რომ უსმენ საკუთარ თავს, შენს ჭეშმარიტ სურვილებს, მათ გამოხატავ და ხარ საკუთარ თავთან სრულ თანხმობაში…

წარმოიდგინე, რომ შენში გრძნობ სიმშვიდეს, სიმშვიდეს, რომელიც გატყობინებს, რომ სახლში ხარ, შინ, საკუთარ თავთან… გრძნობ, რომ შენ უკვე საკმარისი ხარ ისეთი, როგორიც ხარ, როგორიც დაიბადე… ხვდები, რომ შენ არ გჭირდება ახალი მიღწევები თუ შედეგები იმისთვის, რომ თავი მნიშვნელოვნად იგრძნო…

შენ აღარ გჭირდება სხვებისთვის შეიცვალო, მათ მოერგო, მათი მოსაწონი გახდე, რომ საკუთარი ღირებულება შეიგრძნო… შენ გრძნობ, რომ უკვე მნიშვნელოვანი ხარ, უკვე ღირებული ხარ, უკვე კარგი ხარ, უბრალოდ იმიტომ, რომ ხარ და არსებობ ამ ქვეყანაზე…

წარმოიდგინე, რომ ადამიანებთან ურთიერთობ ისე, რომ აღარ ცდილობ მათზე შთაბეჭდილება მოახდინო, აღარ თამაშობ, აღარ იძაბები, აღარ ნერვიულობ შენზე რას იფიქრებენ…

წარმოიდგინე, რომ ხარ სრულიად თავისუფალი, ლაღი, გულწრფელი, ბუნებრივი და სწორედ ასე – გულწრფელად ურთიერთობ სხვებთანაც… ამბობ “არა”-ს, როდესაც ამის საჭიროებას გრძნობ, იცავ პირად საზღვრებს და შენს თავს სათანადოდ სცემ პატივს…

წარმოიდგინე, რომ სასიყვარულო ურთიერთობებშიც ასეთი ლაღი ხარ, აღარ გეშინია საყვარელი ადამიანს დაკარგვის და ამის შიშით აღარ ცდილობ გადაკეთდე და მას მოერგო… პირიქით ხარ ის, ვინც ხარ, იღებ შენს თავს, გიყვარს და ამ შინაგანი მდგომარეობით ურთიერთობ მასთანაც…

წარმოიდგინე, რომ შენს ნამდვილ სურვილებს უსმენ, ახალი იდეები მოგდის, მათ კი მომენტალურად ახორციელებ და გრძნობ რომ ნაკადში ხარ… შენს ირგვლივ ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც მხარს გიჭერენ, რომლებსაც შენი სჯერათ და რომლებიც გეხმარებიან შენი ოცნებების ასრულებაში…

 

დიახ, შენ საკმარისი ხარ!

და ამ შინაგანი მდგომარეობით გაცილებით მეტი შეგიძლია შექმნა შენს ცხოვრებაში...

შენ იმსახურებ ყველაფერს საუკეთესოს და დაე ეს შენი რეალობაც გახდეს 2020 წლის 1 მაისიდან...

“ჩვენი ყველაზე დიდი შიში ის კი არ არის, რომ არასაკმარისნი ვართ, არამედ ის, რომ სინამდვილეში ჩვენ წარმოუდგენლად ძლიერები ვართ.

ეს ჩვენი შუქია და არა სიბნელე, რაც ყველაზე მეტად გვაშინებს.

საკუთარ თავს ვეკითხებით, რომ ვინ ვარ მე, რომ ვიყო ბრწყინვალე, საუცხოო, ნიჭიერი და არაჩვეულებრივი?
სინამდვილეში კი, ვინ ხარ, რომ არ იყო? ...
შენს ნაჭუჭში ყოფნა სამყაროს არაფერში ეხმარება.
არაფერი აღმატებული არ არის იმაში, რომ შეკვეცო შენი თავი, იმის შიშით გარშემომყოფებმა თავი დაუცველად რომ არ იგრძნონ.
ჩვენ იმისთვის დავიბადეთ, რომ გამოვამჟღავნოთ ის სიდიადე, რაც ჩვენშია.
და ეს მხოლოდ ზოგიერთ ჩვენგანში კი არა, თითოეულ ჩვენთაგანშია.
და, როგორც კი ჩვენ საკუთარ სინათლეს კაშკაშის საშუალებას ვაძლევთ, გაუცნობიერებლად სხვა ადამიანებსაც ნებას ვრთავთ იგივე გააკეთონ.
როგორც კი ჩვენივე შიშისგან ვთავისუფლდებით, ჩვენი არსებობა სხვებსაც ავტომატურად ათავისუფლებს.”
მერიან ვილიამსონი

რას ამბობენ თინათინის პროგრამების მონაწილეები?

Loading...

