Skip to content
  • (+995) 598 759 558
  • info@basilaia.com

თინათინ ბასილაია

Facebook-f Instagram Youtube
კაბინეტში შესვლა
  • მთავარი
  • პროგრამები
    • ინდივიდუალური მუშაობა
    • ჯგუფური მუშაობა
      • შენ საკმარისი ხარ
      • საკუთარ თავთან ჰარმონიაში
      • ბაირონ ქეითის “სამუშაოს” ვორქშოფი
      • ონლაინ-პროგრამა იბრწყინე შიგნიდან
      • ბაირონ ქეითის “სამუშაოს” პროგრამა
  • წარმატების ისტორიები
  • თინათინის შესახებ
  • ბაირონ ქეითის სამუშაო
  • ბლოგი
  • კონტაქტი
Menu
  • მთავარი
  • პროგრამები
    • ინდივიდუალური მუშაობა
    • ჯგუფური მუშაობა
      • შენ საკმარისი ხარ
      • საკუთარ თავთან ჰარმონიაში
      • ბაირონ ქეითის “სამუშაოს” ვორქშოფი
      • ონლაინ-პროგრამა იბრწყინე შიგნიდან
      • ბაირონ ქეითის “სამუშაოს” პროგრამა
  • წარმატების ისტორიები
  • თინათინის შესახებ
  • ბაირონ ქეითის სამუშაო
  • ბლოგი
  • კონტაქტი

თინათინ ბასილაია

კაბინეტში შესვლა
  • მთავარი
  • პროგრამები
    • ინდივიდუალური მუშაობა
    • ჯგუფური მუშაობა
      • შენ საკმარისი ხარ
      • საკუთარ თავთან ჰარმონიაში
      • ბაირონ ქეითის “სამუშაოს” ვორქშოფი
      • ონლაინ-პროგრამა იბრწყინე შიგნიდან
      • ბაირონ ქეითის “სამუშაოს” პროგრამა
  • წარმატების ისტორიები
  • თინათინის შესახებ
  • ბაირონ ქეითის სამუშაო
  • ბლოგი
  • კონტაქტი
Menu
  • მთავარი
  • პროგრამები
    • ინდივიდუალური მუშაობა
    • ჯგუფური მუშაობა
      • შენ საკმარისი ხარ
      • საკუთარ თავთან ჰარმონიაში
      • ბაირონ ქეითის “სამუშაოს” ვორქშოფი
      • ონლაინ-პროგრამა იბრწყინე შიგნიდან
      • ბაირონ ქეითის “სამუშაოს” პროგრამა
  • წარმატების ისტორიები
  • თინათინის შესახებ
  • ბაირონ ქეითის სამუშაო
  • ბლოგი
  • კონტაქტი

ვინ იქნებოდი შენი ისტორიის გარეშე?

Share on facebook
Share on google
Share on twitter
Share on linkedin

გთავაზობთ ნაწყვეტს ბაირონ ქეითის წიგნიდან გიყვარდეს ის, რაც არის.ამჟამად ამ წიგნს ვთარგმნი და მინდა, რომ თარგმნის პროცესში, დრო და დრო შემოგთავაზოთ საინტერესო ნაწყვეტები, რომლებიც დაგაფიქრებთ, თქვენს პასუხებს გაპოვნინებთ და შეცვლის თქვენს ცხოვრებას. ისიამოვნეთ <3

“მე ხშირად ვიყენებ სიტყვას ისტორია, რომ ვისაუბრო იმ ფიქრებზე, ან იმ ფიქრთა თანმიმდევრობაზე, რისიც გვჯერა, რომ რეალურია. ისტორია შეიძლება შეეხებოდეს წარსულს, აწმყოს თუ მომავალს; ის ეხება იმას, თუ რა უნდა იყოს, რა შეიძლება იყოს ან რატომ არის. ისტორიები ჩვენს გონებაში დღეში ასჯერ მაინც ჩნდება – როდესაც ვიღაც გადის ოთახიდან ისე, რომ არაფერს ამბობს, როდესაც ვიღაც არ გვიღიმის ან არ გადმოგვირეკავს უკან, ან როდესაც უცნობი გვიღიმის; სანამ მნიშვნელოვან წერილს გახსნი, ან ამის შემდეგ მკერდში რომ განიცდი უცხო შეგრძნებას; როდესაც შენი უფროსი თავის ოფისში გიბარებს, ან როდესაც შენი პარტნიორი გარკვეული ხმის ტემბრით გელაპარაკება. ისტორიები შეუმოწმებელი, გამოუკვლეველი თეორიებია, რომლებიც გვიყვებიან რას ნიშნავს ეს ყველაფერი. ჩვენ ვერც კი ვაანალიზებთ, რომ ისინი უბრალოდ თეორიებია.

