Skip to content
  • (+995) 598 759 558
  • info@basilaia.com

თინათინ ბასილაია

Facebook-f Instagram Youtube
კაბინეტში შესვლა
  • მთავარი
  • პროგრამები
    • ინდივიდუალური მუშაობა
    • ჯგუფური მუშაობა
      • შენ საკმარისი ხარ
      • საკუთარ თავთან ჰარმონიაში
      • ბაირონ ქეითის “სამუშაოს” ვორქშოფი
      • ონლაინ-პროგრამა იბრწყინე შიგნიდან
      • ბაირონ ქეითის “სამუშაოს” პროგრამა
  • წარმატების ისტორიები
  • თინათინის შესახებ
  • ბაირონ ქეითის სამუშაო
  • ბლოგი
  • კონტაქტი
Menu
  • მთავარი
  • პროგრამები
    • ინდივიდუალური მუშაობა
    • ჯგუფური მუშაობა
      • შენ საკმარისი ხარ
      • საკუთარ თავთან ჰარმონიაში
      • ბაირონ ქეითის “სამუშაოს” ვორქშოფი
      • ონლაინ-პროგრამა იბრწყინე შიგნიდან
      • ბაირონ ქეითის “სამუშაოს” პროგრამა
  • წარმატების ისტორიები
  • თინათინის შესახებ
  • ბაირონ ქეითის სამუშაო
  • ბლოგი
  • კონტაქტი

თინათინ ბასილაია

კაბინეტში შესვლა
  • მთავარი
  • პროგრამები
    • ინდივიდუალური მუშაობა
    • ჯგუფური მუშაობა
      • შენ საკმარისი ხარ
      • საკუთარ თავთან ჰარმონიაში
      • ბაირონ ქეითის “სამუშაოს” ვორქშოფი
      • ონლაინ-პროგრამა იბრწყინე შიგნიდან
      • ბაირონ ქეითის “სამუშაოს” პროგრამა
  • წარმატების ისტორიები
  • თინათინის შესახებ
  • ბაირონ ქეითის სამუშაო
  • ბლოგი
  • კონტაქტი
Menu
  • მთავარი
  • პროგრამები
    • ინდივიდუალური მუშაობა
    • ჯგუფური მუშაობა
      • შენ საკმარისი ხარ
      • საკუთარ თავთან ჰარმონიაში
      • ბაირონ ქეითის “სამუშაოს” ვორქშოფი
      • ონლაინ-პროგრამა იბრწყინე შიგნიდან
      • ბაირონ ქეითის “სამუშაოს” პროგრამა
  • წარმატების ისტორიები
  • თინათინის შესახებ
  • ბაირონ ქეითის სამუშაო
  • ბლოგი
  • კონტაქტი

რა უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი ოცნებები ასრულდეს!

Share on facebook
Share on google
Share on twitter
Share on linkedin

დღეს ჩემი ოცნებები სრულდება, ვაღწევ სასურველ მიზნებს, დაკავებული ვარ საყვარელი საქმით, რომელიც უდიდეს, უუუდიდეს სიამოვნებას მანიჭებს, მყავს ჩემი კლიენტები, რომლებსაც აქვთ სასურველი შედეგები, ეს კიდევ უფრო დიდ სიხარულს მანიჭებს <3

დღეს ჩემი შრომა ფასდება და ჩემს ადგილას ვარ <3

ვსწავლობ მსოფლიოში საუკეთესო პროფესიონალებთან, ენთუზიაზმით სავსე ვარ და ახალ-ახალ გამოწვევებს დიდი სიხარულით ვიღებ <3

საკუთარ ცხოვრებას გაცნობიერებულად საკუთარი სურვილისამებრ ვქმნი <3 და რაც მთავარია საკუთარ თავთან ჰარმონიაში ვარ…

ეს ყველაფერი ხდება ჩემს ცხოვრებაში იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი რა მსურს, რატომ მსურს, რა არის ჩემი დანიშნულება, ჩემი მისია, ვხედავ საკუთარ მომავალს ძალიან ცხადად – ეს მაძლევს წარმოუდგენელ შინაგან ძალას! სრულიად მინდობილი ვარ საკუთარ თავს, უფალს, სამყაროს, რომელიც თავის მხრიდან მეხმარება, ჩემს სურვილებს ასრულებს და მაახლოვებს სასურველ მიზანთან.

