“სამუშაოს” შესრულება სულის მალამოსავით არის, ის ყოველგვარ სტრესულ შეგრძნებას, ბრაზს, წყენას, იმედგაცრუებას, გულისტკენას აქრობს, მათში სინათლე, სხივი შეაქვს, გონებაში ქაოტური ფიქრები თავის ადგილს პოულობენ, მშვიდდებიან, გვტოვებენ და რაც რჩება ეს არის – თავისუფლება, სიმშვიდე, მადლიერება, საოცარი სიხარულის და ერთიანობის შეგრძნება საკუთარ თავთან და მთელ სამყაროსთან…
დავაკვირდი, რომ “სამუშაოს” შესრულებამდე თუ ვარ გაბრაზებული, გულნატკენი, ნაწყენი ან სტრესში დაახლოებით საათნახევარში იგივე რეალობაში, სადაც გარედან არაფერი შეცვლილა ვგრძნობ საოცარ ჰარმონიას, სიმშვიდეს, მადლიერებას და სიხარულს… ✨✨✨✨
მე ამას შინაგან ძალას ვეძახი… საკუთარ ფიქრებზე მუშაობით შეცვალო შენი რეალობა… და აღმოაჩინო, რომ რაც გეგონა, რომ მოხდა, სინამდვილეში არ მომხდარა – ეს თავისუფლებაა ✨✨✨
“სამუშაო” განსაკუთრებით ურთიერთობებსა და პირად ცხოვრებაში მეხმარება ❤️❤️❤️ მას ჩემში საოცარი სიცხადე შემოაქვს, ურთიერთობები კი უფრო ღრმა, თბილი და სიყვარულით სავსე ხდება ❤️❤️❤️
მინდა ერთ შემთხვევაზე მოგიყვეთ ჩემი პირადი ცხოვრებიდან.
ახალ წელს კიევში შევხვდი ჩემს უსაყვარლეს და უძვირფასეს ადამიანთან, ჩემს შეყვარებულ არწიომთან ერთად. ახალი წლის დღეებში ვნახე ანონსი, რომ იგეგმებოდა ჯაზის საახალწლო კონცერტი. მე ჯაზი და ზოგადად მუსიკა ძალიან მიყვარს და გაგიმხელთ, ყოველთვის ვოცნებობდი მყოლოდა ისეთი მეორე ნახევარი, რომელსაც ასევე უყვარს ჯაზი და რომ ერთად ვივლიდით ჯაზ-ფესტივალებზე თუ კონცერტებზე და უდიდეს სიამოვნებას მივიღებდით მისი მოსმენით და ერთმანეთს გავუზიარებდით მუსიკით მიღებულ სიამოვნებას. არწიომი წამომომყვა კონცერტზე. მთელს კონცერტზე ეძინა და ბოლოს, კულმინაცია ის იყო, რომ მკითხა შემთხვევით თან ყურსასმენი ხომ არ მქონდა წამოღებული, რომ მისთვის მიმეცა 😆😆
ძალიან დამწყდა გული და გავბრაზდი, რომ ჩემი საყვარელი მუსიკა მას ვერ გავუზიარე და მასაც ზუსტად ჩემნაირი მუსიკალური გემოვნება რომ არ ჰქონდა…
კონცერტიდან ძალიან ნაწყენი და იმედგაცრუებული წამოვედი, მთელი გზა ხმას არ ვცემდი არწიომს, ჩემი გონება კი გატაცებით ხატავდა მომავალს, სადაც ამ შემთხვევას ანზოგადებდა და წარმოიდგენდა, რომ ჩვენ სხვადასხვა ინტერესები გვექნებოდა, ერთმანეთს ვერ გავუგებდით და ვერ შევეწყობოდით… შემდეგ ჩემი გონება კიდევ შორს წავიდა, რას ნიშნავს ნამდვილი მეორე ნახევარი – რომ მას ზუსტად ჩემნაირი გემოვნება და ინტერესები უნდა ჰქონდეს და მოკლედ ალბათ წარმოიდგენდით სად სად აღარ წამიყვანა ჩემმა გონებამ და ფიქრებმა…
გადავწყვიტე “სამუშაო” შემესრულებინა, რადგან ძალიან დათრგუნული ვიყავი. არწიომს ვთხოვე, რომ ჩემი ფასილიტატორი ყოფილიყო და ჩემთან ემუშავა ფიქრზე “ჩვენ სხვადადხვა ინტერესები გვაქვს.”
ძალიან საინტერესო და ღრმა მუშაობა გამოგვივიდა, ძალიან ბევრი გაცნობიერება და აღმოჩენა მქონდა მუშაობის პროცესში… აღმოვაჩინე, რომ ჩვენ სინამდვილეში ძალიან ბევრი საერთო ინტერესი გვაქვს გარდა მუსიკისა და რომ ჩვენი ყველაზე საერთო და მნიშვნელოვანი ინტერესია, რომ ჩვენ ერთმანეთი გვაინტერესებს და ერთად ყოფნა მოგვწონს და ერთმანეთი გვიყვარს ❤️❤️❤️
აღმოვაჩინე ისიც, რომ თუ ჩვენ სხვადასხვა ინტერესები გვაქვს და ზოგჯერ ჩვენი გემოვნება ერთმანეთს არ ემთხვევა, მაგრამ ჩვენ მაინც ერთად ვართ და მოგვწონს ერთად ყოფნა – ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ურთიერთობა ძლიერია და რაღაც უფრო ღრმა საერთო გვაქვს, ვიდრე უბრალოდ საერთო ინტერესებია, რადგან ცხოვრებაში ყველაფერი ცვალებადია, მათ შორის ინტერესებიც და დავინახე, რომ ჩვენ რომ ერთად ვყოფილიყავით მხოლოდ იმიტომ, რომ საერთო ინტერესები გვაქვს, თუ რომელიმე ჩვენგანს ეს ინტერესთა სპექტრი შეეცვლებოდა ჩვენ ერთ დღეს საერთოს ვეღარ ვიპოვიდით, ეს გაცნობიერება ჩემთვის და ზოგადად ორივესთვის ძალიან ძლიერი და მაგარი აღმოჩნდა, ძალიან მოგვეწონა და ამან სულიერად კიდევ უფრო დაგვაახლოვა და კიდევ უფრო მყარად დაგვაკავშირა ერთმანეთს 💖💖💖💖
ძალიან მაგარია… მიხარია, რომ ჩემს ცხოვრებაში აღმოვაჩინე ასეთი ძლიერი ინსტრუმენტი, რომელიც ყოველ ჯერზე მეხმარება ქაოტური ფიქრები, მცდარი შეხედულებები, წარმოდგენები გავფანტო და დავინახო რა არის სიმართლე, რომელიც მათავისუფლებს და რომელსაც ჩემში სიმშვიდე, ჰარმონია, სიხარული, მადლიერება და მეტი სიყვარული შემოაქვს 😌😌🌸🌸💛💛☀️☀️✨✨✨
💌 ინდივიდუალურ სესიებზე ჩასაწერად პირადში მომწერეთ ✨🌸😌🌸✨
სიყვარულით, თინი 💛☀️✨