პარისში კვლავ გავუწიე ბაირონ ქეითის ტრენინგს ასისტენტობა. საოცარი ტრენინგი იყო. 2 დღიანი და მას ესწრებოდა 1300-1600 ადამიანი. უდიდესი გამოცდილება მივიღე ასეთი მასშტაბური ტრენინგის ასისტენტობის გაწევით.
აქვე გიზიარებთ იმ გაცნობიერებებს, რაც ტრენინგის მსვლელობის დროს მქონდა.
ნაწილი 4
🔸 You’re punishing him for what you was believing about him – მას სჯი იმ ფიქრების გამო, რისიც მის შესახებ გჯეროდა.
🔸 reality is a gift – flawless gift!
რეალობა საჩუქარია – უნაკლო საჩუქარი!
🔸 You never have to guess. Just ask and wait in stillness the answer to come – არასდროს გჭირდება გამოიცნო. უბრალოდ შეკითხვა დასვი და დაელოდე პასუხს, რომელიც სიჩუმეში მოვა.
🔸 Me to take responsibility on how I see the things doesn’t require people in my life. But the clearer I get the more I see how they’re perfect.
მე რომ პასუხისმგებლობა ავიღო იმაზე, თუ როგორ აღვიქვამ მოვლენებს, ეს არ საჭიროებს ეს ჩემს ცხოვრებაში არსებულ სხვა ადამიანებს. უფრო მეტიც, რაც უფრო მეტს ვიგებ, მით უფრო მეტად ვხედავ ისინი როგორი სრულყოფილები არიან.
🔸 There’s a way to wake up! არსებობს გზა გამოიღვიძო!
🔸 The mind that has written it, isn’t the same mind that is reading it now. It’s progressing. It sees more, clearer now.
გონება, რომელმაც ეს დაწერა, აღარ არის იგივე გონება, რომელიც ახლა კითხულობს. ის პროგრესს განიცდის. ის მეტს, უფრო ნათლად ხედავს.
აქ, ქეითმა ეს უთხრა ქალს, რომელიც თავის სამუშაო ფურცლის გაგრძელებას კითხულობდა და თავის დაწერილ ფიქრებზე ეცინებოდა. როდესაც რამდენიმე ფიქრი გამოიკვლია თავისი სამუშაო ფურცლიდან და სიტუაცია უფრო ცხადად დაინახა, ბევრი იცინა თავის მომდევნო ფიქრებზე, რამდენად აბსურდული იყო.
🔸 Can you realize what you don’t realize?
Can you make yourself do what you can’t do? – He’s just like you.
შეგიძლია გააცნობიერო ის, რასაც ვერ აცნობიერებ?
შეგიძლია შენს თავს დააძალო იმის გაკეთება, რასაც ვერ აკეთებ? – ისიც შენნაირია.
🔸 We’re all addicted to someone or something. Free is free.
ჩვენ ყველანი რაღაცას ვეჯაჭვებით/ რაღაცაზე ვართ დამოკიდებული.
თავისუფალი თავისუფალია.
🔸 3 sons!
He has a son. You have a son. His son isn’t yours. Your son isn’t his. You have a relationship your your son, he has a relationship with his son. No those two sons ever met. He shouldn’t accept your son.
3 შვილი:)))
მას ყავს შვილი. შენც გყავს შვილი. მისი შვილი შენი შვილი არ არის. შენი შვილიც არ არის მისი შვილი. შენ შენს შვილთან გაქვს ურთიერთობა, მას მის შვილთან აქვს ურთიერთობა. ეს ორი შვილი ერთმანეთს არასდროს შეხვედრია. მან არ უნდა მიიღოს შენი შვილი.
ეს იყო საოცარი მომენტი. ქეითი მუშაობდა ქალთან, რომელსაც ყოფიულ მეუღლესთან ჰქონდა პრობლემა. იქ მათი საერთო შვილიც დომინირებდა. ქეითი თავის სიტყვებში გულისხმობს იმას, რომ მათ კი ერთი შვილი ყავთ, მაგრამ სინამდვილეში არსებობს სამი შვილი. ერთი – ის ისტორია, რომელსაც მამა თავის შვილზე ყვება. მისი წარმოდგენა თავის შვილზე.
მეორე – ის ისტორია, რომელსაც დედა თავის შვილზე ყვება. მისი წარმოდგენა თავის შვილზე.
მესამე – ნამდვილი, რეალური შვილი, რომელსაც არც კი იცნობენ, რომელიც მათი ისტორიების მიღმაა.
ქეითი ეხმარება დაინახოს, რომ მისმა მეუღლემ არ უნდა მიიღოს ის “შვილი”, ის ისტორია, რომელიც ქალს თავისი შვილის შესახევ აქვს.
🔸 Ego is identifying who you’re – if you’re alone and don’t like this company.
ეგო იდენტიფიცირებას აკეთებს თუ ვინ ხარ შენ – იმ შემთხვევაში, თუ მარტო ხარ და ეს კომპანიონი არ მოგწონს.