თუმცა მეგობრებო, ეს ყოველთვის ასე არ იყო ჩემს ცხოვრებაში…

შრომისმოყვარე და მიზანდასახული ყოველთვის ვიყავი, თუმცა ჩემი სურვილები არ სრულდებოდა, სასურველ მიზნებს ვერ ვაღწევდი…

მიკვირდა რატომ ხდებოდა ასე, მე ხომ თავს არ ვზოგავდი ამისთვის…

მაგალითად მახსენდება რამდენიმე წლის წინ რომ ვერ წავედი პარიზში მაგისტრატურაზე. წარმოიდგინეთ ორი წლის განმავლობაში შევისწავლე ფრანგული ენა, ავიღე ენის B2 დონის სერთიფიკატი, ვისაც ფრანგულთან შეხება გქონიათ, ალბათ წარმოიდგენთ ამ შედეგის მიღება, თანაც ორ წელიწადში რამხელა შრომასთან არის დაკავშირებული…:)) ძალიან დიდი ენთუზიაზმით გავაგზავნე ჩემი საბუთები, რომ სტიპენდია მიმეღო და პარიზში, ჩემი ოცნების ქალაქში, ფსიქოანალიზი შემესწავლა, რათა მომავალში გავმხდარიყავი ფსიონალიტიკოსი. თუმცა სტიპენდია ვერ მოვიპოვე. რა თქმა უნდა ამხელა შრომის შემდეგ, ძალიან მეტკინა, ძალიან დამწყდა გული და იმედი გამიცრუვდა, რომ ვერ გამოვიდა ის, რაც მსურდა და რისთვისაც ძალიან ბევრი ვიშრომე… რამდენიმე დღის განმავლობაში ძალიან განვიცადე, შემდეგ კი მივხვდი, რომ უმიზეზოდ არაფერი ხდება და საჭირო დროს, საჭირო ადგილას მოვიდოდა საჭირო ახსნა და პასუხი…

ეს პასუხი ცოტათი მოგვიანებით მივიღე, როდესაც საკუთარ თავში, საკუთარ სურვილებში, პრიორიტეტებში უკეთ გავერკვიე… გავაცნობიერე, რომ მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოანალიზი ძალიან საინტერესოა, ის არ არის ჩემი მიმართულება და რომ ფსიქოთერაპიის სხვა მიმართულებები და ზოგადად ადამიანებთან მუშაობის სხვა მეთოდები უფრო საინტერესოა ჩემთვის და ჩემს მისიას უფრო შეესაბამება. გავაცნობიერე, რომ გულის სიღრმეში პარიზში ცხოვრება და სწავლა უფრო მინდოდა, ვიდრე კონკრეტულად ფსიქოანალიზის შესწავლა :)) ანუ მივხვდი, რომ მიზანი არასწორად მქონდა დასახული… შესაბამისად სწორედ ამიტომაც არ გამოვიდა… ჩემს მიზანთან 100%-ით ჰარმონიაში არ ვიყავი…

ამ სიტუაციიდან გავაცნობიერე ყველაზე მნიშვნელოვანი რამ – სანამ შრომას და მოქმედებას დავიწყებთ მიზნის მისაღწევად პირველ რიგში უნდა დავრწმუნდეთ, არის კი ეს მიზანი ჩვენი, არის კი ეს ნამდვილად ის, რაც გვსურს, რაც ჩვენს გულს სურს… ვადგამთ კი კიბეს იმ შენობას, რომელიც ჩვენთვის სასურველია? იქნებ სხვა შენობაა იქვე ახლოს, რომელთანაც უნდა მივადგათ ეს კიბე რომ ჩვენმა შრომამ სათანადო შედგი გამოიღოს?… საკუთარი გამოცდილებით დავინახე და დავრწმუნდი, რომ ყველანაირი ოცნება, ყველანაირი მიზანი, ერთი შეხედვით ძალიან არარეალურიც კი სრულდება, როდესაც ჩვენს ადგილას ვართ, როდესაც ზუსტად ვიცით რა გვსურს, რატომ გვსურს, როდესაც ვიცით რა არის ჩვენი დანიშნულება, მივყვებით მას და საკუთარ მიზანთან 100%-ით ჰარმონიაში ვართ!! ამის ცოდნა და შეგრძნება წარმოუდგენლად დიიიდ და ძლიერ შინაგან ძალას ააქტიურებს ჩვეში! ეს შინაგანი ძალა იმხელა ბიძგს გვაძლევს, რომ შეუჩერებლები ვხდებით და წარმოუდგენელ ნაბიჯებს ვდგამთ ცხოვრებაში :))