ნინო ძიძიგური

"საღამოა, ვწევარ ჩემს საძინებელში. ვფიქრობ ჩემს ყოფით პრობლემებზე და ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე. ამ დროს შემთხვევით ვაწყდები თინის ვიდეოს, სადაც თინი საუბრობს ფიქრებზე. “ახლა რომ მოაშოროთ ფიქრები წარსულსა და მომავალზე რას ხედავთ?” ვხედავ, ვწევარ ჩემს ოთახში, ჩემს მეუღლესთან ერთად, გვერდით ოთახში ბავშვები წვანან. ყველაფერი კარგადაა, მე კი ათასი ფიქრები მომდის თავში. თანაც ვერ ვისვენებ. ვხედავ რომ რეალობა ბევრად კეთილია ვიდრე ჩემი ფიქრები. და ამ დროს შემოდის ჩემში ნათელი სხივი, ვგრძნობ როგორ ვაცნობიერებ რას ნიშნავს “ახლა და ამჟამად ყოფნას” ვაცნობიერებ რომ არსებობს რაღაც რაც მე ჯერ არ ვიცი და ეს თინიმ იცის.

თინისთან ინდივიდუალური სესიები დაკავშირებულია უამრავ ემოციასთან: ტირილთან, სიცილთან, ტკივილთან, სიხარულთან და რაც მთვარია სიყავრულთან, სიყვარულის განცდასთან და მიღებასთან.

თინის პირველი პროგრამა “საკუთარ თავთან ჰარმონიაში” - გარდა იმისა რომ მე მეხმარება, ასევე მიღებული ცოდნით დახმარების ხელს ვუწვდი ჩემს შვილს და ვხვდები რომ უკეთ მინდა ვიცოდე თუ როგორ დავეხმარო სხვას. გავდივარ მეორე პროგრამას -

ბაირონ ქეითის „სამუშაო“ - პროფესიულად შესასწავლი პროგრამა. ჯგუფური დინამიკა, ენერგიების ცვლა, ვხვდები რომ მე არ ვარ მარტო ასეთი ფიქრებით, თითქმის ყველას ერთი და იგივე ფიქრები გვაწუხებს. შიგნით ყველაფერი ტრიალებს, თითქოს ანტისხეულები გამომეყოფა. თავიდან მგონია რომ მარტო მე მაქვს ეს შეგრძნებები, მაგრამ თურმე, ჯგუფის სხვა წევრებიც იმავეს განიცდიან. ამ დროს ჩამესმის თინის სიტყვები, “ენდე პროცესს, მიყევი ისე როგორც შეგიძლია. ყველაფერს თავისი დრო აქვს” “გიყვარდეს ის რაც არის”.

იმ დღიდან სამი წელი გავიდა და მე ვარ ადამიანი, ვისაც სიყვარული შეუძლია. სიყვარული საკუთარი თავის მიმართ. მე ვარ დღეს შიშველი ჩემი გულწრფელობით, ვარ გამჭვირვალე, ვაკეთებ და ვამბობ მხოლოდ იმას რაც მინდა. და როცა საკუთარ თავს იპოვი, პოულობ შენს საქმეს, ხვდები რისთვის ხარ ამ ქვეყნად მოვლენილი და მიყვები დინებას, ნაკადს რომელიც უკვე შენშია. ეს თითქოს სასწაულია, მაგრამ მე ამას სამყაროს მიზიდულობის კანონს დავარქმევდი. ერთი რამის თქმა შემიძლია: თუ ნახავთ ისეთ ადამიანს, ვინც ეს ნათელი სხივი შემოუშვა თქვენში, მიყევით, ენდეთ თქვენს საკუთარ ხმას... სადაც ხარ იქ ყოველთვის შეგიძლია დარჩე, მაგრამ შენ გაქვს არჩევანი: ნათელი ცხოვრება თუ... „შენ საკმარისი ხარ“

სრულად

მარიკა გაბელია

"როგორ შეიცვალა ჩემი ცხოვრება რადიკალურად თინის და მისი პროგრამების გავლენით, როგორ ვიღვიძებ დილით მსუბუქი ენერგიული როგორ დავანებე თავი ყველა მავნე ჩვევას და შევცვალე ჩემი დამოკიდებულება ჩემი სხეულის სულის მიმართ ასევე ირგვლივ მყოფების მიმართ როგორ ვიპოვე ჩემი მისია გავხდი უფრო მშვიდი თავდაჯერებული ამ ყველაფრის შესახებ მინდოდა მომეყოლა მაგრამ გადავიფიქრე რადგან მივხვდი რაც არ უნდა დავწერო ბანალური იქნება თანაც ვფიქრობ ის შედეგი თავად უნდა გამოსცადოთ, ძალიან ბევრ ადამიანს რომელიც ჩემთან მოდის კითხვით რა არის ბაირონ ქეითის "სამუშაო" მხოლოდ ერთ რამეს ვპასუხობ ეს უნდა გამოსცადოთ ისე ვერ აგიხსნით, ვერ გადმოვცემ თინისთან ურთიერთობის ამ პროგრამების ჯადოსნურ შედეგებს!

"სამუშაო" ნამდვილად ცვლის ცხოვრებას და ამაში თავად დარწმუნდებით საკმარისია მხოლოდ გაბედოთ, რომ ჩაუღრმავდეთ თქვენს თავს და იპოვოთ ამ სასწაულმოქმედი ინსტრუმენტით ყველა კითხვაზე პასუხი რაც კი ოდესმე გაგჩენიათ, "სამუშაოთი" იპოვით პასუხს ყველა კითხვაზე რა გამოძრავებთ, როგორ მიხვიდეთ თქვენი თავის საუკეთესო ვერსიამდე უმტკივნეულოდ სხვების აღიარების მოთხოვნილების, იმედგაცრუებების გარეშე, იყოთ ნაკადში სიმშვიდის და თქვენს თავში იპოვოთ ბედნიერების წყარო, გაბედეთ და გადადგით ნაბიჯი თქვენი თავისკენ და გჯეროდეთ...რომ..
შენ საკმარისი ხარ!"

