• (+995) 598 759 558
  • tinatin.basilaia@gmail.com

თინათინ ბასილაია

Facebook Instagram Youtube
კაბინეტში შესვლა
  • მთავარი
  • პროგრამები
    • ინდივიდუალური მუშაობა
    • ჯგუფური მუშაობა
      • შენ საკმარისი ხარ
      • საკუთარ თავთან ჰარმონიაში
      • ბაირონ ქეითის “სამუშაოს” ვორქშოფი
      • ონლაინ-პროგრამა იბრწყინე შიგნიდან
      • ბაირონ ქეითის “სამუშაოს” პროგრამა
  • წარმატების ისტორიები
  • თინათინის შესახებ
  • ბაირონ ქეითის სამუშაო
  • ბლოგი
  • კონტაქტი
Menu
  • მთავარი
  • პროგრამები
    • ინდივიდუალური მუშაობა
    • ჯგუფური მუშაობა
      • შენ საკმარისი ხარ
      • საკუთარ თავთან ჰარმონიაში
      • ბაირონ ქეითის “სამუშაოს” ვორქშოფი
      • ონლაინ-პროგრამა იბრწყინე შიგნიდან
      • ბაირონ ქეითის “სამუშაოს” პროგრამა
  • წარმატების ისტორიები
  • თინათინის შესახებ
  • ბაირონ ქეითის სამუშაო
  • ბლოგი
  • კონტაქტი

თინათინ ბასილაია

კაბინეტში შესვლა
  • მთავარი
  • პროგრამები
    • ინდივიდუალური მუშაობა
    • ჯგუფური მუშაობა
      • შენ საკმარისი ხარ
      • საკუთარ თავთან ჰარმონიაში
      • ბაირონ ქეითის “სამუშაოს” ვორქშოფი
      • ონლაინ-პროგრამა იბრწყინე შიგნიდან
      • ბაირონ ქეითის “სამუშაოს” პროგრამა
  • წარმატების ისტორიები
  • თინათინის შესახებ
  • ბაირონ ქეითის სამუშაო
  • ბლოგი
  • კონტაქტი
Menu
  • მთავარი
  • პროგრამები
    • ინდივიდუალური მუშაობა
    • ჯგუფური მუშაობა
      • შენ საკმარისი ხარ
      • საკუთარ თავთან ჰარმონიაში
      • ბაირონ ქეითის “სამუშაოს” ვორქშოფი
      • ონლაინ-პროგრამა იბრწყინე შიგნიდან
      • ბაირონ ქეითის “სამუშაოს” პროგრამა
  • წარმატების ისტორიები
  • თინათინის შესახებ
  • ბაირონ ქეითის სამუშაო
  • ბლოგი
  • კონტაქტი

1 ივნისიდან!

ონლაინ-პროგრამა

საკუთარ თავთან ჰარმონიაში

მათთვის, ვისაც ცხოვრების ახალ და ჰარმონიულ ეტაპზე გადასვლა სურს!

მსოფლიოში აღიარებული ექსპერტისა და  უნიკალური მეთოდის – „სამუშაო“-ს ავტორის, ბაირონ ქეითის პირადი მოსწავლე, სერთიფიცირებული ქოუჩი და შინაგანი ძალის ექსპერტი, თინათინ ბასილაია, თავისი საავტორო ონლაინ-პროგრამის – „საკუთარ თავთან ჰარმონიაში“ – მეშვეობით დაგეხმარებათ:
სულ რაღაც 3 თვეში მინიმუმ 10-ჯერ გაზარდოთ თავდაჯერება, მოტივაცია და ენერგია და გახდეთ საკუთარი ცხოვრების შემოქმედი.

მიიღეთ 90 დღიანი პროგრამის 2 სთ-იანი დემო-სესია უფასოდ.
საჩუქრის მიღება

თუ თქვენ

არ გაკმაყოფილებთ თქვენი ცხოვრება და გაქვთ განცდა, რომ მეტს იმსახურებთ;

გაწუხებთ დაბალი თვითშეფასება და გსურთ უფრო თავდაჯერებული გახდეთ;

არ გყოფნით ძალა და ენერგია სასურველი მიზნების მისაღწევად;

ურთიერთობებში განიცადეთ იმედგაცრუება, გულისტკივილი და ეს ხელს გიშლით ჯანსაღი ურთიერთობების აწყობაში;

გსურთ ჰარმონიაში იყოთ საკუთარ თავთან და გარშემომყოფებთან;

მაშინ, სწორ ადგილას მოხვდით!

