კომფორტის ზონიდან სრული გამოსვლა 😀🙈😍✨☀️✨
ძალიან მიხარია თან, იმიტომ, რომ ვწერ იმას, რაც ჩემმა გულმა (რომელიც სიყვარულით სავსეა და რომელშიც არანაირი შეზღუდვები არ არსებობს დროსა და სივრცეში) მითხრა და სპონტანურად მომივიდა იდეის სახით და თან მეშინია, რადგან კომფორტის ზონიდან გამოვდივარ.
პარასკევს, 21 ივლისს მეორედ მივდივარ ბაირონ ქეითის “სამუშაოს” სკოლაში გერმანიაში 😍😍☀️☀️✨✨ რომელიც დამეხმარება “სამუშაოს” ჩემი ცოდნა, გამოცდილება, გაგება კიდევ უფრო მეტად გავაღრმავო და საქართველოში კიდევ უფრო მეტი ადამიანისთვის ვიყო სასარგებლო და მეტ ადამიანს დავეხმარო თავისი ცხოვრების შეცვლაში, საკუთარ თავში ბედნიერების, სიმშვიდის, სიყვარულის და ჰარმონიის პოვნაში ✨☀️✨
რომელიც დამეხმარება, რომ ჩემი დიდი პროექტები, რასაც შემოდგომიდან ვგეგმავ (სკოლებსა და ბავშვთა სახლებში “სამუშაოს” შეტანა და მოზარდების დახმარება საკუთარ თავში შინაგანი ძალა იპოვონ, ბაირონ ქეითის საქართველოში მოწვევა წიგნის პრეზენტაციაზე, ბაირონ ქეითის სხვა წიგნების თარგმნა და გამოცემა) და Facebook LIVE-ები კიდევ უფრო საინტერესო, სასარგებლო და მრავალფეროვანი იყოს, ჩემი სესიები კიდევ უფრო ღრმა და ტრანსფორმაციული იყოს ჩემი კლიენტებისთვის, ჩემი ონლაინ-პროგრამა თუ ტრენინგები კიდევ უფრო ძლიერი და სასარგებლო იყოს უამრავი ადამიანისთვის საქართველოში 😍😍😍
ბაირონ ქეითთან სწავლა საკმაოდ დიდი ფუფუნება და ძვირი სიამოვნებაა და “სამუშაო” იმდენად ძლიერი და ტრანსფორმაციულია მე ყოველთვის მზად ვარ მასში ყველანაირი ინვესტიცია ჩავდო ძალიან დიდი სიამოვნებით 😍😍😍 თუმცა ზოგჯერ რაღაც სირთულეებს ვაწყდები ხოლმე ✨💛✨ ჩემი ერთ-ერთი სირთულე აღმოჩნდა გუშინდელი დღე, როდესაც ჩემთვის მოულოდნელად სოლოს-გან უარი მივიღე სესხზე, რისი დახმარებითაც “სამუშაოს” სკოლაში წასასვლელად რა თანხაც მაკლებოდა ამას ვამატებდი.
გულის სიღრმეში ბანკთან ამ სახის ურთიერთობის სურვილი დიდად არ მქონდა და ალბათ ეს სიტუაციაც ენერგეტიკულად მოვიზიდე 😀 და ალბათ გულის სიღრმეში მჯეროდა, რომ უფრო კარგი გზებიც არსებობს, თუ მე მზად ვარ კომფორტის ზონიდან გამოვიდე და ამის შესახებ განვაცხადო.
მაქვს 2 დღე და შეურყეველი რწმენა, რომ მე წავალ ბაირონ ქეითის “სამუშაოს” სკოლაში პარასკევს გამთენიისას 😀😍☀️✨
😍💡დღეს მომივიდა იდეა, ბაირონ ქეითის “სამუშაოს” სესიები წინასწარ გავყიდო და გავყიდო ნახევარ ფასად, 2 საათიანი სესია ერთი საათის ფასად.
