სამყაროს ნიშნები ✨🍭🌈💫☀️🎁🎈✨
როდესაც რაღაც ახალი მიზანი, სურვილი, ოცნება მაქვს, სამყაროსგან გამოგზავნილ ნიშნებს ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ, მგონია, რომ ის მაჩვენებს რამდენად სწორ გზაზე ვარ. თან ამ პროცესით ძალიან ვერთობი 😍😍😍😄😄✨✨✨
მახსოვს, დეკემბერში, როდესაც არწიომმა ტონი რობინსის ტრენინგის ბილეთი იყიდა მითხრა, რომ მიდიოდა და მეც მეფიქრა მასთან ერთად თუ ვისურვებდი ლონდონში ტონი რობინსის ტრენინგზე დასწრებას.
იმავე დღეს, საღამოს, სახლში დედაჩემი მოდის ჩემთან და მეუბნება, რომ სურს ახალი ჩაის ჭიქა მაჩუქოს და მაძლევს ჭიქას, რომელსაც ახატია ბუკინგემის სასახლე 😁😁😁ჰმმ… სამყაროს პირველი ნიშანიც დავჭირე, რომელმაც მაჩვენა, რომ მე ამ ტრენინგზე უნდა წავსულიყავი და რომ სწორი მიმართულებით მივდიოდი.
შემდეგ ძალიან ვერთობოდი ახალ-ახალი ნიშნების გამოჩენით და შეგროვებით 😄🤩🤪🔮✨
მაგალითად ვყიდულობ ხელსახოცებს და ვხედავ ლონდონი აწერია. შევხედავ ტანსაცმლის იარლიყს და ვხედავ ლონდონში დამზადებული აწერია. შეხვედავ შემთხვევით ჩანთას და ქვემოთ ლონდონი აწერია. ყველგან მხვდებოდა ლონდონი, ბრიტანეთის დროშა ან რაიმე, რაც ინგლისთან დაკავშირებული იყო. ბაირონ ქეითის ინსტიტუტშიც კი თებერვლის თვეში შემთხვევითი არჩევის პრინციპით შემხვდა ინგლისელი პარტნიორი, რომელიც ლონდონში ცხოვრობს. ესეც ჩემთვის ნიშანი იყო, რომ ჩემს მიზანთან ახლოს ვიყავი. 😍😍😍
კიდევ ერთი მაგარი ნიშნანი მქონდა. ტონის ტრენინგის ბილეთები ყოველთვე ძვირდება და უკვე ეს ეს არის უნდა ვიყიდო საკმაოდ გაძვირებული ბილეთი, როდესაც დამირეკა ჩემმა მეგობარმა ზაზამ და მითხრა, რომ მასთან ერთად ნაყიდი ჰქონდა ბილეთი ერთ გოგონას, რომელიც ვეღარ მოდიოდა და თავის ბილეთს ყიდდა, რომელიც წინასწარ, საწყის ფასში ჰქონდა ნაყიდი. ძალიან გამიხარდა 😍😍✨✨ რა თქმა უნდა ეს არაჩვეულებრივი შესაძლებლობაც გამოვიყენე. დიდი მადლობა ზაზა და ლიკა ამისთვის! Zaza LolashviliLika Nikoladze 😍😍😍
ამ ნიშნების შეგროვებისას მე და არწიომს სასაცილო ისტორიაც გადაგვხდა. ანტალიაში 3 კვირის წინ არწიომი დარბოდა, მე კი ველოსიპედით მივყვებოდი და დავინახე დიდი ბრიტანეთის დროშა, ამ დროს საელჩოში ვიზაზე საბუთები უკვე შეტანილი გვქონდა ორივეს და ეს დროშა რომ დავინახე კიდევ ერთ ნიშნად მივიღე და გამიხარდა. მივედი და სურათი გადავუღე. უცბად გამოვიდა იქიდან კაცი და როგორც არწიომმა გადმომითარგმნა თურქულად მეკიხებოდა ეს რა ვქენი, სურათი ხომ არ გადავუღე შემთხვევით. თურმე საელჩო ყოფილა და აკრძალულია სურათის გადაღება. 😆😆🙈მეთქი “სელფი, სელფითქო”, გავაგებინე რომ ჩემს თავს გადავუღე სურათი, აბა ჩემი ახალი ნიშნის წაშლას არ ვაპირებდი ტელეფონიდან. ჯარიმას გადავრჩი. ბევრი ვიცინეთ😆😆🙈🙈
ბოლოს ყველაზე საყვარელი ნიშანი იყო, ჩემს ვორქშოფზე ჩემი უკარგესი და უსაყვარლესი მონაწილის და არაჩვეულებრივი ადამიანის, თამუნას საჩუქარი-სუვენირი. Tam Moonვორქშოფის შემდეგ თამუნა მოდის და მეუბნება, რომ ჩემთვის საჩუქარი აქვს და მაძლევს ამ სუვენირს, რომელიც სურათზეა და მეუბნება, რომ ძალიან უხარია, რომ ლონდონში მივდივარ. ისე გამიხარდა ამ სუვენირის მიღება, ესეც ძალიან ცხადი და აშკარა ნიშანი იყო ჩემთვის სამყაროსგან, რომ სამყარო თამუნას სახით მელაპარაკებოდა, რომ ყველაფერი გამოვა. 😍😍😍😍
