Skip to content
  • (+995) 598 759 558
  • info@basilaia.com

თინათინ ბასილაია

Facebook-f Instagram Youtube
კაბინეტში შესვლა
  • მთავარი
  • პროგრამები
    • ინდივიდუალური მუშაობა
    • ჯგუფური მუშაობა
      • შენ საკმარისი ხარ
      • საკუთარ თავთან ჰარმონიაში
      • ბაირონ ქეითის “სამუშაოს” ვორქშოფი
      • ონლაინ-პროგრამა იბრწყინე შიგნიდან
      • ბაირონ ქეითის “სამუშაოს” პროგრამა
  • წარმატების ისტორიები
  • თინათინის შესახებ
  • ბაირონ ქეითის სამუშაო
  • ბლოგი
  • კონტაქტი
Menu
  • მთავარი
  • პროგრამები
    • ინდივიდუალური მუშაობა
    • ჯგუფური მუშაობა
      • შენ საკმარისი ხარ
      • საკუთარ თავთან ჰარმონიაში
      • ბაირონ ქეითის “სამუშაოს” ვორქშოფი
      • ონლაინ-პროგრამა იბრწყინე შიგნიდან
      • ბაირონ ქეითის “სამუშაოს” პროგრამა
  • წარმატების ისტორიები
  • თინათინის შესახებ
  • ბაირონ ქეითის სამუშაო
  • ბლოგი
  • კონტაქტი

თინათინ ბასილაია

კაბინეტში შესვლა
  • მთავარი
  • პროგრამები
    • ინდივიდუალური მუშაობა
    • ჯგუფური მუშაობა
      • შენ საკმარისი ხარ
      • საკუთარ თავთან ჰარმონიაში
      • ბაირონ ქეითის “სამუშაოს” ვორქშოფი
      • ონლაინ-პროგრამა იბრწყინე შიგნიდან
      • ბაირონ ქეითის “სამუშაოს” პროგრამა
  • წარმატების ისტორიები
  • თინათინის შესახებ
  • ბაირონ ქეითის სამუშაო
  • ბლოგი
  • კონტაქტი
Menu
  • მთავარი
  • პროგრამები
    • ინდივიდუალური მუშაობა
    • ჯგუფური მუშაობა
      • შენ საკმარისი ხარ
      • საკუთარ თავთან ჰარმონიაში
      • ბაირონ ქეითის “სამუშაოს” ვორქშოფი
      • ონლაინ-პროგრამა იბრწყინე შიგნიდან
      • ბაირონ ქეითის “სამუშაოს” პროგრამა
  • წარმატების ისტორიები
  • თინათინის შესახებ
  • ბაირონ ქეითის სამუშაო
  • ბლოგი
  • კონტაქტი

თითოეულ ადამიანთან ურთიერთობა საკუთარ თავთან ურთიერთობით იწყება

Share on facebook
Share on google
Share on twitter
Share on linkedin

დღეს ბაირონ ქეითის „სამუშაოს“ სესიას ვატარებდი დისტანციურად იტალიაში და ძალიან საინტერესო სესია გამოვიდა, მინდა ჩემი და ჩემი კლიენტის გაცნობიერებები თქვენც გაგიზიაროთ.

სიტუაცია იყო ასეთი, რომ მას თავის თანამშრომელთან, თავისი გუნდის წევრთან უთანხმოება ჰქონდა და ეჩვენებოდა რომ მას მის მიმართ ძალიან ბევრი მოთხოვნა და პრეტენზია გააჩნდა. სწორედ ამ საკითხზე ვიმუშავეთ და ბაირონ ქეითის „სამუშაოს“ დახმარებით სრულიად სხვა კუთხით დავინახეთ არსებული რეალობა…

