ნაწილი 2
🔸 You can’t hurt me. What I believe about you can hurt me – შენ არ შეგიძლია გული მატკინო. გულს მტკენს ის, რასაც შენს შესახებ ვიჯერებ.
🔸 Is my mother or father guilty?
No.
I’m the one who believed it. I’m creating my world.
დედა ან მამაა დამნაშავე?
არა.
მე ვიყავი ის, ვინც დაიჯერა. მე ვქმნი ჩემს სამყაროს.
🔸 სხვებს ვადანაშაულებთ იმაში, რომ გვძინავს და სხვებზე ვბრაზდებით იმის გამო, რომ გვძინავს.
Blaming my parents that I’m sleeping – ჩემს მშობლებს ვაბრალებ იმას, რომ მძინავს.
🔸 If I’m judging you, whose thoughts are they? – I’m responsible of my thoughts.
თუ მე შენ განგიკითხავ, ვისი ფიქრებია ეს? – მე ვარ ჩემს ფიქრებზე პასუხისმგებელი.
🔸 war isn’t necessary. – ომი საჭირო არ არის.
🔸 If I’m enlightened on it, I can change. If I’m not enlightened on it, I can’t, because I’m blind. – თუ მე კონკრეტულ საკითხში გათვითცნობიერებული ვარ (სხივი მაქვს მოფენილი მასზე), მე შემიძლია შევცვალო. თუ არ ვარ გათვითცნობიერებული, არ შემიძლია შევცვალო, რადგან ბრმა ვარ.
🔸 I hurt me by comparing nothing (images) to something (reality) – this is a confusion.
I’m in a movie. I watch it and I can’t see this person.
ჩემს თავს ტკივილს ვაყენებ, როდესაც არაფერს (გონებაში არსებულ სურათებს) ვადარებ რაღაცას (რეალობას) – ეს დაბნეულობაა, ეს გაუგებრობაა.
მე ფულმში ვარ. მას ვუყურებ და ჩემს წინაშე ადამიანს ვეღარ ვხედავ.
🔸 Guilt – “I want to kill her” – where it comes from?
Katie: Well, you see the images”
დანაშაულის შეგრძნება – ” მინდა ის მოვკლა” – საიდან მოდის ეს?
ქეითი: შენ უყურებ სურათებს.
აქ ქეითი ქალთან მუშაობდა, რომელსაც აღიზიანებდა თავისი შვილი და როდესაც ის ოთახს ურევდა მისი მოკვლა უნდებოდა იმდენად ბრაზდებოდა. შემდეგ კი დანაშაულის შეგრძნება უჩნდებოდა თავისი ფიქრების გამო.
ქეითმა მისი სურვილი ახსნა იმით, რომ თუ ბრაზისგან გვიჩნდება სურვილი რომ სხვას რამე დავუშავოთ ან მოვკლათ (აქ გაზვიადებულია, მაგრამ მაინც) ეს ხდევა იმიტომ, რომ გონებაში ჩნდება წარსულიდან და მომავლიდან სურათები, წარმოდგენები, მათ ვიჯერებთ, მათზე ვრეაგირებთ და შემდეგ ჩნდება ემოცია და სურვილი სხვას რამე დავუშავოთ.
🔸 I’m at home with this world – მე ამ სამყაროში თავს შინ ვგრძნობ. ძალიან მომეწონა ეს სიტყვები, ქეითმა თქვა. მეც მინდა ამ სამყაროში თავი შინ ვიგრძნო 😍😍😍
🔸I’m imagination. I imagine myself. What doesn’t live, can’t die” -მე წარმოსახვა ვარ. მე ჩემს თავს წარმოვიდგენ. ის, რაც არც ცხოვრობს, ვერც მოკვდება.
🔸 Without the past, the moment in time am I okay?
წარსულის გარეშე, მოცემულ მომენტში არ ვარ კარგად?
🔸 In present, who am I? – აწმყოში, ახლა, ვინ ვარ მე?
🔸 I’m receiving all those gifts, because I’m alive – მე ამ ყველა საჩუქარს ვიღებ იმიტომ, რომ ცოცხალი ვარ. ეს იყო შებრუნება სტრესული ფიქრისა – “მე ამ ყველა საჩუქარს ვიღებ იმიტომ, რომ მალე მოვკვდები” – ამ დროს ქეითი მუშაობდა ქალთან, რომელსაც ჰქონდა სიმსივნე და რომელსაც მანქანა აჩუქეს. მან ეს საჩუქარი და ყველა საჩუქარი დაუკავშირა თავის დაავადებას და ფიქრობდა, რომ საჩუქრებს იმიტომ სჩუქნიდნენ, რომ მალე მოკვდებოდა. ძალიან ღრმა მუშაობის პროცესი გამოვიდა. მან აღმოაჩინა, რომ სიმსივნე არსებობდა მის გონებაში, წარსულისა და მომავლის ფიქრებში – წარსულში, რომ მას ამის შესახებ უთხრეს, მომავალში, რომ შეიძლება ის გარდაიცვალოს ან დაიტანჯოს. ამ ფიქრების მის გონებაში მუდმივიო ტრიალის შედეგად, ის ამ მომენტში ვერ ცხოვრობდა და ვერ ირგებდა მოცემულ მომენტს, სადაც მან აღმოაჩინა მუშაობის შედეგად რომ თავს არაჩვეულებრივად და ძალიან ჯანმრთელადაც კი გრძნობდა.
🔸 With the inquiry I live with “Don’t know mind”. I follow the simple directions” – გამოკვლევის პროცესთან (“სამუშაოსთან”) ერთად ვცხოვრობ “გონებით, რომელმაც არაფერი იცის”. მივყვები მარტივ მიმართულებებს.
აქ ქეითი გულისხმობს იმას, რომ როდესაც იკვლევს ფიქრებს, მისი გონება იწმინდება და ის სრულად იხსნება სამყაროს და მომენტის მიმართ, სადაც არაფერი იცის, სადაც არ იცის რა მოხდება მომდევნო მომენტში, სადაც არ იცის რას გააკეთებს და ის მიყვება იმ მარტივ მითითებებს, რასაც იმ მომენტში ის ხმა კარნახობს, რომლის მოსმენაც შესაძლებელია, როცა გონება მშვიდი და სუფთაა.
🔸 Fear is blind. It can’t see. – შიში ბრმაა. ის ვერ ხედავს.