ერთხელ, როდესაც შევედი ჩემს სახლთან ახლოს მდებარე რესტორნის ქალთა საპირფარეშოში, ქალი გამოვიდა საპირფარეშოს კაბინეტიდან. ჩვენ ერთმანეთს გავუღიმეთ და როგორც კი დავხურე კარები, მან სიმღერა და ხელების დაბანა დაიწყო. „რა სასიამოვნო ხმაა!“ გავიფიქრე. შემდეგ, როდესაც ის გავიდა, შევამჩნიე, რომ ტვალეტის დასაჯდომი სველი იყო. „როგორ შეიძლება ადამიანი ასეთი უზრდელი იყოს?“ გავიფიქრე. „და როგორ მოახერხა, რომ დასაჯდომზე მოეშარდა? მასზე იდგა?“ შემდეგ მივხვდი, რომ ის მამაკაცი იყო – ტრანსვეტიტი, რომელიც ქალთა საპირფარეშოში ფალცეტოს მღეროდა. გავიფიქრე მას გავყოლოდი და მეთქვა, როგორ დააბინძურა იქაურობა. ტუალეტის დასაჯდომის წმენდისას, ვფიქრობდი ყველაფერ იმაზე, რასაც მას ვეტყოდი. შემდეგ ჩავრეცხე უნიტაზი. წყალი ამოისხა და დასაჯდომი დასველდა. მე კი უბრალოდ ვიდექი და ვიცინოდი.

ამ შემთხვევაში, მოვლენების ბუნებრივი მიმდინარეობა აღმოჩნდა საკმარისად კეთილი, რომ გამოეშკარავებინა ჩემი ისტორია მანამ, სანამ ის უფრო ღრმად წავიდოდა. ჩვეულებრივ, ასე არ ხდება ხოლმე; სანამ გამოკვლევას აღმოვაჩენდი, არ მქონდა გზა, რომ ასეთი ფიქრები შემეჩერებინა. პატარა ისტორიები კვებავდა დიდებს; დიდი ისტორები კვებავდა ცხოვრების შესახებ ძირითად თეორიებს, თუ როგორი საშნელი იყო ის, თუ როგორი საშიში ადგილი იყო სამყარო; და მე მივედი იქამდე, რომ საძინებლიდანაც კი ვერ გამოვდიოდი, იმდენად შეშინებული და დეპრესიული ვიყავი.

როდესაც ხელმძღვანელობ გამოუკვლეველი თეორიებით, თუ რა ხდება და ამას ვერც კი აცნობიერებ თან, შენ ხარ იმ მდგომარეობაში, რასაც მე ვეძახი „სიზმარს.“ ხშირად სიზმარი შემაწუხებელი ხდება; ზოგჯერ ის კოშმარშიც კი გადაიზრდება. ასეთ დროს, შეიძლება მოგინდეს რომ შეამოწმო შენი თეორიების მართებულება მათზე „სამუშაოს“ შესრულებით. „სამუშაო“ ყოველთვის ერთით ნაკლები ასეთი არაკომფორტული ისტორიის გარეშე გტოვებს. ვინ იქნებოდი მის გარეშე? შენი სამყარო რამდენი ასეთი გამოუკვლეველი ისტორიებისგან შედგება? ვერასდროს გაიგებ, სანამ მათ არ გამოიკვლევ.” – ბაირონ ქეითი. ნაწყვეტი წიგნიდან გიყვარდეს ის, რაც არის.

და, “ვინ იქნებოდი შენი ისტორიის გარეშე?”

“ვინ იქნებოდი იმ ფიქრების გარეშე, რომელიც შენს ცხოვრებაში სტრესს იწვევს? იმავე რეალობაში, იმავე სიტუაციებში ვინ იქნებოდი ასეთი ფიქრების და ისტორიების გარეშე?”

თუ გაინტერესებს ბაირონ ქეითის “სამუშაო”, გინდა ის აითვისო და მისი დახმარებით ასეთი ფიქრებისგან, ისტორეიბისგან გათავისუფლდე, შემომიერთდი ჩემს ონლაინ-პროგრამაში “საკუთარ თავთან ჰარმონიაში” და შეხვდი შენს თავს, ნამდვილს.  ჩაეწერე “სამუშაოს” ინდივიდუალურ სესიაზე
გ

​​ 

სიყვარულით, თინი ბასილაია 

ბაირონ ქეითის “სამუშაოს”

ოფიციალური წარმომადგენელი

საქართველოში.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on google
Google+
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn

დატოვეთ კომენტარი

თინათინის შესახებ

თინათინ ბასილაია შინაგანი ძალის ექსპერტი – ფსიქოლოგი, ქოუჩი, სპიკერი, ტრენერი და ბაირონ ქეითის “სამუშაოს ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. თინათინის მისიაა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანს დაეხმაროს შინაგანი ძალის გაღვიძებაში და საკუთარ თავთან დაბრუნებაში.
Facebook Instagram Youtube Linkedin

ახალი ბლოგები

ეს ისტორია არის სიჩუმეზე…

სრულად »

ძალიან გულწრფელი პოსტი მინდა დავწერო…

სრულად »

არც კი ვიცი რა ვთქვა…

სრულად »

FACEBOOK

თინათინ
ბასილაია

Facebook Instagram Youtube
  • მთავარი
  • თინათინის შესახებ
  • ბლოგი
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი

Copyright © All Rights Reserved.

Created by LandingPay.Ge