დიდი სიამოვნებით გიზიარებთ იმ გაცნობიერებებს, რაც ამსტერდამში ჩატარებულ ბაირონ ქეითის ტრენინგზე მქონდა. ეს იყო საოცარი და დაუვიწყარი გამოცდილება! ტრენინგს ესწრებოდა 750 ადამიანი მთელი მსოფლიოდან.
ნაწილი 3
🔸 “Are you even aware where his hand is? (remembering where his hand was, anticipating where it will be. past/future) – მისი ხელი საერთოდ იცი სად არის? (იხსენებ წარსულში სად იყო, ვარაუდობ მომავალში სად იქნება. წარსული/მომავალი)
ეს იყო ძალიან ღრმა მუშაობა ქალთან, რომელზეც მამამ იძალადა, როგორც მუშაობიდან გავიგეთ სექსუალურად. მომენტი იყო, როდესაც მამა მას უახლოვდებოდა და ამ დროს მას მამა სძულდა. ქეითი ცდილობდა დახმარებოდა მას უფრო ცხადად შეეხედა კონკრეტუილ მომენტში რა ხდებოდა, იმ მომენტში როცა ის იტანჯებოდა. როცა მამა ოთახში შემოვიდა და ჯერ მასთანაც კი არ იყო მიახლოვბული, ის უკვე წარსულ/მომავლის სიზმარში იყო – წარსულში იხსენებდა მამას, მის ხელს, თუ როგორ ეხებოდა და სად ეხებოდა, შემდეგ გადადიოდა ფიქრებით მომავალში, რომ მამა უკვე მიუახლოვდა და იმავეს აკეთებს. რეალობა იყო, რომ მამა ჯერ კართან იდგა და ის უკვე წინასწარ იტანჯებოდა. ძალიან ღრმა და ძლიერი მუშაობა იყო. ეს შეკითხვა კი უძლიერესი და გამოსაფხიზლებელი – “მისი ხელი საერთოდ იცი სად არის?”
🔸 Past is over. We’re safe right here, right now. – წარსული დამთავრდა. ჩვენ სწორედ აქ, სწორედ ახლა უსაფრთხოდ ვართ.
🔸 Clear mind is everything – საღი აზრი, ჯანსაღი გონება – ყველაფერია!
🔸 You’re our possibility – შენ ჩვენი შესაძლებლობა ხარ. ეს უთხრა მუშაობის დროს ქალს იმ გაგებით, რომ როდესაც ის ტრავმულ გამოცდილებას იკვლევს და პოულობს თავისუფლებას, სიმშვიდეს, ის ხდება გზა, ის ხდება სხვა ადამიანებისთვისაც შესაძლებლობა და მაგალითი, რომ ეს შესაძლებელია, მიღწევადია. ანუ “შენ ჩვენი შესაძლებლობა ხარ” რომ მივხვდეთ რამდენად ღრმად შეგვიძლია წასვლა.
🔸 As I get clear my choices becomes sane – რაც უფრო ცხადი ვხდები, ჩემი არჩევანიც/გადაწყვეტილებებიც უფრო ჯანსაღი ხდება
🔸 No one has to do The Work, but me – ჩემს გარდა არავინ არის ვალდებული “სამუშაო” შეასრულოს.
🔸 You’re not even there. Witnessing a movie. It’s a movie. What causes suffering? Bullies or those images of past an future? – შენ იქაც კი არ ხარ. ფილმს უყურებ. ეს ფილმია. რა იწვევს შენს ტანჯვას? ბულინგი თუ წარსულის და მომავლის სურათები?
აქ მუშაობდა დედასთან, რომლის შვილიც ბულინგის მსხვერპლი იყო სკოლაში. ქეითი ეხმარებოდა დაენახა, რომ მას ტკივილს თავად ბულინგზე მეტად თავისი წარმოდგენები, წარსულისა და მომავლის სურათები აყენებდა.
🔸 If you’re angry, you’re dreaming. – თუ გაბრაზებული ხარ, სიზმარში იმყოფები.