პროგრამის გავლის შედეგად, თქვენ:

ირწმუნებთ საკუთარ თავში და გახდებით უფრო თავდაჯერებული

აღიდგენთ სასიციხლო ენერგიას და გამოაღვიძებთ თქვენს ძლიერ და აქტიურ “მე”- ს;

ძლიერ საყრდენს იპოვით
საკუთარ თავში;

გათავისუფლდებით ნეგატიური მოგონებებისგან და ახალ, ჯანსაღ და ბედნიერ ურთიერთობებს ააწყობთ;

იქნებით საკუთარ თავთან და გარშემომყოფებთან ჰარმონიაში;

თქვენი ცხოვრება გახდება უფრო ბედნიერი, ნათელი, ლაღი და სიყვარულით სავსე;

იცით, ყველაფერი იმაზე მარტივად არის, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს!

როცა იცი, როგორ!

გზა არსებობს!
და გამოსავალი არის!

და მე მინდა ეს გზა თქვენც გაგიზიაროთ!

პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ:

თქვენ უკვე ყველაფერი გაქვთ იმისთვის, რომ ახლავე
შექმნათ თქვენი ოცნების ცხოვრება და გათავისუფლდეთ
ზედმეტისგან, რაც გაბრკოლებთ და ხელს გიშლით
გაშალოთ ფრთები და თქვენი ცხოვრებით იცხოვროთ!

მე კი, მსურს დაგეხმაროთ ეს ძალა და რესურსები საკუთარ
თავში იპოვოთ, ჩაგკიდოთ ხელი და წაგიყვანოთ თქვენი
სასურველი ცხოვრებისკენ!

ის, რაც ზემოთ ჩამონათვალში წაიკითხეთ, ერთ დროს ჩემი რეალობაც იყო...

წლების წინ მე ვიყავი უკმაყოფილო საკუთარი თავით და ცხოვრებით, მქონდა ბევრი კომპლექსი, არ მჯეროდა საკუთარი თავის და შესაძლებლობების, მქონდა უამრავი შინაგანი ბლოკი, ჩახშობილი ოცნებები და სურვილები. ენთუზიაზმით დაწყობილ გეგმებს, მალევე შუა გზაზე ვტოვებდი. არ მყოფნიოდა ძალა და ენერგია. ამის გამო მუდმივი შინაგანი კონფლიქტი მქონდა და ვიყავი მთელს სამყაროზე გაბრაზებული! ძალიან ვიღლებოდი ურთიერთობებში მუდმივად იმედგაცრუებით, განსაკუთრებით პირად ცხოვრებაში და მეგონა, რომ ბედნიერი ვერასდროს ვიქნებოდი...

მაგრამ!

ერთ დღეს მივიღე გადაწყვეტილება ჩემი ცხოვრება სრულიად შემეცვალა! და ამისთვის ყველაფერი გავაკეთე!

დღეს კი,

მე ვცხოვრობ ჩემი ოცნების ცხოვრებით, ვმოგზაურობ, მაქვს ჩემი საყვარელი საქმე, რომლითაც ბევრი ადამიანისთვის სასარგებლო ვარ და რომელიც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს, მყავს გვერდით ზუსტად ისეთი ადამიანი, რომელზეც ყოველთვის ვოცნებობდი, მყავს ირგვლივ არაჩვეულებრივი ადამიანები და ვგრძნობ სიყვარულს, სიხარულს, ბედნიერებას, მადლიერებას და ჩემი ცხოვრება ფერადია. მომავალს ვუყურებ იმედით და დიდი სიხარულით! ვისახავ გაბედულ მიზნებს, ვოცნებობ და დიდი სიამოვნებით ვქმნი ამ რეალობას სამყაროსთან მეგობრულად შეხმატკბიულებული!

იცით, რომ ვუყურებ სად ვიყავი ადრე და სად ვარ ახლა, მე მჯერა რომ ამ გზის გავლა აბსოლუტურად ყველა ადამიანს შეუძლია! მე ცხადად ვხედავ ამ გზას და მე მინდა ხელი ჩაგკიდოთ და თქვენც აქ მოგიყვანოთ! მე მინდა თქვენც გააღვიძოთ თქვენში ის ძლიერი მე, რომელიც თავის ცხოვრებაზე 100%-იან პასუხისმგებლობას იღებს, თავად ქმნის ოცნების ცხოვრებას და ამისგან უდიდეს სიამოვნებას იღებს!

პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ცხოვრების
ახალ, ჰარმონიულ ეტაპზე გადახვალთ არის

90 დღიანი!

პროგრამა შედგება 9 მოდულისგან

  • მოდული 1. თქვენი ცხოვრების ანალიზი;
  • მოდული 2. დედასთან ჰარმონიული ურთიერთობა;
  • მოდული 3. მამასთან ჰარმონიული ურთიერთობა;
  • მოდული 4. ჰარმონიული პირადი ცხოვრება;
  • მოდული 5. სხეულთან ჰარმონიული ურთიერთობა;
  • მოდული 6. ფულთან ჰარმონიული ურთიერთობა;
  • მოდული 7. საკუთარი თავის აღიარება და პატივისცემა;
  • მოდული 8. საკუთარ თავთან დაბრუნება;
  • მოდული 9. შეჯამება;

ყოველ მოდულს მოყვება თავისი თემატური ლექცია და მინიმუმ 2 ტელეკლასი

  • ლექცია;
  • შეკითხვების და პასუხების ტელეკლასი - მხარს გიჭერთ მუშაობის პროცესში და გპასუხობთ იმ შეკითხვებზე, რომლებიც მუშაობის დროს გიჩნდებათ;
  • ჯგუფური მუშაობის ტელეკლასი - ვმუშაობ თქვენთან და ჯგუფის წევრებთან თქვენს სტრესულ სიტუაციებზე;
მოდული 1
მოდული 2
მოდული 3
მოდული 4
მოდული 5
მოდული 6
მოდული 7
მოდული 8
მოდული 9

მოდული 1

თქვენი ცხოვრების ანალიზი
  • შესავალი;
  • გაიგებთ, რატომ არის თქვენი ცხოვრება ისეთი, როგორიც არის და როგორ გარდაქმნათ ის;
  • დაისახავთ ახალ მიზნებს;
  • მეტ სიცხადეს შეიტანთ თქვენს მიზნებში;
  • გაიგებთ მეტ ინფორმაციას ბაირონ ქეითის "სამუშაოს" შესახებ, როგორ გამოიყენოთ სწორად თქვენს ცხოვრებაში და როგორ გათავისუფლდეთ მისი დახმარებით სტრესული ფიქრებისგან და ისტორიებისგან;
  • მიიღებთ სამუშაო რვეულს, რომელიც დაგეხმარებათ ეფექტურად მუშაობაში და თქვენი პროგრესის გაზომვაში;
  • დაიწყებთ ამ ღრმა და ჯადოსნურ მოგზაურობას საკუთარ თავში;
  • გაიცნობთ ახალ, საოცარ ადამიანებს და გეყოლებათ ახალი, მხარდამჭერი გარემოცვა!

მოდული 2

დედასთან ჰარმონიული ურთიერთობა
  • ჩაგიტარდებათ ლექცია - როგორ დაიბრუნოთ დედასთან ჰარმონიული ურთიერთობა;
  • ჩაგიტარდებათ 1 "შეკითხვების და პასუხების" ტელეკლასი;
  • იმუშავებთ იმ წყენაზე, გულის ტკენაზე, იმედგაცრუებაზე, მიუღებლობაზე რაც დედის მიმართ გაქვთ ან გქონიათ;
  • გააანალიზებთ დედასთან დაკავშირებული დისკომფორტი როგორ გავლენას ახდენდა თქვენს ცხოვრებაზე, საკუთარი თავის სიყვარულზე, მიმღებლობაზე, პირად ცხოვრებაზე და ამისგან გათავისუფლდებით;
  • დედასთან უფრო ჰარმონიული ურთიერთობა დაგიმყარდებათ და მის მიმართ მიმღებლობა და მადლიერების გრძნობა გაგიჩნდებათ;