სრულად

მაკა გორდელაძე

"სამი წლის წინ, კორპორატიულ ტრენინგებზე ძალიან საინტერესო მეთოდი გამოვცადე საკუთარ თავზე, ისეთი ძლიერი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი თანამშრომელი ვიჯექით ამ ტრენინგზე, რომლებსაც უამრავი ტრენინგები და მეთოდები გვქონდა გომცდილი საკუთარ თავზე, ეს მეთოდი ყველასთვის ერთნაირად საინტერესო და უცხო აღმოჩდა, ყველას უნდოდა საკუთარ თავზე გამოეცადა ის. არ გავდა დავით ჩიკვაიძის მიერ მანამდე შემოთავაზებულ გაყიდვების სტრატეგიებს, ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობდა პროცესი და მხოლოდ ოთხი კითხვა დაგვისვა თინიმ, რომელმაც ძალიან ბევრ რამეზე დამაფიქრა, დამანახა რა იყო სინამდვილეში სიმართლე და რა ჩემს გონებაში შექმნილი ილუზია, თითქოს რაღაც ძლიერი შუქი შემოიჭრა ჩემს გონებაში და ეს შუქი იყო ისეთი კაშკაშა, რომ მისმა ძალამ დამატყვევა, მე მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრება ვეღარასოდეს იქნებოდა ისეთი, როგორიც ადრე იყო, მივხვდი, რომ რაღაც ძალიან დიდის და მნიშვნელოვანს შევეხე, რომელიც კიდევ მინდოდა განმეცადა და სწორედ ეს იყო დასაწყისი!💗🙏🥰

ესე გავიცანი ჩემი უსაყვარლესი თინათინ ბასილაია, ძალიან თბილი, პოზიტიური და მეგობრული ადამიანი, რომელმაც შეცვალა ჩემი ცხოვრება, ჩემი გონება სრულიად გაანათა, უამრავი დაბრკოლება და წყენა მომაშორებინა, საოცრად ღრმა და ტრანსფორმაციული გზა გამოვიარე მის პროგრამაში, ეს ნამდვილად იყო საუკეთესო რაც ჩემი თავისთვის ოდესმე გამიკეთებია!

ჩემი ტრანსფორმაცაი, ყველა სფეროზე აისახა:

💗🙏🥰პირადი ურთიერთობა რომელშიც ადრე ბევრი დაბრკოლება იყო დღეს გახდა ძალიან ჰარმონიული და სწორედ ისეთი როგორზეც ყოველთვის ვოცნებობდი!

💗🙏🥰წამოვედი სამსახურიდან რომელიც არ მანიჭებდა ბედნიერებას და დღეს მაქვს ჩემი საყვარელი საქმე, ვარ ქოუჩი და ბაირო ქეითის ,,სამუშაოს’’ კონსულტანტი. ასევე უკვე ტრენერობაც დავიწყე და რამდენიმე დღეში ჩემი პირველი ონლაინ პროგრამის დებიუტია.

💗🙏🥰ასევე თინის ონლაინ პროგრამებში მისი ასისტენტი ვარ და ვეხმარები სხვა ადამიანებსაც, მიიღონ ჩემს მზგავსად ტრანსფორმაცია და საკუთარი ცხოვრებაც შეცვალონ უკეთესობისკენ!

💗🙏🥰 დღეს ჩემს ცხოვრებაში გამოჩდნენ მეგობრები რომლებზეც ყოველთვის ვოცნებობდი, ჩემი მზგავსი ადამიანები, ვინც მუშაობს საუკუთარ თავზე და ვითარდება, მათ გვერდით ყოფნა შთამაგონებელი და მამოტივირებელია!

💗🙏🥰 დღეს შემიძლია ვთქვა რომ ცხოვრება მშვენიერია და მე მიყვარს ჩემი ცხოვრებას მას შემდეგ რაც თინი და ბაირონ ქეითის ,,სამუშაოს’’ მეთოდი გავიცანი. 💗🙏🥰"

სრულად

ნინო ფეიქრიშვილი

"როცა პირველად პიროვნული ზრდით დავინტერესი, ეს იყო 3 წლის წინ, ყოველდღიურ ძიებაში ვიყავი, ვეძებდი ადამიანებს ვისგანაც მოვისმენდი და გავიგებდი რამე ახალს. თინის ლაივის მოსმინის შემდეგ განცდა მქონდა რომ ისეთი ადამიანი ვნახე ვინც რაღაც ძალიან მაგარს ასწავლიდა თუმცა რა იყო ეს ან როგორ მუშაობდა არ ვიცოდი.. მხოლოდ ვგრძნობდი..

