ორი ჯადოსნური დღე საოცარ ბავშვებთან! ძალიან საინტერესო და შთამაგონებელი იყო მათთან მუშაობა. 😍😍😍
შევეცადე საკუთარი მაგალითით, საკუთარი ისტორიებით, ცოდნით და გამოცდილებით შთამეგონებინა ისინი, რომ სჯეროდეთ საკუთარი თავის, ოცნებების, მიზნების, არასდროს დანებდნენ და იპოვონ საკუთარ თავში ის უდიდიესი ძალა რომელიც მათ აქვთ, აიღონ 100%-იანი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და შექმნან თავიანთი ჯადოსნური ცხოვრება…
დიდი მადლობა კანტის აკადემიას კანტის აკადემია • Kant’s Academyამ არაჩვეულებრივი შესაძლებლობისთვის. ☀️☀️☀️☀️
აქვე გიზიარებთ მათ გაცნობიერებებს, რომლებსაც როდესაც ვკითხულობ, მეტირება…
✍️ “მე ვარ ნინო კილაძე, ადამიანი, რომელსაც იმედი დაუბრუნეთ და სურვილი, რომელიც ბავშვობიდან ქონდა ისევ დაუბრუნეთ! დღეს კი თითქოს უფრო გამიმარტივეთ იმის დანახვა, თუ რა მსურს და ეს როგორ უნდა გავაკეთო. ამიგეთ კიბეები, რომელიც ცხოვრებას გამიმარტივებს…
დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის.
საუკეთესო ლექტორი ხართ და გისურვებთ ოცნებების ასრულებას.”
✍️ “ამ ლექციიდან მივდივარ უზომოდ მოტივირებული. გავაცნობიერე, რომ ცხოვრება სავსეა “ჯადოსნური ისტორიებით” და მიზანი დამესახა, რომ გავხდე თქვენნაირი წარმატებული ცხოვრებაში. ერთ-ერთი მისაბაძი ადამიანი ხართ!”
✍️ “ბავშვობიდან მინდოდა, რომ დამეწერა რაიმე, რასაც სხვას გავუზიარებდი. 2018 წლის ბოლოს კი, როცა გავაანალიზე რა მსურდა, მივხვდი, რომ მე არამარტო უნდა ვიკითხო წიგნები, არამედ დავწერო…
ღამეების თენების, ისტორიების ძიების, ცნობილ მწერლებთან გასაუბრების შემდეგ როცა 100% ვიყავი დარწმუნებული, რომ წიგნი მომდევნო წელს 2020-ში დაიბეჭდებოდა, გამოჩნდა მეგობარი, რომელმაც დამინგრია წარმოდგენა და მთელი ნაშრომი ნაგავში ჩაიყარა.
მე კი დღეს ჩემი მიზანი დავიბრუნე და მივხვდი რეალურად რა მსურს.
და მწამს მე დავწერ წიგნს, რომელსაც თქვენც წაიკითხავთ.
მადლობა, რომ დამიბრუნეთ მიზანი.”
✍️ “ვისწავლე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღება. იმ საქმის სიყვარული, რასაც ვაკეთებთ და მაქსიმალური მონდომება მიზნის მისაღწევად. უნდა გვინდოდეს გულით და აუცილებლად გამოგვივა.
მინდა გითხრათ, რომ ძალიან შთამაგონებელი სპიკერი ხართ. მე პირადად ორშაბათს სერიოზული გამოსვლა მაქვს აუდიტორიის წინაშე და თქვენმა საუბარმა კიდევ უფრო მეტი თავდაჯერებულობა მომცა. ვიწამე ჩემი ძალის და შესაძლებლობების. მადლობა.”
✍️ “მივხვდი რა არის საჭირო იმისთვის, რომ ავიხდინო ოცნება. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მომეცა უფრო მეტი ძალა და მოტივაცია მივაღწიო დასახულ მიზანს და საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალო. ძალიან დამაინტერესა იმ ისტორიებმა, რასაც თქვენ გვიყვებოდით და შთამაგონა შევძლო ყველაფერი ცხოვრებაში.”
✍️ “დღეს მივხვდი, თუ რა მნიშვნელოვანია ჩვენი ყოველი ნაბიჯი ემსახურებოდეს იმ მიზანს, რისთვისაც ვიღწვით.
ყოველთვის შეგიძლია დაიწყო იმის კეთება, რაც შენს მიზანთან მიგიყვანს.
ასე გაწერილმა გეგმამ დამანახა, რომ თუნდაც ის უმნიშვნელო რამ, რასაც ვაკეთებ, სინამდვილეში პროდუქტიულია და წინ უძღვის მომავალ წარმატებას.
ბლოკნოტი ხომ შევიძინე და დამეხმარა ფიქრების და მიზნების გადმოტანა და ახლა აუცილებლად დავიწყებ უფრო მასშტაბურად მათ გადმოტანას, ანუ ფორმატზე და თანაც უკვე ცხოვრებაშიც.
დიდი მადლობა და გისურვებთ 2019 წელს აგისრულდეთ ყველა ის მიზანი, რაც ფორმატზე დაწერეთ. ძალიან მაგარი გოგო ხარ.”