მოდული 3

მამასთან ჰარმონიული ურთიერთობა
  • ჩაგიტარდებათ ლექცია - როგორ დაიბრუნოთ მამასთან ჰარმონიული ურთიერთობა;
  • ჩაგიტარდებათ 1 "შეკითხვების და პასუხების" ტელეკლასი;
  • ჩაგიტარდებათ 1 ჯგუფური მუშაობის ტელეკლასი;
  • იმუშავებთ იმ წყენაზე, გულის ტკენაზე, იმედგაცრუებაზე, მიუღებლობაზე რაც მამის მიმართ გაქვთ ან გქონიათ;
  • გააანალიზებთ მამასთან დაკავშირებული დისკომფორტი როგორ გავლენას ახდენდა თქვენს ცხოვრებაზე, საკუთარი თავის სიყვარულზე, მიმღებლობაზე, პირად ცხოვრებაზე, თვითრეალიზებაზე და ამისგან გათავისუფლდებით;
  • მამასთან უფრო ჰარმონიული ურთიერთობა დაგიმყარდებათ და მის მიმართ მიმღებლობა და მადლიერების გრძნობა გაგიჩნდებათ;

მოდული 4

ჰარმონიული პირადი ცხოვრება
  • ჩაგიტარდებათ ლექცია - როგორ შექმნათ ჰარმონიული პირადი ცხოვრება;
  • ჩაგიტარდებათ 2 "შეკითხვების და პასუხების" ტელეკლასი;
  • ჩაგიტარდებათ 2 ჯგუფური მუშაობის ტელეკლასი;
  • იმუშავებთ იმ წყენაზე, ბრაზზე, მიუღებლობაზე, იმედგაცრუებაზე, პროტესტზე, ტკივილზე, რაც პირად ცხოვრებაში, ბავშვობიდან დღემდე გქონიათ, თქვენს პარტნიორთან, შეყვარებულთან, მეუღლესთან ურთიერთობაში;
  • გააანალიზებთ ეს განცდები როგორ გავლენას ახდენდა თქვენს ცხოვრებაზე, საკუთარი თავის სიყვარულზე, მიმღებლობაზე, მეგობრებთან და პირად ცხოვრებაზე და ამისგან გათავისუფლდებით;
  • პირად ცხოვრებაში უფრო ჰარმონიულ ურთიერთობას დაამყარებთ და მის მიმართ მიმღებლობა და მადლიერების გრძნობა გაგიჩნდებათ

მოდული 5

სხეულთან ჰარმონიული ურთიერთობა
  • ჩაგიტარდებათ ლექცია - სხეულთან ჰარმონიული ურთიერთობა;
  • ჩაგიტარდებათ 1 "შეკითხვების და პასუხების" ტელეკლასი;
  • ჩაგიტარდებათ 1 ჯგუფური მუშაობის ტელეკლასი;
  • იმუშავებთ იმ მცდარ წარმოდგენებზე, რაც თქვენს სხეულთან დაკავშირებით გაქვთ და მათგან გათავისუფლდებით;
  • სხვა თვალით შეხედავთ საკუთარ სხეულს.
  • მიიღებთ საკუთარ სხეულს და მასთან ჰარმონიაში იქნებით;
  • შეიყვარებთ თქვენს სხეულს;

მოდული 6

ფულთან ჰარმონიული ურთიერთობა
  • ჩაგიტარდებათ ლექცია - ფულთან ჰარმონიული ურთიერთობა;
  • ჩაგიტარდებათ 1 "შეკითხვების და პასუხების" ტელეკლასი;
  • ჩაგიტარდებათ 1 ჯგუფური მუშაობის ტელეკლასი;
  • გააანალიზებთ როგორ გიშლიდათ ხელს ფულთან დაკავშირებით მცდარი წარმოდგენები და უარყოფითი გამოცდილება მეტი კეთილდღეობის მიღებაში;
  • ისწავლით როგორ აღმოფხვრათ მცდარი წარმოდგენები;
  • იმუშავებთ იმ მცდარ წარმოდგენებზე, რაც ფულთან და კარიერასთან დაკავშირებით გაქვთ და მათგან გათავისუფლდებით;