თითოეულ ადამიანთან ურთიერთობა საკუთარ თავთან ურთიერთობით იწყება. თუ ჩვენ გვეჩვენება, რომ სხვა ადამიანს ჩვენ მიმართ ბევრი მოთხოვნა და ბევრი პრეტენზია აქვს და თან ეს ჩვენს ყურადღებას იქცევს და გვაღიზიანებს, ეს ხდება იმიტომ, რომ სინამდვილეში ჩვენ თავად გვაქვს საკუთარი თავის მიმართ ბევრი პრეტენზია და მოთხოვნა, ეს არ მოგვწონს საკუთარ თავში, მოცემული ადამიანი კი ჩვენი სარკეა და გვაჩვენებს რა უნდა შევცვალოთ საკუთარ თავში, რომ ჰარმონიაში ვიყოთ მასთან და საკუთარ თავთანაც. როდესაც გავაცნობიერებთ საიდან მოდის პრობლემა და ფოკუსს საკუთარი თავისკენ მივმართავთ, ჩვენ თავად ვიღებთ საკუთარ სიმშვიდეზე პასუხისმგებლობას, ვაცნობიერებთ რომ გასაღები თავად ჩვენშია და თავადვე შეგვიძლია ვიმოქმედოთ და შევცვალოთ, ჩვენი შეცვლით კი სიტუაციაც იცვლება. ეს არის უდიდესი შინაგანი ძალა, რომელსაც სამწუხაროდ ვერ ვაცნობიერებთ, სანამ პრობლემის მოგვარებას ჩვენ გარეთ ვცდილობთ.

ჩვენი შინაგანი ძალაა ის, რომ თავად შეგვიძლია საკუთარ თავშივე მოვაგვაროთ ყველაფერი, რაც ირგვლივ გვაწუხებს. ამის არაჩვეულებრივი ინსტრუმენტია ბაირონ ქეითის „სამუშაო“, რომელიც ჩვენ შინაგან ძალას აღვიძებს და სხვა ადამიანების დახმარებით საკუთარ თავთან გვაბრუნებს. სწორედ აქედან იწყება ნამდვილი თავისუფლება და შინაგანი სიმშვიდე.

მეორე ძალიან საინტერესო გაცნობიერება, რომელიც კიდევ ერთხელ განმიმტკიცდა არის ის, რომ ჩვენ არ შეგვიძლია სხვა ადამიანები საკუთარი თავის აღქმის გარეშე დავინახოთ, ამ სიტუაციაში ნათლად გავაცნობიერეთ ის, რომ მის თანამშრომელს, რომელსაც მის მიმართ ჰქონდა პრეტენზიები, სინამდვილეში მას საკუთარი თავსი მიმართ ჰქონდა ეს პრეტენზიები და ამის პროექციას ჩემს კლიენტზე ახდენდა, რადგან სხვაში მხოლოდ ის გვაღიზიანებს, რასაც ჩვენს თავში არ ვიღებთ. მას თავისი შინაგანი კონფლიქტი ჰქონდა, ამის გაცნობიერებით და მიღებით ჩემმა კლიენტმა გააცნობიერა, რომ ეს პრეტენზიები არ იყო პირადული და მას აგრესიის მაგივრად დაეუფლა მის მიმართ თანაგრძნობის და სიყვარულის განცდა. გამოვიდა ის, რომ ერთმანეთს შეხვდა ორი ადამიანი, ორივეს შიგნით საკუთარი თავის მიმართ ჰქონდა ბევრი მოთხოვნა და პრეტენზია, ორივე კი ერთმანეთზე ახდენდა ამის პროექცირებას და ერთმანეთის შეცვლით ცდილობდნენ სიმშვიდის და ჰარმონიის მოპოვებას. ეს გზა უიმედოა…

საბედნიეროდ ჩემმა კლიენტმა გააცნობიერა ეს სიტუაცია და მან თავის მხრივ თავისი წილი პასუხისმგებლობა აიღო და შინაგანი ჰარმონიის განცდა დაეუფლა. ეს მის თანამშრომელზეც, ზოგადად მათ ურთიერთობაზე და რა თქმა უნდა საერთო საქმეზე აისახება. ბაირონ ქეითის თქმით სიმშვიდისთვის ერთი ადამიანიც საკმარისია რადგან, სიმშვიდე ჩვენში ირღვევა და ისევ ჩვენშივე შეიძლება აღდგეს. ეს შინაგანი სამუშაოა და ის გარეთ არ გვარდება.