ბაირონ ქეითის “სამუშაოს” ერთი ერთსაათიანი სესია 75$ ღირს.
ორსაათიანი სესია 150$ ღირს.
მე წინასწარ ვყიდი 20 ადამიანზე 20 ცალ ორსაათიან სესიას 150$-ის მაგივრად 75$-ად.
ამ ინდივიდუალურ სესიებს ჩავატარებთ აგვისტოში 12 რიცხვის შემდეგ.
ამ სესიაზე თქვენ შეძლებთ ჩემგან მიიღოთ ის, რასაც მე მეორედ, კიდევ უფრო ღრმად ვისწავლი, გამოვცდი, განვიცდი ბაირონ ქეითის “სამუშაოს” უძლიერეს სკოლაში 9 დღის განმავლობაში თავად ბაირონ ქეითთან.
და ამ სესიაზე მე თქვენთვის ვიქნები კიდევ უფრო მეტად გაზრდილი ინსტრუმენტი, რომლის დახმარებითაც საკუთარ თავში შინაგან სიმშვიდეს, ჰარმონიას, ბედნიერებას, სიხარულს იპოვით და სესიაზე არჩეული პრობლემისგან სრულიად გათავისუფლდებით. “სამუშაოს” თითოეული სესია გვეხმარება გავთავისუფლდეთ იმ ტკივილისგან, წყენისგან, ბრაზისგან, იმედგაცრუებისგან, რაც ცხოვრებაში გვქონდა და მის ადგილს სიყვარული, სიმშვიდე, სიხარული და თავისუფლება იკავებს – ასეთია ჩემი, ჩემი კლიენტების და მილიონობით ადამიანის გამოცდილება მთელი მსოფლიოდან 😍😍😍😍
ამ სესიის შეძენით რა თქმა უნდა დამეხმარებით მეც, რომ წავიდე ბაირონ ქეითთან, კიდევ უფრო მეტი ვისწავლო და კიდევ უფრო სასარგებლო ვიყო როგორც თქვენთვის, ისე ათასობით ადამიანისთვის საქართველოში 😍😍😍😍
ჩემთვის სამყარო მეგობრულია და მე მიხარია, რომ გახსნილად და გულწრფელად შემიძლია ამის დაწერა 😍☀️❤️🌈💛✨ თუმცა ეს ჩემთვის საკმაოდ რთული იყო და საკმაოდ დიდი გამოწვევა.
მე მჯერა, რომ არსებობს ის 20 ადამიანი, ვისაც სჭირდება “სამუშაოს” სესია და ვინც მზად არის საკუთარ თავს ეს ბედნიერება მიანიჭოს და ასევე მეც დამეხმაროს წავიდე ისევ ქეითთან და ვიყო უფრო მეტად სასარგებლო ათასობით და მოგვიანებით მილიონობით ადამიანისთვის 😍😍😍😍😍😍
სესიის წინასწარ შეძენა შეგიძლიათ დღის ბოლომდე ან მაქსიმუმ ხვალ საღამოს 18:00-მდე, რადგან ღამე უკვე მივფრინავ.
ძალიან დამეხმარებით თუ გამივრცელებთ ამ პოსტს, გამიწევთ რეკომენდაციას და ასევე გამომიგზავნით კეთილი სურვილებს, ვიბრაციებს 😍😍😍😍
ასევე ნებისმიერი იდეას სიამოვნებით მოვისმენ რა შემიძლია გავაკეთო ამ 2 დღის განმავლობაში, კიდევ რა გზა არსებობს 😍😍😍😍😍
გიგზავნით ძალიან დიდ სიყვარულს, სიხარულს, ბედნიერებას, სიკეთეს და საუკეთესო ვიბრაციებს ✨☀️🌈✨🌈☀️✨🌈✨☀️🌈☀️🌈✨🌈✨☀️🌈✨
ძალიან დიდი სიყვარულით,
თინი 💛☀️✨