მოდული 7

საკუთარი თავის აღიარება და პატივისცემა
  • ჩაგიტარდებათ 2 ლექცია - როგორ ვაღიაროთ საკუთარი თავი? როგორ გავხდეთ თავდაჯერებული?
  • ჩაგიტარდებათ 2 "შეკითხვების და პასუხების" ტელეკლასი;
  • ჩაგიტარდებათ 2 ჯგუფური მუშაობის ტელეკლასი;
  • გააცნობიერებთ აქამდე ვისგან ითხოვდით აღიარებას, მოწონებას, სიყვარულს, პატივისცემას და ა.შ., იმუშავებთ და გათავისუფლდებით ამ მოთხოვნილებისგან და იმის მაგივრად რომ გარეთ ეძებოთ, მას საკუთარ თავში იპოვით;
  • თავად აღიარებთ საკუთარ თავს;
  • გახდებით უფრო თავდაჯერებული;
  • აღარ დაკარგავთ დროს და ენერგიას სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენაში და მათთვის თავის მოწონებაში;
  • დაამყარებთ გულწრფელ და გახსნილ ურთიერთობებს გარშემომყოფებთან;
  • შეასრულებთ სხვადასხვა სავარჯიშოებს, რომლებიც დაგეხმარებათ გათავისუფლდეთ აღიარების მოთხოვნიულებისგან და საკუთარი თავი თავად აღიაროთ;

მოდული 8

საკუთარი თავთან დაბრუნება
  • ჩაგიტარდებათ 2 ლექცია - საკუთარ თავთან დაბრუნება; თვით-კრიტიკული აზრებისგან გათავისუფლება; საკუთარი თავის პატიება და მიღება;
  • ჩაგიტარდებათ 2 "შეკითხვების და პასუხების" ტელეკლასი;
  • ჩაგიტარდებათ 2 ჯგუფური მუშაობის ტელეკლასი;
  • გათავისუფლდებით დანაშაულის შეგრძნებისგან;
  • აპატიებთ საკუთარ თავს;
  • იმუშავებთ იმ თვით-კრიტიკულ აზრებზე, იმ მცდარ წარმოდგენებზე, შეხედულებებზე, რაც საკუთარი თავის შესახებ გაქვთ;
  • უფრო მეტად მიიღებთ საკუთარ თავს და მასთან ჰარმონიაში იქნებით;
  • შეურიგდებით საკუთარ თავს;
  • დაუბრუნდებით საკუთარ თავს;

მოდული 9

შეჯამება
  • ჩაგიტარდებათ შემაჯამებელი ლექცია;
  • ჩაგიტარდებათ 1 "შეკითხვების და პასუხების" ტელეკლასი;
  • ჩაგიტარდებათ 1 ჯგუფური მუშაობის ტელეკლასი;
  • შეაჯამებთ 90-დღიანი მუშაობის შეგედებს;
  • გაზომავთ პროცესს, გააცნობიერებთ რა მიიღეთ, როგორ გაიზარდეთ, როგორ ტრანსფორმირდით, როგორი იყო თქვენი ცხოვრება პროგრამამდე და პროგრამის გავლის შემდეგ;
  • ბედნიერი, ლაღი და მადლიერი გააგრძელებთ ცხოვრებას;

და ეს ყველაფერი არ არის!

  • თქვენ გეყოლებათ ახალი გარემოცვა, თანამოაზრეთა გუნდი! მოხვდებით გარემოში, სადაც მიიღებთ უპირობო მხარდაჭერას, სიყვარულს, სითბოს, რწმენას და სადაც თითოეული ადამიანი მზად იქნება დაგეხმაროთ და მხარი დაგიჭიროთ! მოხვდებით გარემოში, სადაც შეგიძლიათ გული გადაგვიშალოთ, გაგვიზიაროთ ის, რასაც ვერავის ეუბნებით და აქ კონფიდენციალურობა 100%-ით იქნება დაცული, შესაბამისი მექანიზმებით. თქვენ მოხვდებით ყველაზე სანდო და უსაფრთხო გარემოში. აქ მიიღებთ სიყვარულს, რომელიც კურნავს!
  • მიიღებთ სპეციალურ სამუშაო რვეულს, რომლის მეშვეობითაც თქვენი პროგრამაში მონაწილეობა გახდება უფრო ეფექტური, სახალისო და შედეგიანი;
  • გეყოლებათ კურატორი, რომელმაც ეს გზა უკვე გაიარა. ის იმუშავებს თქვენთან და დაგეხმარებათ უფრო ტრანსფორმაციული იყოს თქვენი პროგრამაში მონაწილეობა;
  • გექნებათ თქვენი პირადი კაბინეტი, სადაც თქვენი პირადი სახელით და პაროლით ისარგებლებთ და მიიღებთ ლექციებს, დავალებებს და სხვა საინტერესო სამუშაო მასალებს;

წარმოიდგინეთ...