მის პირველივე პროგრამაში ჩავერთე და შედეგმაც არ დააყოვნა.. შემეცვალა აზროვნება, დავიწყე ადამიანების გაგება, დავიწყე ჩემი თავის მოსმენა, მანამდე საკუთარი თავის მნიშვნელოვნობა საერთოდ არ იყო ჩემს აღქმაში. მე გავიზარდე წარმოდგენით რომ სხვისი აზრი ძალიან მნიშვნელოვანი იყო.. ვცხოვრობდი სხვისთვის, სხვისი აზრისთვის და საშინლად ვიტანჯებოდი.. ჩემი თავის მოსმენით კი გამიმარტივდა ურთიერთობა სხვებთან.. მივხვდი რომ აქამდე არასწორად ვმოქმედებდი. "სამუშაოს" საშუალებით გავხდი უფრო ბუნებრივი, უფრო მხიარული, ლაღი, სახეზე გულწრფელი სიხარული და ბედნიერება მეწერა, გავხდი პირდაპირი,ყველა ადამიანი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახდა , რადგან მათი საშუალებით ვგებულობდი რა საკითზე მქონდა სამუშაო, ისინი ჩემი სარკეები გახდნენ. ეს იყო პასუხი თუ ადამიანები რატომ აკეთებენ იმას რასაც აკეთებენ..

თინისთან ურთიერთობა დღესასწაულს გავს, მისი გაბრწყინებული თვალები, საოცარი მიზანდასახულობა, მისი პროფესიონალიზმი და ყველას მიმართ სიყვარული ყველაფრის შემძლეა.

ჩემი ცხოვრება გაანათა, გააფერადა და ისე გაალამაზა რომ ყოველდღიური ცხოვრებით დავიწყე ტკბობა.

"სამუშაო" უბრალოდ საოცრებაა.. მხოლოდ ამის საკუთარ თავზე გამოცდის მერე მიხვდება თითოეული რამდენად დიდია მისი შესაძლებლობები.."

სრულად

მარიამ შარიქაძე

"სამყარო იმაზე მეტად კეთილია, ვიდრე ის ისტორია, რასაც მასზე ჰყვები" ბაირონ ქეთის ეს სიტყვები რომ ადრე მცოდნოდა, ალბათ ბევრ ტკივილს და იმედგაცრუებას ავირიდებდი... მაგრამ ახლა, როცა აქ ვარ, ნამდვილად მიყვარს, ის რაც იყო.❤❤❤
ზუსტად მახსოვს ჩემი თავი დასაწყისში.

თინისთან მუშაობამდე და მის შედეგ.🌊🌊🌊 დიახ! ასე შემიძლია დავასათაურო ჩემი ცხოვრების ბოლო 3 წელი.

ჩემი ფიქრები, სამყაროს აღქმა, ფიქრები საკუთარი თავის და ადამიანების შესახებ, აბსოლუტურად სასიკეთოდ, ჩემთვის სასარგებლოდ შეიცვალა და ფეხდაფეხ მიჰყვა ჩემი ცხოვრებაც.!!!🌈🌈🌈💚💚💚💖💖💖💖🙏🙏🙏🙏💫💫💫💫💫💫💝💝💝💝💝💝

თინისთან სწავლებამ და მუშაობამ ჩემს ცხოვრება სწორ რელსებზე დააბრუნა. მე კი საკუთარ თავთან.☝☝☝✊✊✊🎯🎯🎯🎯🎯

ადრე ყოველთვის მეშინოდა ისეთი სიტუაციების, რომლის გაკონტროლებაც არ შემეძლო.
ვიყავი სხვა ადამიანად ქცეული, რომ სხვებისთვის მისაღები და მოსაწონი ვყოფილიყავი და ეს შინაგანად მანგრევდა.

ადრე მქონდა ძალიან დიდი მიჯაჭვულობა ცალმხრივად შეყვარებულ ადამიანზე ..💔💔❌❌

ადრე მჯეროდა რომ საბოლოოდ დავმარცხდი
მჯეროდა, რომ წლობით უხასიათო განწყობიდან ვეღარასოდეს გამივიდოდი.
მჯეროდა, რომ რაკი სიყვარულის შესახებ ოცნება არ ამისრულდა, სხვა ოცნებიც აზრს კარგავდა,
რომ არ გამიმართლა, რომ ასეთი დავიბადე როგორიც ვყავი და ა.შ.
შემოანათა თინიმ ჩემს ცხოვრებაში, ხელი ჩამჭიდა და ყველაზე საინტერესო მოგზაურობაში წამიყვანა, სადაც საკუთარი თავი ვიპოვე.✨✨✨✨✨✨✨✨✨✨✨✨✨✨✨✨✨✨✨🎉🎉🎉🎉🎉💃💃💃💃💃💃💃💃🌺🌺🌺🌺🌺🌺🌺🌺✨✨✨✨✨✨💕💕💕💕💕😍😍😍😍😍😍

გულგატეხილი მარიამი თინიმ გულში ჩაიკრა და მასწავლა როგორ და გზებით შემეძლო ამ მდგომარეობიდან გამოვსულიყავი, გავძლიერებულიყავი, მასწავლა და დამეხმარა დამებრუნებინა ცხოვრების ხალისი, დამეხმარა ახლიდან დავბადებულიყავი.
დაეხმარა ვყიფილიყავი ის ყოველთვის მინდოდა!!! 😎😎😍😍😍😍😍😍😍💖💖💖💖💖💖და იყო ის ვინც ხარ და გრძნობდე, რომ უკვე საკმარისად კარგი ხარ, ეს დიდი ტრანსფორმაცია და შედეგია ადამიანის აზროვნებაში.