🔸 We don’t see the person with us, in front of us and we see the person we believe to be. It shows that there’re is un unfinished business running in your mind. If you feel powerless – It’s just about another worksheet.
ჩვენ ვერ ვხედავთ ჩვენს წინაშე მყოფ ადამიანს, ჩვენ მის მაგივრად ვხედავთ იმას, რისიც მის შესახებ გვჯერა. ეს გვაჩვენებს, რომ გამოუკვლეველი/დაუსრულებელი ისტორიით არის ჩვენი გონება მოცული. თუ თავს უძლურად გრძნობ, ეს უბრალოდ კიდევ ერთი სამუშაო ფურცლის თემაა.
🔸 I look at my daughter. Is that my daughter or an imagination? Daughter or past images of daughter or future images of daughter? Wake up into those images!
ვუყურებ ჩემს შვილს. ის ჩემი შვილია თუ ჩემი წარმოსახვა? ჩემი შვილი თუ ჩემი შვილის შესახებ წარსულის სურათები ან ჩემი შვილის შესახებ მომავლის სურათები? გამოიღვიძე ამ სურათებში!
🔸 Heart – right mind – გული – ეს ჯანსაღი გონებაა.
🔸 fearless state of mind – it’s pure connection, deep connection.
there everything is possible. Limitless state of mind.
გონების უშიშარი მდგომარეობა – ეს წმინდა კავშირია, ღრმა კავშირია.
🔸 I’m an imagined self – until I take responsibility on myself.
მე წარმოსახვაში არსებული “მე ვარ” – მანამ, სანამ ჩემს თავზე პასუხისმგებლობას არ ავიღებ.
🔸 being present – is to love life.
იყო მომენტში – ეს არის, რომ გიყვარდეს ცხოვრება.
🔸 there is nothing that I can’t deal NOW.
ახლა – არაფერი ისეთი, რასაც ვერ გავუმკლავდები.
🔸 When you get present – you’re unlimited in a fearless state.
როდესაც აწმყოში ბრუნდები – შენ შეუზღუდავ და უშიშარ მდგომარეობაში გადადიხარ.
🔸 you try to protect the child – this image of child – past/future! Come home with your child.
ცდილობ დაიცვა ბავშვი – შენი წარმოდგენა ბავშვის შესახებ – წარსული/მომავალი! დაუბრუნდი შენს შვილს.
აქ ქეითი გულისხმობდა იმას, რომ როდესაც მისი შვილი ბულინგის მსხვერპლი იყო. მან თავის შვილთან დაკავშირებით შექმნა წარმოდგენა, ისტორია იქიდან გამომდინარე რაც შეემთხვა და რაც შეიძლებოდა მომავალში შემთხვეოდა. ის ცდილობდა თავისი შვილის დაცვას ამ ისტორიებიდან გამომდინარე და ყოველ მომენტში, როდესაც შვილთან ჰქონდა ურთიერობა, ჰქონდა ამ წარმოდგენებთან მისი შვილის შესახებ და ყოველ ახალ მომენტში, მის ნამდვილ შვილს ვეღარ ამჩნევდა და ხედავდა, რომელიც შეიძლება კარგად იყო იქ, იმ მომენტში. ძალიან ღრმაა…
🔸 Love is the power! you got that. But where is this awareness of love when you’re in a trance.
სიყვარული ძალაა! შენ ეს უკვე გაიგე. მაგრამ, სად არის სიყვარულის გაცნობიერება მაშინ, როდესაც ტრანსში ხარ?
🔸 Are you okay? – describe the situation without what you believe. All is well in your world, in reality.
კარგად ხარ? – აღწერე სიტუაცია იმის გარეშე, რისიც გჯერა. ყველაფერი კარგად არის შენს სამყაროში, რეალობაში.
🔸 No one has a power to take a peace from you.
Cause of suffering – what you’re thinking and believing – არავის ძალუძს სიმშვიდე წაგართვას.
ტანჯვის მიზეზია ის, რასაც ფიქრობ და რისიც გჯერა.