რომ საკუთარ თავთან სრულ ჰარმონიაში ხართ, გრძნობთ საოცარ სიმსუბუქეს, ხასიათს და განწყობას ვერაფერი გიფუჭებთ, გრძნობთ საოცარ სიახლოვეს საკუთარ თავთან, მადლიერების შეგრძნებით და სიხარულით გევსებათ გული და გიყვართ ყველა და ყველაფერი!

თქვენი ცხოვრება ფერადია და სავსეა დღესასწაულით! გიხარიათ ყოველი დღის გათენება და ენერგიულად იწყებთ დილას!

რაც ადრე გწყინდათ, გაბზარებდათ გულს გტკენდათ, დღეს ის მხოლოდ ღიმილს გგვრით და აგრძელებთ ჰარმონიულ და სიხარულით სავსე ცხოვრებას, რასაც ვერაფერი გირღვევთ!

ახალი იდეები მოგდით და მათ პირდაპირ ახორციელებთ, ყოველგვარი ყოყმანის, ეჭვების თუ დაურწმუნებლობის გარეშე...

მოგწონთ საკუთარი თავი, საკუთარ სხეულთან ჰარმონიაში ხართ და მასზე ზრუნავთ, გრძნობთ ენერგიას და სიცოცხლის ხალისს!

თქვენი დანახვა ყველგან უხარიათ, სადაც მიდიხართ ყველგან სითბო, სინათლე, სიმშვიდე, სიხალისე შეგაქვთ და ადამიანები დიდ პატის გცემენ, თქვენგან იღებენ მაგალითს როგორ იცხოვრონ და დაძლიონ სირთულეები!

თქვენი შემხედვარე ადამიანები ხედავენ და სწავლობენ, რომ საკუთარ თავთან ჰარმონიაში ყოფნა შესაძლებელია და მათ თქვენ ძალიან შთააგონებთ...

ჩაეწერეთ ახლავე ონლაინ- პროგრამაში და დაიწყეთ ახალი, ჰარმონიული ეტაპი თქვენს ცხოვრებაში!

პროგრამის მონაწილეების გამოხმაურება:

Loading...

მაკა ქათამაძე

ბათუმი, საქართველო

"პროგრამამდე ვიყავი ძალიან კომპლექსიანი რომელსაც არშეეძლო ელენტარულად დაეწყო ის ურთიერთობაც კი რომელიც მისთვის სასიამოვნო იქნებოდა, ვიყავი გაუწონასწორებელი, არაკომუნიკაბელური, ნეგატიური ფიქრებით დატვირთული, კრიტიკოსი, მოუხერხებელი და არათავისუფალი ჩემს თავთან. კიდე ბევრი რამ დავამარცხე უბრალოდ აქ რო ვწერო ვერ დავასრულებ. ამ პროექტიშ შემდეგ კი აღმოვაჩინე ჩემი თავი ისეთი უსუსური და მოუვლელი რომელსაც დღითიდღე სჭირდება მოვლა და განვითარება. აღიარება ვისწავლე საკუთარ თავთან. ვინც მაკრიტიკებ ვიღებ და ვაანალიზებ ეს არის არაჩვეულებრივი ვერ აღვწერ რა მაგარი გრძნობა. ამის მაგალითი დღესაც მქონდა თუ როორ გამაკრიტიკის და მე ის მივიღე ისე რომ არ გავბრაზებულვარ და გამოსწორებაზე დავიწყე ფიქრი.

პროგრამამ უდიდესი გადატიალება მოახდინა ჩემში. მზემ გამოანათა რომელიც აღარასდროს ჩაქრება თუ მე ვიქნები უშიშრად და ძლიერი ყველაფრის წინაშე. ყბელაზე მაგარი კი ის არის რომ რასაც წერ ჰაერიდან მოსული სიტყვები არარის და ამ ყველაფერს განცდები გაწერინებს. მე სულ სხვა მაკა ვარ, მხიარული, მიმღები, უკომპლექსო, უფრო სანდო და თბილი. მონდომებული და უშიშარი.

"სამუშაო" კი ჩემი ყოველდღიური ხელსაწყოა რომელსაც გონებით ვატარებ და გულს ვაკეთებინებ ამ სამუშაოს. სამუშაო არის უძლიერესი. მე შეყვარებული ვარ ამ პროექტზე. ის ჩემი გონების ინსტრუმენტია თუ როგორ გავთავისუფლდე ცუდი ფიქრებისგან."