2 დღეში ვიზაზე უარს მეუბნებიან… დავფიქრდი, იმდენად შეუსაბამო იყო ამდენი ნიშანი სამყაროსგან და შემდეგ უარი ვიზაზე. 🤔 თან აქვე მახსენდება ტრენინგზე მივდივარ, რომელსაც ქვია “გამოაღვიძე შენში ძალა.” 😁😁 ოპაა… ახალი გამოწვევა და მომზადება ტრენინგისთვის საკუთარ მაგალითზე. გამოწვევა მიღებულია. 😏 რა თქმა უნდა გავაგრძელე ჩემი მიზნისკენ სწრაფვა. დრო ცოტაა დარჩენილი. მთელი სამყარო თავისი ნიშნებით მელაპარაკება, რომ მე იქ უნდა ვიყო, მე იქ უნდა წავიდე. როგორ ვუღალატო ამ ნიშნებს და ჩემს სურვილს? დავაკვირდი ამ ნიშნებს, განსაკუთრებით ბოლოს, თამუნას სიტყვებს, რომ “თინი ძალიან მიხარია ლონდონში რომ მიდიხარ”, ყოველგვარი წარსულ-მომავლის დრამების და ისტორიების გარეშე მრჩება სიტყვები, რომ “თინი შენ ლონდონში მიდიხარ.” ცხადი მესიჯი და დასტური სამყაროსგან. შევიტანე თავიდან საბუთები და 1 კვირაში დადებითი პასუხიც ჩამოდის! 😍😍😍😍
ახლა კი ვზივარ აეროპორტში და ველოდები როდის გამოცხადდება ჩასხდომა. რაღაცნაირი საყვარელი და ჰარმონიული შეგრძნებაა ჩემში, სამყაროსთან ერთიანობის, მეგობრულობის და მადლიერების. 😌☺️😍☀️🌈💛🌸✨
დღეს სიყვარულის დღეც ყოფილა, 15 აპრილი… დღეს არწიომსაც შევხვდები. მიხარია! ყოველთვის ვოცნებობდი მყოლოდა ისეთი მეორე ნახევარი, რომელთან ერთადაც ბევრს ვიმოგზაურებდი და ერთად ვივლიდით ძალიან მაგარ ტრენინგებზე და ერთად განვითარდებოდით. ეს ოცნება დღეს ჩემი რეალობაა😍😍😍✨✨✨✨
დიდი მადლობა მინდა ვუთხრა საკუთარ თავს, რომ ბევრს ოცნებობს, სჯერა ოცნებების ასრულების, სასწაულების, “ჩუდოების”, და თან ძალიან ბევრს მუშაობს საკუთარ თავზე, რომ გათავისუფლდეს იმ ყველაფერი ზედმეტისგან და ხელის შემშლელისგან, მცდარი ფიქრებისგან, რაც ხელს უშლის თავისი ოცნების ცხოვრების შექმნაში. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა საკუთარ თავს ამ ერთგულებისთვის და თავდადებისთვის. 💖💖💖💖💖
დიდი მადლობა მინდა ვუთხრა სამყაროს ამ ნიშნებისთვის და ადამიანებს მასში თანამონაწილეობისთვის, ჩემ ახლობლებს, საყვარელ ადამიანებს, გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის და რწმენისთვის 😍😍😍😍☀️☀️☀️☀️✨✨✨✨
გილოცავთ მეგობრებო სიყვარულის დღეს, დაე ჩვენს გულში მუდამდ სიყვარული იყოს 😍😍😍😍
ძალიან მიყვარს ბაირონ ქეითის სიტყვები “ცხოვრება სიყვარულია, სხვა ყველაფერი კი გამოგონილი გაუგებრობა.”
იოცნებეთ ბევრი, მოსუმინეთ სამყაროს, დაიჯერეთ სასწაულების, “ჩუდოების” და იმის, რომ თქვენი ოცნებები აუცილებლად ასრულდება, თუ თქვენც ყველაფერს გააკეთებთ ამისთვის 😍😍😍☀️☀️☀️🌈🌈🌈❤️❤️❤️💫💫💫✨✨✨
გიგზავნით ბევრ ჩუდოებს და ოცნებების ასრულების ვიბრაციებს! 😍😍😍💖💖💖☀️☀️☀️💫💫💫❤️❤️❤️🎉🎉🎉🎈🎈🎈💐🌅🌅🌷🌷🌷🎊🎊🎊🎁🎁🎁🌅💐💐🍭🍭🍭🌸🌸🌸🧚🏻♀️🧚🏻♀️🌹🌹🌹🌞🌞🌞✨✨✨✨🌼🌼🌼🍓🍓🍓🍬🍬🍬🥂🥂🥂🎯🎯🎯✅✅✅💓💓💓💝💝💝💫💫💫✨✨✨🦋🦋🦋🦋🎊🎊🎊🎈🎈🎈💞💞💞🎉🎉🎉🎁🎁🎁✨✨✨🌷🔮🔮🔮✨✨✨✨☀️☀️☀️🤩🤩🤩🎊🎊🎊✨✨✨✨
სიყვარულით, თინი 💛☀️✨