სურვილი გამიჩნდა, რომ მამაზე დამეწერა და ძალიან დიდი მადლობა გადამეხადა იმისთვის, რომ ის არის და რომ ის ჩემი მამაა 😍😍😍😍☀️☀️☀️🎉🎉🎉❤️❤️❤️✨✨✨
მამა ჩემთვის ერთ-ერთი N1 მხარდამჭერია ცხოვრებაში 😍😍😍😍 ძალიან მადლიერი ვარ, რომ მამას ჩემი ძალიან სჯერა და ის ყოველთვის მხარს მიჭერს. განსაკუთრებით მამა ჩემს საქმიანობაში მიჭერს მხარს, ჩემს ყველა Facebook LIVE ვიდეოს უყურებს თავიდან ბოლომდე, შედეგ კი ბედნიერი დაგახარებული სახით მეუბნება, რომ ის ჩემით ძალიან ამაყობს ☀️☀️☀️ ჩემი პოსტები, სტატიები დადებული არ მაქვს, რომ პირველი მამას Like არის, შეიძლება ეს პატარა დეტალებია, მაგრამ ამ დეტალებში არის მთელი სიღრმე და მამას დამოკიდებულება, რისთვისაც მე ძალიან მადლიერი ვარ 😍😍😍
მამასგან ვსწავლობ, რომ ცხოვრებაში პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა დავეყრდნო, ვენდო და მისი იმედი მქონდეს, რომ ყველანაირი სიტუაციიდან არის გამოსავალი, რომ ყველაფერი ჩვენს ხელშია, რომ თითოეული ჩვენგანი ძალიან ძლიერია 😍😍😍 მამასგან ვსწავლობ, რომ მჯეროდეს ჩემი თავის, ოცნებების და მიზნების და მომავალს ყოველთვის ოპტიმისტურად ვუყურო 😍😍😍
მე ვფიქრობ, რომ ჩემი ხასიათი, მიზანდასახულობა, საკუთარ ოცნებებში რწმენა ეს მამას დამსახურებაა, რადგან ჩვენ ხშრად ვსაუბრობთდით და ახლაც ვსაუბრობთ ხოლმე საინტერესო ხედვებზე, ცხოვრებაზე და მე ასეთი საუბრების დროს ძალიან ვიზრდები და მეტი ძალა, რწმენა მემატება 😍😍😍☀️☀️☀️✨✨✨
ძალიან მადლიერი ვარ მამასი, რადგან ის ძალიან მენდობა და მამამ საშუალება მომცა და დამეხმარა ჩემი ბევრი სურვილი ამესრულებინა და მესწავლა საუკეთესო პროფესიონალებთან, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, როდესაც მამას ამისთვის მადლობას ვუხდი, ის მეუბნება, რომ ეს ასეც უნდა იყოს, ის მამაა და ასეც უნდა აკეთებდეს. შეიძლება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან დასაფასებელია, რადგან მე ვგრძნობ ამას მამა ჩემში რამხელა რწმენით აკეთებდა და რამხელა სიყვარულით, ნდობით და მხარდაჭერით, ამიტომ ეს ჩემი აზრით ძალიან ძვირფასია და დიდი პატივისცემის ღირსი 😍😍😍😍
მე ვფიქრობ, რომ ყველანაირ წარმატებაზე და მიღწევებზე მნიშვნელოვანი და მაღალია იყო პირველ რიგში წარმატებული მამა შვილებთან ურთიერთობაში!
მე ვფიქრობ, რომ მამასთან ასეთი ურთიერთბა ძალიან დიდ ძალას მაძლევს წინსვლისთვის და თვითრეალიზებისთვის. 😍😍☀️☀️✨✨
ზოგადად მშობლებთან ჯანსაღი და ჰარმონიული ურთიერთობის ქონა ძალიან მნიშვნელოვანია. რასაც მათში არ ვიღებთ ან არ მოგვწონს, იმავეს საკუთარ თავში არ ვიღებთ ხოლმე, რადგან ჩვენ ჩვენი მშობლების გაგრძელება ვართ და ამით იმ უდიდეს ენერგიას ვბლოკავთ, რომელიც ჩვენი მშობლებისგან და ფესვებისგან მოგვდის.
ყველას გისურვებთ თქვენს საყვარელ მშობლებთან სიყვარულით სავსე ურთიერთობას და რომ დიდი ხანი გყავდეთ გვერდით 😍😍😍😍
და ვისაც გსურთ და გრძნობთ, რომ გჭირდებათ ძალიან დიდი სიამოვნებით დაგეხმარებით ჩემი სესიებით თქვენს მშობლებთან ჰარმონიული ურთიერთობა გქონდეთ 😍😍😍 ამით თქვენში ძალიან დიდი ენერგია, სიყვარული გაიხსნება ☀️☀️☀️☀️❤️❤️❤️❤️✨✨✨✨
მიყვარხარ მამა და მინდა იცოდე, რომ ძალიან, ძალიან მადლიერი ვარ! 😍😍😍😍😍❤️❤️❤️❤️☀️☀️☀️☀️🌈🌈🌈🌈🎉🎉🎉🎉💛💛💛😍😍😍😍✨✨✨✨✨
P.S. დედაზეც მოგვიანებით ბევრს დავწერ 😍😍😍😍😍