მოდული 1
მბრწყინავი მე
ამ მოდულში თქვენს ბრჭყვიალა და მბრწყინავ არსს გამოაღვიძებთ.
გექნებათ 100%-იანი ცხადი ხედვა, როგორი ხართ მბრწყინავი და ბრჭყვიალა, როგორია თქვენი ცხოვრება როდესაც შიგნიდან ანათებთ.
საკუთარ თავში იპოვით ახალ ძალებს და რესურსებს, თუ როგორ იბრწყინოთ შიგნიდან. ხელში გექნებათ თქვენივე ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილი გეგმა მბრწყინავ “მე”-დ გარდასაქმნელად.
სხვადასხვა სავარჯიშოებს შეასრულებთ იმისთვის, რომ თქვენში მბრწყინავმა “მე”-მ კიდევ უფრო მეტად გამოიღვიძოს და გამოანათოს.
დაეუფლებით ინსტრუმენტს, რომლის დახმარებითაც გათავისუფლდებით ზედმეტი, ხელისშემშლელი ფიქრებისგან და აზრებისგან, შეხედულებებისგან, რომელიც თქვენში ბრწყინვალებას აქრობს, გთრგუნავთ, ენერგიას გართმევთ და შედეგად
შეძლებთ საკუთარი თავის პოვნას და ზედმეტისგან გათავისუფლებას.
მოდული 2
ენერგიის მიღება დედისგან
იმისთვის, რომ ბედნიერი ქალი იყოთ და საკუთარი ქალური ბუნება, საკუთარი თავი სრულად მიიღოთ და გიყვარდეთ, აუცილებელია დედასთან ჰარმონიული ურთიერთობა და დედის სრულად მიღება.
ამ მოდულში გათავისუფლდებით იმ შინაგანი თუ გარეგანი კონფლიქტისგან, რომელიც დედასთან ურთიერთობაში გაქვთ და საკუთარ თავს და დედას უფრო მეტად მიიღებთ.
გათავისუფლდებით იმ წყენისგან, იმდგაცრუებისგან, ბრაზისგან და ა.შ. რომელიც დედასთან მიმართებით გაქვთ.
შედეგად კი თქვენში გამოთავისუფლდება ძალიან დიდი ენერგია, დედასთან ურთიერთობა უფრო სასიამოვნო გახდება და თქვენში ჰარმონია დაისადგურებს, რომელიც თქვენი თვალებიდან გამოაბრწყინებს.
მოდული 3
ენერგიის მიღება მამისგან
იმისთვის, რომ შიგნიდან იბრწყინოთ, იმისთვის, რომ ბედნიერი პირადი ცხოვრება და საყვარელ ადამიანთან ჯანსაღი ურთიერთობა ააწყოთ, აუცილებელია ჰარმონიული ურთიერთობა მამასთან და მისი მიმღებლობა.
თუ მამასთან ჰარმონიული ურთიერთობა არ გვაქვს და ის მიღებული არ გვყავს, პირად ცხოვრებაში პრობლემები გვექმნება. გარდა ამისა გვიჭირს კარიერაში წინსვლა და თვითრეალიზება.
ამ მოდულში გათავისუფლდებით იმ კონფლიქტისგან, რომელიც შიგნით მამასთან მიმართებით გაქვთ, აპატიებთ მამას და გათავისუფლდებით იმ წყენისგან, გულისტკივილისგან, იმედგაცრუებისგან, რაც მამასთან დაკავშირებით შეიძლება გქონდეთ და მამასთან ჰარმონიულ ურთიერთობას დაიბრუნებთ. გამოითავისუფლებთ ძალიან დიდ ენერგიას, რომელსაც ჯანსაღი და მბრწყინავი ცხოვრების შექმნისკენ მიმართავთ.
მოდული 4
ენერგიის დაბრუნება ძველი და არაჯანაღი ურთიერთობებისგან
იმისთვის, რომ შიგნიდან ვიბრწყინოთ, წინ წავიდეთ, შიგნიდან თავი ჰარმონიულად, თავისუფლად ვიგრძნოთ, აუცილებელია გავთავისუფლდეთ ძველი ურთიერთობებისგან, წყენისგან, იმედგაცრუებისგან, ბრაზისგან, გულის ტკივილისგან.
ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
პირადად მე, მანამ სანამ სრულად არ გავთავისუფლდი ძველი ურთიერთობებისგან, ვერ შევძელი ჩემს ცხოვრებაში ახალი და ჯანსაღი ურთიერთობების შექმნა.
ამ მოდულში აპატიებთ და გაუშვებთ იმ ადამიანებს, რომლებიც თქვენს პირად ცხოვრებაში იყვნენ და გული გატკინეს, იმედი გაგიცრუეს, ცუდად მოგექცნენ.
აგრეთვე იმუშავებთ იმ ურთიერთობაზე, რომელიც ამჟამად გაქვთ.
თუ გვერდით საყვარელი ადამიანი ჯერ არ გყავთ, გასწავლით ტექნიკას, რომელიც დამეხმარა ისეთი ადამიანი შემოსულიყო ჩემს ცხოვრებაში, როგორიც მინდოდა გვერდით მყოლოდა.
ამ მოდულში გამოითავისუფლებთ უდიდეს ენერგიას, რომელსაც მიმართავთ ჯანსაღი პირადი ცხოვრების ასაწყობად.
მოდული 5
ვულკანის ამოფრქვევა
ეს მოდული იქნება თქვენთვის, როგორ ვულკანის ამოფრქვევა.
მე-5 მოდულში აღმოაჩენთ იმ მცდარ და ხელისშემშლელ შეხედულებებს, რომლებიც საკუთარ თავზე გაქვთ და რომლებიც ხელს გიშლით იბრწყინოთ და საკუთარი ჭეშმარიტი ბუნება შეიგრძნოთ.
შემდეგ კი მათზე იმუშავებთ და გათავისუფლდებით.
მე-5 მოდულში შეაჯამებთ განვლილ მოდულებს, საკუთარ თავზე ჩატარებულ მუშაობას.
თქვენს სამუშაო რვეულში გაზომავთ იმ პროგრესს, რომელიც პროგრამაში ჩართვის დღიდან დაფიქსირდა თქვენს ცხოვრებაში და საკუთარ თავს დაასაჩუქრებთ გაწეული შრომისთვის, მონდომებისთვის და ბრწყინვალე შედეგების მიღებისთვის.
შემდეგ კი ახალი, გამოთავისუფლებული ენერგიით, უამრავი გაცნობიერებებით, აღმოჩენებით სავსე განაგრძნობთ ცხოვრებას უფრო ბედნიერი, ლაღი, შიგნიდან გაბრწყინებული და ძლიერი ინსტრუმენტებით შეიარაღებული, რომ ვერც ერთმა სტრესულმა მოვლენამ თქვენში ვეღარ ჩააქროს ის სხივი, რომელიც თქვენი თვალებიდან გამოანათებს და გამოასხივებს.