სრულად

1 2 … 4 Next »

მონაწილეობის პაკეტები

  • 1. სტანდარტული პაკეტი
  • 2. VIP პაკეტი

1. სტანდარტული პაკეტი

  • ყოველი მოდულის ვიდეო-ლექციასთან წვდომა გექნება;
  • კვირაში ერთხელ "სამუშაოს" ტელეკლასში მონაწილეობის მიღებას და ჩემთან მუშაობას შეძლებ;
  • კვირაში ერთხელ შეკითხვებისა და პასუხების ტელეკლასში შენს შეკითხვებს ინდივიდუალურად განვიხილავ და მუშაობის პროცესში მხარს დაგიჭერ;
  • ისარგებლებ შენი პირადი კაბინეტით, სადაც მიიღებ ლექციებს, ტელეკლასის ჩანაწერებს, სამუშაო მასალებს და დავალებებს.
  • გეყოლება კურატორი, რომელიც მუშაობაში დაგეხმარება;
  • კურატორი შენს დავალებებს შეამოწმებს;
  • სამუშაო მასალები ქართულ ენაზე გადმოგეცემა;
  • მიიღებ სპეციალურ სამუშაო რვეულს;
  • Facebook-ის დახურულ ჯგუფთან წვდომა გექნება;
  • 3 თვის განმავლობაში ინდივიდუალური სესიების შეკვეთის შემთხვევაში 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებ;
  • გაიცნობ ახალ ადამიანებს და გექნება მხარდაჭერით და სიყვარულით სავსე ახალი გარემოცვა;
  • ბონუსი 1 - ლექცია - მარტივი ტექნიკა შიშებისგან გასათავისუფლებლად;
  • ბონუსი 2 - ლექცია - მარტივი ტექნიკა უარყოფითი ემოციებისგან გასათავისუფლებლად;
  • ბონუსი 3 - ლექცია - მარტივი ინსტრუმენტი პრიორიტეტების დასალაგებლად;

კურსში ჩასადები ინვესტიცია​

₾ 499
  • ან, შეგიძლია აირჩიო:
  • ორ-თვიანი გადახდის სისტემა 279-279 ლარის;
  • სამ-თვიანი გადახდის სისტემა 199-199-199 ლარის;
დარეგისტრირდი

2. VIP პაკეტი

  • ყოველი მოდულის ვიდეო-ლექციასთან წვდომა გექნება;
  • კვირაში ერთხელ "სამუშაოს" ტელეკლასში მონაწილეობის მიღებას და ჩემთან მუშაობას შეძლებ;
  • კვირაში ერთხელ შეკითხვებისა და პასუხების ტელეკლასში შენს შეკითხვებს ინდივიდუალურად განვიხილავ და მუშაობის პროცესში მხარს დაგიჭერ;
  • დიდი ფასდაკლებით მიიღებ 450$-ის ღირებულების 3 ინდივიდუალურ ორსაათიან სესიას ჩემთან - თვეში ერთხელ თითო სესია;
  • ისარგებლებ შენი პირადი კაბინეტით, სადაც მიიღებ ლექციებს, ტელეკლასის ჩანაწერებს, სამუშაო მასალებს და დავალებებს.
  • გეყოლება კურატორი, რომელიც მუშაობაში დაგეხმარება;
  • შენს დავალებებს პირადად თინათინი შეამოწმებს;
  • სამუშაო მასალები ქართულ ენაზე გადმოგეცემა;
  • მიიღებ სპეციალურ სამუშაო რვეულს;
  • Facebook-ის დახურულ ჯგუფთან წვდომა გექნება;
  • 3 თვის განმავლობაში ინდივიდუალური სესიების შეკვეთის შემთხვევაში 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებ;
  • გაიცნობ ახალ ადამიანებს და გექნება მხარდაჭერით და სიყვარულით სავსე ახალი გარემოცვა;
  • ბონუსი 1 - ლექცია - მარტივი ტექნიკა შიშებისგან გასათავისუფლებლად;
  • ბონუსი 2 - ლექცია - მარტივი ტექნიკა უარყოფითი ემოციებისგან გასათავისუფლებლად;
  • ბონუსი 3 - ლექცია - მარტივი ინსტრუმენტი პრიორიტეტების დასალაგებლად;

კურსში ჩასადები ინვესტიცია​

₾ 1,399
  • ან, შეგიძლია აირჩიო:
  • ორ-თვიანი გადახდის სისტემა 729-729 ლარის;
  • სამ-თვიანი გადახდის სისტემა 499-499-499 ლარის
დარეგისტრირდი
თანხის დაბრუნების 100%-იანი გარანტია.

