ბაირონ ქეითის “სამუშაო” – ეს არის მარტივი და ძლიერი პროცესი, რომელიც გასწავლით იმ ფიქრების იდენტიფიცირებას და კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში ტკივილს იწვევს.
ეს არის გზა გაიგოთ, თუ რა არის სინამდვილეში თქვენი ტკივილის მიზეზი, შემდეგ კი მისგან გათავისუფლდეთ.
“აღმოვაჩინე, რომ როდესაც ჩემი ფიქრების მჯეროდა – ვიტანჯებოდი, ხოლო როდესაც აღარ მჯეროდა – აღარ ვიტანჯებოდი. ეს თითოეული ადამიანის შემთხვევაშიც ასეა. თავისუფლებაც ასეთივე მარტივია. გავაცნობიერე, რომ ტანჯვა არჩევითია. ჩემს თავში ვიპოვე სიხარულის შეგრძნება, რომელიც არასდროს ქრება – ერთი წამითაც კი. ეს სიხარული თითოეულ ჩვენგანშია, ყოველთვის.” – ბაირონ ქეითი