საოცარი ტრანსფორმაციაა, როდესაც რეალობის ცხადად დანახვა და გაცნობიერება აქრობს იმ ბრაზს, აგრესიას, შიშს და მის ადგილას სიყვარული, თანაგანცდა ისადგურებს, როგორც სხვა ადამიანის, ასევე საკუთარი თავის მიმართ. თითოეულ ჩვენგანს გვაქვს იმის შინაგანი ძალა, რომ ეს საკუთარ თავს მივანიჭოთ.

უბრალოდ დააკვირდით თქვენს ცხოვრებაში იმ სიტუაციებს, სადაც გეჩვენებათ, რომ თქვენ მიმართ პრეტენზიები და მოთხოვნები აქვთ, კარგად დააკვირდით ამ დროს რა ხდება თქვენში?

თქვენ რომ მაქისმალურად გულწრფელი იყოთ საკუთარი თავის მიმართ, სინამდვილეში ხომ არ აღმოაჩენდით, რომ თავად თქვენ გაქვთ საკუთარი თავის მიმართ ეს მოთხოვნები და პრეტენზიები? ის ადამიანი თქვენს შინაგან დიალოგს ხომ არ ახმოვანებს?

კარგით და რა რჩევას მისცემდით ამ ადამიანს? მაგალითისთვის, „მე მინდა რომ მან გამიგოს“, არაჩვეულებრივია… ახლა ეს შეაბრუნეთ საკუთარი თავის მიმართ და სხვა ადმიანის მიმართ – „მე მინდა ჩემ თავს გავუგო“, „მე მინდა მას გავუგო“ შემდეგ კი კარგად დააკვირდით რას ნიშნავს ეს თქვენთვის, უფრო მართალი ხომ არ არის ეს?

რაც ჩვენი გადმოსახედით გვინდა სხვა ადამიანმა ჩვენ მიმართებაში გააკეთოს, სინამდვილეში ჩვენ გვსურს რომ ეს საკუთარ თავთან და თავად ამ ადამიანთან მიმართებაში გავაკეთოთ. აქედან იწყება შინაგანი სიმშიდე და თავისუფლება. შეხვდით საკუთარ თავს და შეიგრძენით თქვენი ეს შინაგანი ძალა თქვენივე თავისუფლების მოსაპოვებლად.

წარმატებულ დღეს გისურვებთ <3

სიყვარულით, თინი <3

ჩაეწერე “სამუშაოს” ინდივიდუალურ სესიაზე
გაიგე მეტი ბაირონ ქეითის “სამუშაოს” შესახებ

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on google
Google+
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn

დატოვეთ კომენტარი

თინათინის შესახებ

თინათინ ბასილაია შინაგანი ძალის ექსპერტი – ფსიქოლოგი, ქოუჩი, სპიკერი, ტრენერი და ბაირონ ქეითის “სამუშაოს ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. თინათინის მისიაა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანს დაეხმაროს შინაგანი ძალის გაღვიძებაში და საკუთარ თავთან დაბრუნებაში.
Facebook Instagram Youtube Linkedin

ახალი ბლოგები

ეს ისტორია არის სიჩუმეზე…

სრულად »

ძალიან გულწრფელი პოსტი მინდა დავწერო…

სრულად »

არც კი ვიცი რა ვთქვა…

სრულად »

FACEBOOK

თინათინ
ბასილაია

Facebook Instagram Youtube
  • მთავარი
  • თინათინის შესახებ
  • ბლოგი
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი

Copyright © All Rights Reserved.

Created by LandingPay.Ge