Skip to content
  • (+995) 598 759 558
  • info@basilaia.com

თინათინ ბასილაია

Facebook-f Instagram Youtube
კაბინეტში შესვლა
  • მთავარი
  • პროგრამები
    • ინდივიდუალური მუშაობა
    • ჯგუფური მუშაობა
      • შენ საკმარისი ხარ
      • საკუთარ თავთან ჰარმონიაში
      • ბაირონ ქეითის “სამუშაოს” ვორქშოფი
      • ონლაინ-პროგრამა იბრწყინე შიგნიდან
      • ბაირონ ქეითის “სამუშაოს” პროგრამა
  • წარმატების ისტორიები
  • თინათინის შესახებ
  • ბაირონ ქეითის სამუშაო
  • ბლოგი
  • კონტაქტი
Menu
  • მთავარი
  • პროგრამები
    • ინდივიდუალური მუშაობა
    • ჯგუფური მუშაობა
      • შენ საკმარისი ხარ
      • საკუთარ თავთან ჰარმონიაში
      • ბაირონ ქეითის “სამუშაოს” ვორქშოფი
      • ონლაინ-პროგრამა იბრწყინე შიგნიდან
      • ბაირონ ქეითის “სამუშაოს” პროგრამა
  • წარმატების ისტორიები
  • თინათინის შესახებ
  • ბაირონ ქეითის სამუშაო
  • ბლოგი
  • კონტაქტი

თინათინ ბასილაია

კაბინეტში შესვლა
  • მთავარი
  • პროგრამები
    • ინდივიდუალური მუშაობა
    • ჯგუფური მუშაობა
      • შენ საკმარისი ხარ
      • საკუთარ თავთან ჰარმონიაში
      • ბაირონ ქეითის “სამუშაოს” ვორქშოფი
      • ონლაინ-პროგრამა იბრწყინე შიგნიდან
      • ბაირონ ქეითის “სამუშაოს” პროგრამა
  • წარმატების ისტორიები
  • თინათინის შესახებ
  • ბაირონ ქეითის სამუშაო
  • ბლოგი
  • კონტაქტი
Menu
  • მთავარი
  • პროგრამები
    • ინდივიდუალური მუშაობა
    • ჯგუფური მუშაობა
      • შენ საკმარისი ხარ
      • საკუთარ თავთან ჰარმონიაში
      • ბაირონ ქეითის “სამუშაოს” ვორქშოფი
      • ონლაინ-პროგრამა იბრწყინე შიგნიდან
      • ბაირონ ქეითის “სამუშაოს” პროგრამა
  • წარმატების ისტორიები
  • თინათინის შესახებ
  • ბაირონ ქეითის სამუშაო
  • ბლოგი
  • კონტაქტი

თინათინის შესახებ

გააღვიძე შინაგანი ძალა

თინათინ ბასილაია შინაგანი ძალის ექსპერტი – ფსიქოლოგი, ქოუჩი, სპიკერი, ტრენერი და ბაირონ ქეითის “სამუშაოს” ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში.

თინათინის მისიაა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანს დაეხმაროს შინაგანი ძალის გაღვიძებაში და საკუთარ თავთან დაბრუნებაში.

თინათინს სჯერა, რომ თითოეულ ჩვენგანში დიდი შინაგანი ძალაა და რომ ყველას შეგვიძლია შევქმნათ ჩვენი ოცნების ცხოვრება და გავხდეთ ბედნიერები, თვით-რეალიზებულები, ვიყოთ საკუთარ თავთან და სამყაროსთან ჰარმონიაში.

თინათინი უკვე მრავალი წელია, რაც აქტიურად ესწრება პროფესიული და პრიოვნული ზრდის ტრენინგებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. სწავლობს საუკეთესო პროფესიონალებთან, ისეთებთან, როგორებიცაა ბაირონ ქეითი, ტონი რობინსი, ბრაიან თრეისი, მიკოლა ლატანსკი და ა.შ. შემდეგ კი ადამიანებს უზიარებს მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას თავისი პროგრამების საშუალებით.

თინათინი თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი აღიარებული სულიერი ლიდერის – ბაირონ ქეითის მოსწავლეა და ბაირონ ქეითის “სამუშაოს” (The Work of Byron Katie) ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. მან ის ქართულად თარგმნა და საქართველოში ჩამოიტანა. დღეს კი ქართველებს უზიარებს მსოფლიოში აღიარებულ მეთოდს და ეხმარება უფრო ბედნიერები, ძლიერები, თავისუფლები და თვით-რეალიზებულები იყვნენ.

თინათინმა აგრეთვე ქართულად თარგმნა და გამოსცა ბაირონ ქეითის ბესტსელერი წიგნი “გიყვარდეს ის, რაც არის, რომელმაც ქართველი მკითხველის დიდი სიყვარული და ინტერესი დაიმსახურა.

ამჟამად თინათინი თარგმნის ბაირონ ქეითის მეორე წიგნს – “შენი სიყვარული მჭირდება – ეს სიმართლეა?”

და წერს საკუთარ წიგნს – “სიყვარული, როგორც შინაგანი ძალა.”