ჩვენ ვიცით, რომ ახალ პროგრამაში ჩართვამ შეიძლება თავიდან ცოტა აგაღელვოთ – განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენ აქამდე სხვა კურსებშიც მიგიღიათ მონაწილეობა და სასურველი შედეგი არ დამდგარა. ჩვენ გვჯერა პროგრამის – “საკუთარ თავთან ჰარმონიაში” და რომ მას რეალური ტრანსფორმაციის მოტანა შეუძლია თქვენთვის… სწორედ ამიტომ ჩვენ გთავაზობთ 1 კვირიან, ყოველგვარი რისკ-გარეშე თანხის უკან დაბრუნების პირობას.

თუ თქვენ აქტიურად ჩაერთვებით პირველ კვირაში, შეასრულებთ ყველა დავალებას, დასეწრებით ტელე-კლასებს და მაინც მიხვდებით, რომ ეს პროგრამა თქვენთვის არ არის, ჩვენ თქვენს მიერ გადახდილ თანხას უკან დაგიბრუნებთ.

ჩვენ ღრმად გვჯერა ამ პროგრამის. პირადად ვნახეთ ამ პროგრამამ როგორ შეცვალა სხვა ადამიანების ცხოვრება და ჩვენ ვიცით, რომ ეს თქვენს შემთხვეაშიც ასე მოხდება.

სცადეთ ეს პროგრამა 1 კვირით.

ჩაეწერეთ ახლავე და მიიღეთ დამატებითი ბონუსები:

  • ვიდეო-ლექცია - მარტივი ტექნიკა შიშებისგან გასათავისუფლებლად;
  • ვიდეო-ლექცია - მარტივი ტექნიკა უარყოფითი ემოციებისგან გასათავისუფლებლად;
  • ვიდეო-ლექცია - როგორ დავისახოთ მასშტაბური მიზანი და მივაღწიოთ მას?
რეგისტრაცია

პროგრამის ყველაზე საინტერესო და უნიკალური მხარე!

პროგრამაში მონაწილეობა მოხდება სრულიად ანონიმურად და რას ნიშნავს ეს:

პროგრამისთვის შექმნით ახალ Facebook account-ს და ეს მოხდება არა ყალბი სახელით და გვარით, არამედ ფსევდონიმით. აირჩევთ იმ სახელს, რასთანაც შინაგანად, გულის სიღრმეში საკუთარ თავს, თქვენს ნამდვილ “მე”-ს აიგივებთ.

ეს შეიძლება იყოს რაღაც ობიექტი, მაგ: ყვავილის სახეობა, ვარსკვლავი, ცისარტყელა და ა.შ.

ან ფილმის, ზღაპრის, წიგნის გმირი.

ნებისმიერი მეტაფორული ფსევდონიმი და მას აქვს სიმბოლური დატვირთვა.

გარდა იმ ყველა სიკეთისა, რასაც პროგრამაში მონაწილეობის დროს მიიღებთ და საკუთარ თავზე გამოცდით, თქვენ ამ მეტაფორის საშუალებით საკუთარ თავში ამ რესურსებს კიდევ უფრო მეტად გახსნით და გააძლიერებთ, მიუახლოვდებით თქვენს ნამდვილ “მე”-ს და რა თქმა უნდა ინკოგნიტოდ დარჩებით.

შეძლებთ დაწეროთ, გამოაქვეყნოთ ყველაფერი რაც გაწუხებთ, რაც შიგნიდან მოსვენებას არ გაძლევთ, რასაც ვერავის უმხელთ, საკუთარ თავსაც კი და აქ გექნებათ სრული თავისუფლება, შეგიძლიათ გაუფილტრავად გაგვიზიაროთ ყველაფერი, რადგან სრულიად ანონიმურად მოხდება ეს და ინკოგნიტოდ დარჩებით.

მერწმუნეთ, ეს იქნება თქვენს ცხოვრებაში ყველაზე ძლიერი კათარზისი, რაც კი აქამდე განგიცდიათ!

თინათინ
ბასილაია

Facebook Instagram Youtube
  • მთავარი
  • თინათინის შესახებ
  • ბლოგი
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი

Copyright © All Rights Reserved.

Created by LandingPay.Ge