ამ აზროვნებამ, თინისთან პროგრამებში სწავლამ, მუშობამ, მასთან მეგობრომამ ისე გამზარდა, ისე წამომაყენა ფეხზე რომ ერთ დღესაც თინის ერთ-ერთ პროგრამაში კურატორი ვიყავი და ჩემს გამოცდილებას და ცოდნას, უკვე სხვა ადამიანებს ვუზიარებდი და ვეხმარებოდის "სამუშაო" ინსტრუმენტით.😍😍😍😍😍 ამ დროს სრულად სავსე, მოტივირებული და რესურსული ვიყავი და ეს გამოცდილება არასოდეს დამავიწყდება!💗💗💗💗💗💗💗💗დიდი მადლობა მას, რომ მაშინ ამის შესაძლებლობა მომცა!🙏🙏🙏🙏🙏🙏❤❤❤❤

თინი არა მხოლოდ ძლიერი პროფესიონალია ფსიქოლოგიასა და ქოუჩინგში, არამედ ის ნამდვილად ტრანსფორმაციული ლიდერია. თინი ასევე დამეხმარა მეპოვა საკუთარ თავში ძალა და ერთ დღესაც საჯაროდ დამეწერა და გამეზიარებინა ბაირონ ქეითის "სამუშაო" ადამიანებისთვის და მემუშავა სრულიად უცხო ადამიანებთან "სამუშაო" ინსტრუნენტით. ამ ნაბიჯის გადადგმა არ იყო მარტივი, მაგრამ თინიმ ჩემში რესურსულობა დამანახა და დამხმარა ჩემი მიზანი ცხადად დამენახა. ძალიან ვამაყობ ჩემი გადადგმული ნაბიჯით.✊✊✊✊🎯🎯🎯🎯🎯🙏🙏🙏🙏❤❤❤❤

და ზუსტად ვიცი, რომ არა თინისთან სწავლა, რომ არა მისი პროგრამები, რომ არა ის შანსები, რაც მან მომცა, მე დღეს ასეთ მაღალ ვიბრაციებზე ნამდვილად ვერ ვიქნებოდი.
თინისთან ურთიერთობის და ზოგადად მის პროგრამაში ჩართვის დროს ხვდები, რომ სწორ დროს სწორ ადგილას აღმოჩნდი და ეს არის ის საწყისი მომენტი, როცა წინ დიდი ცვლილებები გელოდება.✈✈✈⚡⚡⚡⚡✨✨✨✨✨✨✨✨🎉🎉🎉🎉🎉🎉♥♥♥♥💫💫💫💫💫✊✊✊🏃🏃🏃🎯🎯🎯🎯🎯🔝🔝🔝🔝🔝✅✅✅✅✅🌈🌈🌈🌈🌎🌎🌎🌍🌍🌍😎😎😎😍😍😍
თინი სულ ამბობს ხოლმე - "ეს მხოლოდ დასაწყისია!" ვგიჟდები ამ სიტყვებზე✨✨✨✨💕💕💕💕

თინისსთან მუშაობისას ჩვეულებრივი, ყოფითი ცხოვრებიდან - ჯადოსნურ რეალობაში აღმოჩნდებით. ეს ისეთი გრძნობაა რომ სიტყვებით ზუსტად ვერ აღწერ, უბრალოდ ვისურვებდი ყველას საკუთარ თავზე გამოგეცადოთ! ❤❤❤💖💖💖✨✨✨✨გჯეროდეთ, თქვენ საუკთესოს იმსახურებთ!⭐⭐⭐⭐💜💜💜💜💖💖💖

მიყვარხარ თინი!❤❤❤ და გისურვებ რომ ასი წელი ანათო და იბრჭყვიალო ასე!!! მთელი სამყაროს სასიკეთოდ!🌍🌍🌍🌍🌍🌍💗💗💗💗💗 😍😍😍😍😍😍😍😍😍⭐⭐⭐⭐⭐🌊🌊🌊🌊"

სრულად

ქეთი ქოქაშვილი

"მადლიერი ვარ იმ დღის ,როცა ჩემი ცხოვრება შენ დაგიკავშირე. გავთავისუფლდი უამრავი შეზღუდული რწმუნებულებებისგან საკუთარ თავზე. გავაცნობიერე რომ, მთელი ცხოვრება სხვის საქმეში ვცხოვრობდი და საკუთარ საქმეში არ ვიმყოფებოდი. არ ვიცოდი არას თქმა, ვფიქრობდი სხვები რას იფიქრებდნენ და საკუთარი თავი უკან მყავდა დაწეული. გავხდი მეტად თავდაჯერებული, მოტივირებული, ენერგიული, მიზანდასახული, ავიღე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, საკუთარ ცხოვრებაზე. ვისწავლე ფიქრების მართვა, ვისწავლე ჩვენი ფიქრები რომ მატერიალიზდება ჩვენში. დავინახე საკუთარ თავში უამრავი რესურსი. გავხდი პოზიტიური. გავაცნობიერე რომ ბედნიერება თავად ჩვენშია და არ უნდა ვეძებოთ ჩვენს გარეთ. პირველ რიგში არავინ არ გვტკენს გულს, ეს ჩვენ ვართ, რომელიც თავად საკუთარ თავს ვტკენთ გულს. ადამიანები ჩვენი სარკეები რომ არიან, ჩვენს ფიქრებს ისინი რომ გვიჟღერებენ თავისი მოქმედებებით. მაქვს, კარგი ურთიერთობა ოჯახის წევრებთან. მაქვს ჯანსაღი პირადი ურთიერთობა, ისეთი მამაკაცი გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, როგორზეც ვოცნებობდი. აღმოვაჩინე პროგრამაში რა არის ჩემი მისია. აღმოვაჩინე საყვარელი საქმე, რომელიც ძალიან მიყვარს. გავაცნობიერე ჩემი ფიქრების გამიჯვნა ჩემგან, რომ მე უფრო მეტი ვარ, ვიდრე, ჩემს შესახებ ფიქრები და წარმოდგენები. ვიღებ სიტუაციებს რაც ხდება ჩემს ცხოვრებაში და არ ვეწინააღმდეგები. ვისწავლე რაც უფრო მეტად ეწინააღმდეგები ის უფრო მეტად მძაფრდება ჩვენში. რასაც მივდევთ ის გაგვირბის. რასაც ვეწინააღმდეგებით მძაფრდება ჩვენში. დღეს მე ვარ ჰარმონიულად საკუთარ თავთან. ეს არის საოცარი განცდა, როცა საკუთარ თავთან იმყოფები.

