"პროგრამა, ჯერ დაგეგმვის თვალსაზრისით, ძალიან საჭირო, დროული და კარგია. ყოველთვის დიდი მოთხოვნა იქნება მასზე, მთავარია შენ გქონდეს დრო და ენერგია, თინი, ამას ამდენი დრო დაუთმო, თორემ ეს healing თერაპია ქართულ სოციუმს დიდი ხანია ძალიან სჭირდება..
უამრავი ადამიანის ერთ ჯანსაღ სივრცეში უკეთესობისკენ ცვლილების იდეით გაერთიანება ფიზიკურად ვერ იქნება რამე სხვა, რაც არ ნიშნავს დადებითს და საუკეთესოს.
მომწონს როგორც დგება პროგრამა, როგორც მუშაობს, როგორც იგეგმება და რომ არის კანონზომიერი, თითქოს, მიჰყვება თავის რუტინას, ლოგიკურ და სწორ დინებას, რომელსაც ისღა აკლია, შენ აჰყვე.
პროგრამამ მომცა ბედნიერება. საკუთარ თავთან მხნედ და მხრებგაშლით დაბრუნების შესძლებლობა.
მაჩუქა ჩემი თავი, რომელიც სულაც არ ყოფილა საზიზღარი, ძალიან კარგი ტიპიც კი გამოვიდა სადღაც.
ვაპატიე საკუთარ თავს და მან მე მაპატია ყველაფერი.
მომცა საკუთარ თავთან, საკუთარ სულთან და გულთან დაბრუნების მხნეობა.
მაჩუქა სამყარო, რომელშიც ვცხოვრობ და ეს სამყარო ბედნიერებითაა სავსე.
მომცა ფერები, რომლითაც გარემოს და ადამიანებს აღვიქვამ.
მომცა ხმის დამწევი, როცა ფიქრები ხმაურობენ, მედიტირების ჩვევა და ხმაურში ჩემი თავის უცებ პოვნის ტექნიკა.
მომცა თავდაჯერება, ზომიერების განცდა, მომიხსნა უამრავი შიში.
მომცა შეცდომების უფლება, yeeesss, არ ტეხავს, შემიძლია დავუშვა და მათზე ვისწავლო ისე, რომ ამან უახლოესი 4 წელი არ მომიშხამოს.
გამაშვებინა ხელი კოშმარ ფიქრებზე, ჩაბღაუჭებული რომ მყავდა.
თავიდან მაჩუქა ჩემი საყარელი ადამიანები, მათ უკვე ვხედავ ჩემი ლანდების მიღმა, მაჩუქა ჩემი ქვეყანა, სოციუმი, რომელიც არ ყოფილა შეუფერებელი. დამანახა საკუთარი უნარები და თვისებები, რომელიც არასაკმარისი ან დაგვიანებული კი არაა, დროულია, საჭირო და მისაღები.
მაჩუქა უსაყვარლესი ადამიანები პროგრამიდან თავიანთი პრობლემებით, თავიანთი ფიქრებით და ემოციებით, რაც მათ კიდევ უფრო ადამიანურს, საყვარელს და გასაგებს ხდის ჩემთვის.
შემახედა მილიონი რამისთვის სხვა ადამიანების თვალებით.
ავტორიტეტები ჩამოვიდნენ კვარცხლბეკებიდან.
მაჩუქა სიმშვიდე და თავდაჯერება.
მაჩუქა საკუთარი თავის სინდისის ქენჯნის გარეშე განებივრების უფლება.
მომცა უფლება, ვიცხოვრო.
(ყველაფერი აკრძალული მქონდა, სიცილიც, ბედნიერებაც, სიყვარულიც, წარმატების სურვილიც, ნდობაც.. რა ვიცი, ყველაფერი ადამიანური. მეშინოდა მძაფრი გრძნობების, მეშინოდა ხვალინდელი დღის).
რეკომენდაციას გავუწევდი ამ ყველაფრის გამო და კიდევ იმიტომ, რომ შენ ხარ ასეთი. შენთან გაჟღერებული სტრესული ფიქრიც კი უკვე ნახევარ ძალას ჰკარგავს. არ ვაჭარბებ.
ვიცი, რომ ყოველთვის გაქვს გზა, ფიქრების გზა, სწორი ფიქრების, არაერთი, მილიონი, რომელიც ნამდვილ გამოსავალთან მიმიყვანს.
ჩემი ცხოვრება ამ პროგრამამდე იყო ძალიან სტრესული, სავსე აზრებით, ფიქრებით, მოლოდინებით და განცდებით, რომ არაფერი არ არის კარგად, ყველაფერზე დასტურს ან უარყოფას ვეძებდი ჩემს გარეთ, სხვებისგან.
ამ პროგრამაში მომიყვანა ზუსტად ამ ფიქრებით ატეხილმა გაუსაძლისმა ხმაურმა. ვიცოდი, რომ ეს უნდა შემეწყვიტა. ეს უნდა დამთავრებულიყო.
ასე ცხოვრება აღარ შემეძლო, სტრესი და სტრესი, ერთმანეთზე დართული, ერთი მეორეზე უფრო ძლიერი.
ყველა მორიგი დარტყმა მიწას მაცლიდა ფეხებიდან და დიდი ენერგიის ფასდ ვდგებოდი.
ვგრძნობდი და უკიდურესად განვიცდიდი სხვების ემოციებს, ვახმიანებდი მათ ფიქრებს, ბევრს ვფიქრობდი იმაზე, როგორ და რა უნდა ეფიქრათ მათ ჩემზე, ვრეაგირებდი ყველა იმპულსზე, რომელსაც მიგზავნიდნენ, ზღვარი მქონდა წაშლილი მათ ქმედებას და ჩემს ტერიტორიას შორის. სამყაროს ტვირთი მეკიდა მრებზე.
პროგრამის მერე ვარ თავისუფალი, ბედნიერი, წარმატებული ადამიანი. ყველაფერი შემიძლია და გამომივა, ყველაფერი კარგად მაქვს და მექნება.
აღარ ვებუტები სამყაროს, რომელიც ყოველთვის უზომოდ გულუხვი იყო ჩემდამი.
მართლა უზომოდ გულუხვი იყო, რაზე ოცნებაც კი გავბედე, ასმაგი მომცა.
ახლა ისღა დამრჩენია, ვიოცნებო და როგორც მიყვარს ხოლმე, თან დავგეგმო შემდეგი ნაბიჯები."
სრულად