✍️ “ამ ლექციამ ძალიან დიდი შთაბეჭდილება დამიტოვა და რაც მთავარია მოტივაცია მომცა, რომ შემეცვალა ჩემი ცხოვრება, აზრები, ჩემი თავი. ამ საათ-ნახევარმა შეცვალა ჩემი აზროვნება უკეთესობისკენ და ძალიან აღფრთოვანებული ვარ თქვენი ლექციით. მადლობა ამ ყველაფრისთვის.”
✍️ “მე დღეს გავაცნობიერე, რომ მაქვს უამრავი მიზანი, რომელსაც უნდა მივაღწიო.
გავიაზრე, რომ დიდი მიზნის მისაღწევად ჯერ პატარ-პატარა მიზნებს უნდა მივაღწიოთ.
ძალიან დიდი მადლობა, რომ ეს ყველაფერი გამაგებინეთ.”
✍️ “აქედან მიმაქვს ცოდნა იმის, რომ ადამიანი არ უნდა დანებდეს და თავისი მიზანი ბოლომდე უნდა მიიყვანოს. მე მასწავლებლის ისტორიები გავიგე და ძალიან მომეწონა ეს ტრენინგი. ასევე ისიც გავიგე, რომ ჩვენ თავებზე 100%-ით უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა და არ უნდა გავიშვიროთ ხელი გარე სამყაროზე, რადგან ამ დროს ჩვენ შინაგან ძალას ვკარგავთ. კარგი ტრენინგი იყო. მას ვიცი ახლა კითხულობთ. ნახვამდის.”
✍️ “დღევანდელი დღიდან მივხვდი, რომ თავი არ უნდა დავზოგო, ყოველთვის უნდა ვიმოქმედო და მიზნებს მივაღწევ.
დღევანდელმა ლექტორმა მომცა სურვილი წავიკითხო მეტი წიგნები და ვიფიქრო მეტი.
ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო ჩემთვის, მიმაქვს ბევრი ახალი აზრები და იდეები.
მივხვდი, რომ ძალიან ბევრი რამის გაკეთება შემიძლია და მადლობა ამისთვის.”
✍️ “გვჯეროდეს ჩვენი თავის. თუნდაც მსოფლიო შენს წინააღმდეგ იყოს, არ დავნებდეთ, მთავარია ჩვენ არ ვთქვათ უარი ჩვენს თავზე, ოცნებებზე. ვიმუშავოთ მეტად ჩვენს თავზე, რომ ვიყოთ ძლიერები. შინაგანი ძალის პოვნა. გვიყვარდეს ჩვენი საქმე, არ ვიცხოვროთ სხვისი ცხოვრებით, აზრებით.
ჩვენი ცხოვრება ჩვენთვითონ დავწეროთ.”
✍️ “დღეს უფრო თვალსაჩინო გახდა ჩემი მიზნები და რა უნდა გავაკეთო ამ მიზნების მისაღწევად. ჩემ თავთან მუშაობაში ძალიან დამეხმარა ეს ორი ლექცია. მივხვდი, რომ ცხოვრება მარტო სიამოვნება არაა (ძილი, ჭამა, გართობა) გავაცნობიერე, რომ შრომას მოაქვს უკეთესი სიამოვნებები.”
✍️ “გავიგე თუ სიყვარული რას აკეთებს, ასევე ის, რომ ენერგია და მოძრაობა არის საჭირო, ის, რომ თუ რაღაცა ძალიან მინდა აუცილებლად მოხდება.”
✍️ “დღეს გავაცნობიერე, რომ დღევანდელი დღე განსაზღვრავს ჩვენს მომავალს და აუცილებელია ახლა ვიმოქმედო მომავლის კეთილდღეობისთვის.
დღევანდელმა ლექციამ ძალიან დამაინტერესა და ჩემი მიზნები უფრო მკაფიო გახდა ჩემთვის.”
✍️ “დღეს გავაცნობიერე, რომ ყველანაირ სიტუაციაში, როცა თავს გრძნობ გამოუსადეგრად და გგონია, რომ არ ხარ არაფრის ღირსი, არსებობს მომენტი, როცა ფეხზე წამოდგომა შესაძლებელია. ასევე გავიგე, რომ ცხოვრებაში რაღაც როლი გვაქვს, რის გამოც მოვევლინეთ ამ ქვეყანას, მაშინ, როცა აქამდე ვერ ვხვდებოდი რისთვის დავიბადეთ. და დღეს მგონია, რომ ყველაფრის გაკეთება შემეძლება მომავალში, რაც ახლა ძალიან მინდა და წარმოუდგენლად მიმაჩნია.”
✍️ “გავაცნობიერე, რომ უნდა ვიყო საკუთარი მე. უნდა გავაკეთო ის საქმე, რაც მიყვარს და რაც ჩემია. საქმეს უნდა მოვეკიდო დიდი სიყვარულით.
“ოცნებები ხდება” მთავარია გულით გსურდეს.
“My life is my message.”
ვახ…არც კი ვიცი რა ვთქვა…
უბრალოდ, მადლიერი ვარ ჩემი საქმის და პროფესიის, რომ მან ამირჩია 🙏🙏😍😍☀️☀️🤩🤩🙏🙏✨✨✨