თინათინ ბასილაია შენ ხარ საოცარი ადამიანი, რომელსაც სინათლის სხივი შეაქვს ადამიანების ცხოვრებაში. შენი საქმის უბადლო მცოდნე.

შენთან მუშაობის შედეგად საკუთარ თავში აღმოვაჩინე ჩემი მისია ამ სამყაროში.ჩემი მისიაა ადამიანების დახმარება, ცხოვრება რომ შეცვალონ უკეთესობისაკენ. მაბედნიერებს როცა ვხედავ, როგორ იცვლება ადამიანების ცხოვრება უკეთესობისაკენ.
შენს პროგრამაში აღმოვაჩინე საყვარელი საქმე, რომელსაც ვაკეთებ. ადამიანებს ვეხმარები ცხოვრება რომ შეცვალონ უკეთესობისაკენ. ეს მე მაბედნიერებს.

თინი მიყვარხარ და მიხარიხარ. უდიდეს წარმატებებს გისურვებ შენს პროფესიაში.

გავთავისუფლდი მსხვერპლის როლისგან, გავაცნობიერე რომ ყველაფერი საჭირო დროს, საჭირო მომენტში ხდება ჩვენთვის. დავინახე ყოველთვის იმდენი ფული გვაქვს, რამდენისთვისაც ვართ მზად.

გავხდი მეტად მადლიერი. ნეგატივშიც კი ვხედავ პოზიტივს. ჩემი აზროვნება შეიცვალა უკეთესობისაკენ. ჩვენი ფიქრებით და წარმოდგენებით ვქმნით ჩვენს სასურველ ცხოვრებას.

რაც მთავარია მაქვს ხელში ჯადოსნური ინსტრუმენტი: ბაირონ ქეითის სამუშაო, რომელიც გვეხმარება როგორ გავთავისუფლდეთ ნეგატიური ფიქრებისგან და წარმოდგენებისგან საკუთარ თავზე."

სრულად

1 2 Next »

ვინ იცის, იქნებ სწორედ შენი ისტორია იყოს შემდეგი?..





ჩაერთე დღესვე პროგრამის პირველ ნაკადში და ისარგებლე განახევრებული ფასებით!






აირჩიე შენთვის სასურველი პაკეტი

საწყისი

₾1000
₾ 495 / 1 მაისამდე
  • 6 მოდულთან წვდომა 3 თვის განმავლობაში;
  • 12+ ლექციასთან წვდომა 3 თვის განმავლობაში;
  • 12 შეკითხვების და პასუხების ტელეკლასი თინათინთან;
  • შეკითხვების გაგზავნა თინათინთან 3 თვის განმავლობაში;
  • 12 ჯგუფური ქოუჩინგის ტელეკლასთან წვდომა;
  • სამუშაო მასალებთან წვდომა 3 თვის განმავლობაში;
  • პროგრამის დახურულ ჯგუფთან წვდომა 3 თვის განმავლობაში;
  • პირად კაბინეტთან წვდომა 3 თვის განმავლობაში;
  • კურატორების მხარდაჭერა 3 თვის განმავლობაში;
  • პროგრამის სამუშაო რვეული;
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
რეგისტრაცია
* შესაძლებელია ეტაპობრივი გადახდაც
50%

სტანდარტული

₾1600
₾ 798 / 1 მაისამდე
  • 6 მოდულთან წვდომა 12 თვის განმავლობაში;​
  • 12+ ლექციასთან წვდომა 12 თვის განმავლობაში;​
  • 12 შეკითხვების და პასუხების ტელეკლასი თინათინთან;​
  • შეკითხვების გაგზავნა თინათინთან 3 თვის განმავლობაში;​
  • 12 ჯგუფური ქოუჩინგის ტელეკლასში უშუალო მონაწილეობის მიღება და თინათინთან პირადად მუშაობა;
  • სამუშაო მასალებთან წვდომა 12 თვის განმავლობაში;​
  • პროგრამის დახურულ ჯგუფთან უვადო წვდომა;
  • პირად კაბინეტთან წვდომა 12 თვის განმავლობაში;​
  • კურატორების მხარდაჭერა 3 თვის განმავლობაში;​
  • პროგრამის სამუშაო რვეული;​
  • + ბონუსი: 12+ ლექცია პროგრამიდან "საკუთარ თავთან ჰარმონიაში"
  • + ბონუსი: ტელეკლასების ჩანაწერები პროგრამიდან "საკუთარ თავთან ჰარმონიაში"
  • 20%-იანი ფასდაკლება თინათინთან ინდივიდუალურ სესიაზე 3 თვის განმავლობაში;
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
რეგისტრაცია
* შესაძლებელია ეტაპობრივი გადახდაც
50%

