“მტკივნეული შეგრძნებები ან ნებისმიერი სახის დისკომფორტი შეუძლებელია სხვა ადამიანისგან იყოს გამოწვეული. ჩემს გარეთ არავის შეუძლია ტკივილი მომაყენოს. ეს შეუძლებელია. ტკივილს ვგრძნობ მხოლოდ მაშინ, როდესაც სტრესული ფიქრის მჯერა და ამ ფიქრის დაჯერებით მე ვარ ერთადერთი ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს ტკივილს აყენებს. ეს კარგი ამბავია, რადგან ეს ტკივილი რომ დასრულდეს, სხვა ადამიანი არ მჭირდება. მე ვარ ის ერთადერთი, ვისაც ამ ტკივილის დასრულება შეუძლია. ეს ჩემს ძალებშია.
გამოკვლევის დროს, როგორც იქნა ჩვენს ფიქრებს გაგებით ვეკიდებით. ტკივილი, ბრაზი და იმედგაცრუება გვატყობინებს, რომ გამოკვლევის დრო მოვიდა. ჩვენ ან გვჯერა რასაც ვფიქრობთ ან მათ ვიკვლევთ, სხვა არჩევანი არ არის. ჩვენი ფიქრების გამოკვლევა უფრო კეთილშობილური გზაა. გამოკვლევა ყოველთვის უფრო მოსიყვარულე ადამიანად გვაქცევს.” – ბაირონ ქეითი
ვორქშოფზე თქვენ ისწავლით თქვენი სტრესული ფიქრების გამოკვლევას <3 და ამ გზით მისგან გათავისუფლებას ☀️☀️☀️
ხშირ შემთხვევაში ჩვენ ვცდილობთ ჩვენი ფიქრები გავაკონტროლოთ, ჩავახშოთ, რადგან არ ვიცით მათ რა ვუყოთ, როგორ გავთავისუფლდეთ მათგან… “სამუშაოს” დახმარებით კი ჩვენს ფიქრებში სინათლე, სიცხადე შეგვაქვს, ვპოულობთ საკუთარ სიმართლეს და სტრესული ფიქრები თავად გვტოვებენ, თავად მიდიან, ჩვენში კი სიმშვიდე, ჰარმონია ისადგურებს 😌😌😌
და რაც ადრე გვთრგუნავდა და ტკივილს გვაყენებდა, ახლა მასზე გვეღიმება ან ვერც კი ვამჩენვთ ☀️☀️☀️