არაგვისპირში წვიმს ✨😌✨ ვზივარ აივანზე, ვუსმენ წვიმას, ვტკბები წვიმის სურნელით და სიჩუმით ✨☺️✨
ძალიან მიყვარს აქაურობა, რაღაცნაირად ყველაზე მყუდრო ადგილია, ყველაზე მშვიდი, სულიერად ისვენებ… არ ვიცი განსაკუთრებულად ამ სახლში რატომ ვგრძნობ ასეთ ჰარმონიას და სიმშვიდეს… ამასთან დაკავშირებით ჩემი თეორიები და მოსაზრებები მაქვს ✨☀️✨
სანამ დავიბადებოდი, ეს სახლი თავისი ხელით და ძალიან დიდი გულით, ძალიან დიდი სიყვარულით ააშენა ჩემმა უსაყვარლესმა ბაბუმ და თავის ოჯახს სიურპრიზი გაუკეთა, არავინ იცოდა, რომ მას ეს ნაკვეთი ჰქონდა და სახლს აშენებდა, როდესაც მშენებლობა დაასრულა თავისი ოჯახი მოიყვანა გამზადებულ სახლში და მათ ამით ძალიან დიდი სიხარული მიანიჭა… მას შემდეგ არაგვისპირი ჩვენი უსაყვარლესი ადგილია ☀️☀️☀️ ძალიან მაგარი ბაბუ მყავდა 😍😍😍 გიჟდებოდა აქაურობაზე და სტუმრებზე…
რაღაცნაირი აურაა და ატმოსფეროა აქ, ყველა სტუმარი გრძნობს და აღნიშნავს ხოლმე ამას, განსაკუთრებით იხსენებენ ხოლმე წლების შემდეგაც ჩვენთან სტუმრობას, ყველას ძალიან უყვარს აქ მოსვლა 😍😍😍 მე ვფიქრობ ეს ბაბუს დამსახურებაა, რადგან დიდი სიყვარულით და მთელი გულით ააშენა ეს სახლი 😍😍☀️☀️🌈🌈✨✨✨
ახლა დავფიქრდი, რა მაგარი იქნებოდა ბაბუს სახელზე აქ ტრენინგის ჩატარება 😍❤️🌈☀️✨ბაბუ განსაკუთრებით ამაყობდა ჩემით და ძალიან მგულშემატკივრობდა ძალიან სჯეროდა ჩემი 😍😍😍
მომწერეთ ვინ ისურვებდით ასეთ გარემოში ტრენინგში მონაწილეობას, სულიერი სიმშვიდის მოპოვებას და თუ საკმარისი რაოდენობა შეგროვდება, სანამ კარგი ამინდებია, ტრენინგს ორგანიზებას გავუკეთებ😍😍🎉🎉🌈🌈✨✨✨
სიყვარულით, თინი 💛☀️✨
P.S. (ხედი ჩემი უსაყვარლესი აივნიდან)