ექსკლუზიური

₾3000
₾ 1597 / 1 მაისამდე
  • 6 მოდულთან წვდომა ულიმიტოდ'
  • 12+ ლექციასთან წვდომა ულიმიტოდ;
  • 12 შეკითხვების და პასუხების ტელეკლასი თინათინთან;​​
  • შეკითხვების გაგზავნა თინათინთან 3 თვის განმავლობაში;​​
  • 12 ჯგუფური ქოუჩინგის ტელეკლასში უშუალო მონაწილეობის მიღება და თინათინთან პირადად მუშაობა;​
  • პროგრამის დახურულ ჯგუფთან წვდომა ულიმიტოდ;
  • პირად კაბინეტთან წვდომა ულიმიტოდ;
  • კურატორების მხარდაჭერა 3 თვის განმავლობაში;​​
  • პროგრამის სამუშაო რვეული;​​
  • 3 ორ-საათიანი ინდივიდუალური სესია თინათინთან 3 თვის განმავლობაში;
  • დავალებების შემოწმება უშუალოდ თინათინისგან;
  • + ბონუსი: 12+ ლექცია პროგრამიდან "საკუთარ თავთან ჰარმონიაში"​
  • + ბონუსი: ტელეკლასების ჩანაწერები პროგრამიდან "საკუთარ თავთან ჰარმონიაში"​
  • 30%-იანი ფასდაკლება თინათინთან მომდევნო ინდივიდუალურ სესიებზე 3 თვის განმავლობაში;​
რეგისტრაცია
* შესაძლებელია ეტაპობრივი გადახდაც
50%
თანხის დაბრუნების 100%-იანი გარანტია.

ჩვენ ვიცით, რომ ახალ პროგრამაში ჩართვამ შეიძლება თავიდან ცოტა აგაღელვოს – განსაკუთრებით მაშინ, თუ აქამდე სხვა პროგრამებშიც მიგიღია მონაწილეობა და სასურველი შედეგი არ დამდგარა… ჩვენ გვჯერა პროგრამის – “შენ საკმარისი ხარ!” და რომ მას ნამდვილად შეუძლია რევოლუციის მოხდენა შენს ცხოვრებაში… სწორედ ამიტომ ჩვენ გთავაზობთ 1 კვირიან, ყოველგვარი რისკ-გარეშე თანხის უკან დაბრუნების პირობას.

თუ შენ აქტიურად ჩაერთვები პირველ კვირაში, შეასრულებ ყველა დავალებას, დასეწრები ტელე-კლასებს და მაინც მიხვდები, რომ ეს პროგრამა შენთვის არ არის, ჩვენ შენ მიერ გადახდილ თანხას უკან დაგიბრუნებთ.

ჩვენ ღრმად გვჯერა ამ პროგრამის. ჩვენ ვაკვირდებით როგორ იცვლება რადიკალურად ადამიანების ცხოვრება თინათინის პროგრამების გავლის შემდეგ და ჩვენ ვიცით, რომ ეს შენ შემთხვევაშიც ასე მოხდება.

სცადე ეს პროგრამა 1 კვირით…

"თუ გინდა, რომ გქონდეს ის, რაც აქამდე არ გქონია, უნდა გააკეთო ის, რაც აქამდე არ გაგიკეთებია..."

  • დარეგისტრირდი ახლავე და ხელიდან არ გაუშვა შანსი მოხვდე პროგრამის პირველ ნაკადში და ისარგებლო ყველაზე მომგებიანი პირობებით!
რეგისტრაცია

ხშირად დასმული შეკითხვები

როგორ ხდება პროგრამაში დარეგისტრირება?

მას შემდეგ, რაც შეავსებთ რეგისტრაციის ფორმას და გადაიხდით პროგრამის საფასურს – თქვენ უკვე ჩართული იქნებით პროგრამაში. მეილზე მიიღებთ პროგრამისთვის მოსამზადებელ ინსტრუქციებს, საინტერესო მასალებს და რეკომენდაციებს.

1 აპრილს, დილის 10 სთ–ზე თინათინი დაგამატებთ პროგრამის დახურულ ჯგუფში და პროგრამა დაიწყება.

საზღვარგარეთ ვიმყოფები, როგორ შემიძლია პროგრამაში მონაწილეობა მივიღო?

პროგრამა ონლაინ–ფორმატში მიმდინარეობს, ეს კი ნიშნავს, რომ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეგიძლიათ ჩაერთოთ.

რამდენად არის პროგრამაში კონფიდენციალურობა დაცული?

პროგრამაში კონფიდენციალურობის დაცვას თინათინი დიდ ყურადღებას აქცევს. რაც ხდება პროგრამაში, რჩება პროგრამაში.

