“შენი თავის ერთადერთი იმედი თავად შენ ხარ, რადგან ჩვენ არ ვიცვლებით მანამ, სანამ შენ არ შეიცვლები.” – ბაირონ ქეითი
ქეითი “სამუშაოს” სკოლაში ძალიან საინტერესო მეტაფორით გვაჩვენებდა რას ნიშნავს, რომ ჩვენს ირგვლივ არსებული სამყარო ჩვენი სარკე და ჩვენი გაგრძელებაა. მინდა ეს თქვენც გაგიზიაროთ ❤️
როდესაც სარკესთან ვდგავართ, ხელი რომ გავამოძრავოთ, სარკეში ჩვენი გამოსახულებაც იგივენაირად მოგვყვება და მოძრაობს. გვერდზე გავიწევით, ისიც გვერდზე გამოიწევა და გამოგვყვება.
სამყაროშიც ასე ხდება, ჩვენში რაღაც შეიცვლება, იგივენაირი ცვლილება ფიზიკურ სამყაროშიც ხორციელდება. რაც ხდება ჩვენს შიგნით, ის ყოველთვის ჩვენს გარეთაც ისახება. შიდა და გარე სამყარო ყოველთვის ბალანსშია. გარეთ ქაოსია? ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენშიც ქაოსია. როდესაც გონება მშვიდი, ცხადი და ნათელია, ის ირგვლივ აუცილებლად სიცხადეს და სინათლეს ხედავს, ერთი შეხედვით რაც არ უნდა ქაოტური გვეჩვენოს სამყარო.
თუ ჩვენი ცხოვრება არ გვაკმაყოფილებს, ისეთი არ არის როგორიც გვინდა, რომ იყოს, ყოვლთვის შეგვიძლია ის ფუნდამენტურად შევცვალოთ, თუ ამ ცვლილებებს შიგნიდან დავიწყებთ ❤️❤️❤️ ეს ძალიან სასიამოვნო პროცესია, ყოველ ჯერზე გრძნობ, როგორ თავისუფლდები, თითქოს ძალიან დიდ ტვირთს იხსნი და სამუდამოდ ემშვიდობები, შენში კი სიმსუბუქე, თავისუფლება, ჰარმონია ისადგურებს ☀️☀️☀️
ძალიან ძნელია, როდესაც საკუთარ თავზე არ ვმუშაობთ და ხსნას გარეთ ვეძებთ, რადგან ამ დროს ჩაკეტილ წრეში ვართ და ამ წრეზე ვტრიალებთ, თანაც ვტრიალებთ წლების განმავლობაში, ვხარჯავთ უდიდეს ენერგიას, დროს, ძვირფას წლებს, ჩვენს ცხოვრებაში ვიზიდავთ უამრავ სირთულეს და სპირალისებრ უფრო დაბლა და დაბლა ვეშვებით…
თუმცა საკმარისია საკუთარ თავზე, ჩვენს ცხოვრებას თავად ავიღოთ პასუხისმგებლობა, ეს ჩაკეტილი წრე იხსნება და ჩვენს ცხოვრებაში დადებითი, სასიხარულო ცვლილებები შემოედინება ❤️❤️❤️ მზად ხართ ამ ნაკადისთვის? 🌈🌈🌈
გისურვებთ ამ ნაკადში ყოფნას 🎉🎉🎉🎉
ჩემი მხრიდან კი სიამოვნებით დაგეხმარებით საკუთარ თავში ძალიან დიდი ძალა იპოვოთ, გათავისუფლდეთ იმ ყველაფრისგან, რაც გაბრკოლებთ და ბედნიერი, ლაღი, ჰარმონიული, რეალიზებული ცხოვრებით იცხოვროთ 😍😍☀️❤️🎉🎇🌈🌞💚🧡🌈💙💛💓
სიყვარულით, თინი 💛☀️✨