თინათინს ადამიანებთან პროფესიულად მუშაობის მრავალფეროვანი გამოცდილება აქვს, რომელიც მოიცავს 5 კონტინენტის 29 ქვეყანას – გერმანიის სხვადასხვა ქალაქები, უკრაინა, ესპანეთი, კანადა, იაპონია, სამხრეთ კორეა, ზიმბაბვე, ნიგერია, ამერიკის სხვადასხვა შტატი, ავსტრია, ხროატია, სამხრეთ აფრიკა, ყაზახეთი, ჩინეთი, სამხრეთ არაბეთი, თურქეთი, საქართველო, ავსტრალია, იტალია, ისრაელი, ბრიუსელი, ირლანდია, ინდოეთი, ჰოლანდია, ერევანი, ლატვია, ნორვეგია, რუსეთი, ინგლისი.

თინათინი მზად არის თავისი ცოდნის და გამოცდილების გამოყენებით თქვენც დაგეხმაროთ შინაგანი ძალის პოვნაში და ოცნების ცხოვრების შექმნაში.

თინათინი მუშაობს სამ ენაზე: ქართულად, რუსულად და ინგლისურად.

“მას შემდეგ, რაც საკუთარ თავზე მუშაობა დავიწყე და ჩემს ცხოვრებაზე სრული პასუხისმგებლობა ავიღე, ჩემში ძალიან დიდი ძალა და საყრდენი ვიპოვე. აღმოვაჩინე, რომ ჩემში მომხდარი ყოველი ცვლილება ჩემს ცხოვრებაში და რეალობაში მყისვე ისახებოდა და ჩემთან ერთად ჩემს ირგვლივ არსებული სამყაროც და ადამიანებიც იცვლებოდნენ. მე ამას შინაგან ძალას ვუწოდებ. მჯერა, რომ ეს ძალა თითოეულ ჩვენგანშია და ის იღვიძებს მაშინ, როდესაც ამის სურვილს და მზაობას გამოვხატავთ.

ჩვენ არ ვართ ის, რაც ჩვენ შეგვემთხვა. ჩვენ არ ვართ ის წარმოდგენები, რაც საკუთარ თავზე გვაქვს. ჩვენ ვართ იმაზე მეტი, ვიდრე ჩვენი ფიქრები, ჩვენი ემოციები, ჩვენი შეხედულებები, ჩვენი გამოცდილება და როდესაც მათ კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებთ და მათგან ვთავისუფლდებით, მათ მიღმა არსებულ ნამდვილ მეს ვაცნობიერებთ, ჩვენს ჭეშმარით ბუნებას ვუერთდებით და ჩვენს წინ დიდი სივრცე, ახალი სამყარო იშლება… უსაზღვრო შესაძლებლობებით…

საკუთარ თავზე მუშაობით შევძელი ჩემი ცხოვრება რადიკალურად შემეცვალა და შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ჩემი ოცნების ცხოვრებით ვცხოვრობ.

თუმცა, ეს ყოველთვის ასე არ იყო.

ადრე ძალიან მორცხვი, დაკომპლექსებული, ჩაკეტილი ადამიანი ვიყავი, ჩემს თავზე უარყოფითი წარმოდგენა მქონდა, არ მჯეროდა საკუთარი თავის, ჩემი თავი უსარგებლოდ მიმაჩნდა, არ მქონდა რეალიზებულობის განცდა, არ გამომდიოდა პირადი ცხოვრების აწყობა და ადამიანებთან ურთიერთობა.

დღეს კი ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა – მე მაქვს ჩემი საყვარელი საქმე, რომელიც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს, უდიდეს მოტივაციას, შთაგონებას მაძლევს და რითიც ბევრი ადამიანისთვის სასარგებლო ვარ, მაქვს ჩემი მომავლის ცხადი ხედვა, ბევრს ვმოგზაურობ, ვსწავლობ საუკეთესო პროფესიონალებთან და მენტორებთან.

ჩემი პირადი ცხოვრება ბედნიერი და სავსეა – გვერდით მყავს არაჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც ჩემი სჯერა და რომელიც მხარს მიჭერს.

საკუთარი შედეგებიდან გამომდინარე კი მჯერა, რომ თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია ჩვენი ოცნების ცხოვრება შევქმნათ თუ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას ავიღებთ და გავთავისუფლდებით იმ ყველაფერი ზედმეტისგან, რაც გვაფერხებს, გვბოჭავს და ხელს გვიშლის. ჩემი მხრიდან კი ამ პროცესში ძალიან დიდი სიამოვნებით დაგეხმარებით.

სიყვარულით
თინათინ ბასილაია

ავტორი პროგრამებისა: 
 
1. 90-დღიანი ონლაინ-პროგრამა – “საკუთარ თავთან ჰარმონიაში;” 
2. 5-კვირიანი პროგრამა ქალებისთვის – “იბრწყინე შიგნიდან.” 
3. ბაირონ ქეითის “სამუშაოს” პროფესიულად შესასწავლი პროგრამა; 
4. ბაირონ ქეითის “სამუშაოს” ვორქშოფი;
5. ინდივიდუალური პროგრამა – გააღვიძე შინაგანი ძალა;

გალერეა - თინათინის გზა

თინათინ
ბასილაია

Facebook Instagram Youtube
  • მთავარი
  • თინათინის შესახებ
  • ბლოგი
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი

Copyright © All Rights Reserved.

Created by LandingPay.Ge