თინათინსი სპეციალური მექანიზმებით მკაცრად იცავს მონაწილეების მიერ გაზიარებული ინფორმაციის კონფიდენციალურობას.

მიჭირს ჩემს პრობლემებზე საუბარი სხვა ადამიანების თანდასწრებით. რას მირჩევთ?

ჩვენ ყველა სიტუაცია გვაქვს გათვალისწინებული. პროგრამაში კონფიდენციალურობა დაცულია. აგრეთვე თინათინი ჯგუფში ქმნის დაცულ და მეგობრულ გარემოს, სადაც ყველა მონაწილე ერთმანეთს მხარს უჭერს. პროგრამაში შესაძლებელია აგრეთვე ანონიმურობის დაცვით ჩართვა.

როგორ მიმდინარეობს პროგრამა?

თითოეული მოდული მოიცავს ლექციებს, სხვადასხვა სავარჯიშოებს, მედიტაციებს, შეკითხვების და პასუხების და ჯგუფური ქოუჩინგის ტელეკლასებს.

ყოველი კვირის დასაწყისში ჯგუფში იდება შესაბამისი კვირის განრიგი.

მოდულის შესაბამის ლექცია ქვეყნდება თქვენს პირად კაბინეტში. ყოველ ლექციას მოყვება დავალებები და სავარჯიშოები, რომლებსაც დამოუკიდებლად ასრულებთ და შემდეგ ჯგუფში აქვეყნებთ.

კურატორები თქვენს დავალებებს ამოწმებენ და თქვენს შეკითხვებს პასუხობენ.

კვირაში 2 ტელეკლასი ტარდება. ერთი შეკითხვების და პასუხების ტელეკლასი, მეორე ჯგუფური ქოუჩინგის ტელეკლასი. თითოეული მათგანი გრძელდება 1-2 სთ–ის განმავლობაში.

შეკითხვების და პასუხების ტელეკლასზე შესაძლებლობა გეძლევათ თინათინს შეკითხვები დაუსვათ და თქვენი მუშაობის პროცესი უფრო ეფექტური და შედეგიანი გახადოთ.

ჯგუფური ქოუჩინგის ტელეკლასზე “სტანდარტული” და “ექსკლუზიური” პაკეტის მფლობელებს შეუძლიათ გაუგზავნონ თინათინს თავიანთი საკითხი, რაზეც მუშაობა სურთ და თინათინი მათთან პირადად მუშაობს ჯგუფურ ფორმატში.

პროგრამას აქვს დახურული Facebook ჯგუფი, სადაც ყოველდღიურად პროგრამის მონაწილეები ფოსტავენ თავიანთ გაცნობიერებებს, შესრულებულ დავალებებს, მიმდინარეობს გულახდილი და საინტერესო დისკუსიები, რასაც თინათინი და მისი გუნდი მხარს უჭერს.

ტელეკლასები რომელ საათებში ტარდება?

ტელეკლასები ყოველ კვირას სხვადასხვა დროს ტარდება, რაც უკავშირდება თინათინის გრაფიკის ხშირ ცვლილებას (სემინარები, ტრენინგები, მარათონები, მოგზაურობა და ა.შ.)

ტელეკლასები ტარდება სამუშაო დღეების შემთხვევაში – დღის მეორე ნახევარში, 7 სთ–ის შემდეგ.

შაბათ–კვირის შემთხვევაში – დღის პირველ ნახევარში.

თუ რომელიმე ტელეკლასს ვერ დავესწრები?

თინათინი რეკომენდაციას უწევს, რომ თითოეულ ტელეკლასს დაესწროთ, მასში აქტიურად მიიღოთ მონაწილეობა, რომ პროგრამიდან მაქსიმალური შედეგი მიიღოთ. იმ შემთხვევაში თუ მოგიწევთ ტელეკლასის გაცდენა, ტელეკლასის ჩანაწერი კეთება და მისი ჩატარებიდან მომდევნო 24 სთ–ის განმავლობაში პირად კაბინეტში ქვეყნდება. იქ შეგიძლიათ მოუსმინოთ ტელეკლასის ჩანაწერს.

შესაძლებელია მონაწილეობის პაკეტის შეცვლა შეძენის შემდეგ?

თუ გრძნობთ, რომ პროგრამისგან და თინათინისგან კიდევ უფრო მეტის მიღება გსურთ შესაძლებელია “საწყისი” პაკეტიდან გადახვიდეთ “სტანდარტულ” ან “ექსკლუზიურ პაკეტზე” ასევე, “სტანდარტული” პაკეტიდან “ექსკლუზიურ” პაკეტზე.

ამისთვის საჭიროა დარჩენილი თანხის დამატება და მონაწილეობის პაკეტის ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ პირველი თვის განმავლობაში.

თუ ტელეკლასებამდე მიჩნდება შეკითხვები, ვის უნდა მივმართო?

თინათინი მონაწილეებთან მხოლოდ უშალოდ ტელეკლასების დროს მუშაობს. დანარჩენი დროის განმავლობაში თქვენს შეკითხვებს პროგრამის კურატორები პასუხობენ და ისინი გეხმარებიან მუშაობის პროცესში.

რეგისტრაცია

თინათინ
ბასილაია

Facebook Instagram Youtube
  • მთავარი
  • თინათინის შესახებ
  • ბლოგი
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი

Copyright © All Rights Reserved.

Created by LandingPay.Ge