ქოუჩინგი, ჩემს მენტორთან, ქოუჩთან, ფსიქოლოგთან მუშაობა ძალიან დამეხმარა საკუთარი თავის, ფასეულობების, სურვილების, პრიორიტეტების, დანიშნულების გაგებაში და ზოგადად იმის გაცნობიერებაში, რა არის ჩემი მისია, რისი გაკეთება მსურს ცხოვრებაში და რატომ მსურს… როგორც კი ამ საკითხებში გაჩნდა მაქსიმალური სიცხადე, ნაკადში აღმოვჩნდი და ჩემმა შრომამ და მოქმედებამ უფრო გაცნობიერებული, გააზრებული და მინზანმიმართული ფორმა მიიღო… ბუნებრივია შედეგებმაც არ დააყოვნეს…

ავისრულე უკვე ძალიან ბევრი ოცნება – საკუთარი კლიენტების ყოლა, მათთან ინდივიდუალურად, წარმატებით მუშაობა, პირველი მასტერ-კლასის წარმატებით ჩატარება, ძალიან საინტერესო, საუკეთესო და გამორჩეულ ტრენინგებში მონაწილეობა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, მსოფლიოში ყველაზე მაგარ და წამყვან პროფესიონალებთან სწავლა და უშუალოდ მათგან ცოდნის, გამოცდილების მიღება-გაზიარება. ძალიან წარმოუდგენელი, ზღაპრული გზით მოვიგე ბაირონ ქეითის ტრენინგში მონაწილეობის უფლება, ასევე ბაირონ ქეითის ორგანიზაციამ მომცა სტიპენდიაც, რომ მის მეორე კიდევ უფრო ღრმა და ძლიერ ტრენინგში მივიღო მონაწილეობა, შემდეგ კი ბაირონ ქეითის “სამუშაო” საქართველოში ჩამოვიტანო… როდესაც პარიზის მაგისტრატურის სტიპენდიაზე უარი მივიღე, მეგონა რომ სტიპენდიებს ვერასდროს ავიღებდი, რომ სტიპენდიები ჩემთვის არ იყო, მაგრამ სწორად, გააზრებულად, გაცნობიერებულად არჩეულმა მიზანმა და ოცნებამ, ბაირონ ქეითის სტიპენდია მიმაღებინა და ეს წარმოდგენაც შემიცვალა!

 

ამ ყველაფრით იმის თქმა მსურს, რომ როდესაც ჩვენი გეგმები არ ხორციელდება, ჩვენი მიზნები არ სრულდება, ეს იმას ნიშნავს, რომ სადღაც, ჩვენში შიგნით, ჩვენი პიროვნების რაღაც ნაწილი მასთან ჰარმონიაში არ მოდის, ან გვაკლია სიცხადე და აქედან გამომდინარე ეს მიზანი შიგნიდან არ გვაძლიერებს, მისგან ვერ ვიღებთ საკმარის იმპულსს და ენერგიას… თუმცა ამის გამოსწორება რა თქმა უნდა შესაძლებელია! თითოეულ ჩვენთაგანს აქვს თავისი უნიკალური დანიშნულება და როდესაც მას ვიგებთ, საკუთარ თავს ვუახლოვდებით და ვუერთდებით, ვსახავთ ჩვენი შინაგანი არსიდან და ყველაზე ღრმა, ფუნდამენტური სურვილებიდან გამომდინარე მიზნებს და ყველაზე არარეალური მიზნები და ოცნებებიც კი რეალური, ადვილად მიღწევადი ხდება!!!! რაც მთავარია ეს ძალიან აზარტული და სასიამოვნო პროცესის ფორმას იღებს <3

ასე მოხდა ჩემს შემთხვევაში და ასე მოხდება თვენს შემთხვევაშიც!!!

ჩემს მიერ შექმნილი პროგრამა “შინაგანი ძალა” სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ჩვენი ერთობლივი მუშაობის ფარგლებში თქვენ შეძლებთ გათავისუფლდეთ ყველაფერი ზედმეტისგან, რაც არ არის თქვენი, მიუახლოვდებით და შეუერთდებით თქვენს თავს, თქვენს ჭეშმარიტ არსს, იპოვით საკუთარ დანიშნულებას, გაიგებთ და შეიგრძნობთ თქვენს ჭეშმარიტ სურვილებს და მათგან გამომდინარე დაისახავთ ისეთ მიზნებს, რომელიც 100%-ით ჰარმონიაში იქნება თქვენს თავთან, თქვენში ამოქმედებული შინაგანი ძალის დახმარებით კი მათ მიაღწევთ! თქვენც აღმოჩნდებით ისეთ ნაკადში, როგორშიც მე ვარ და თქვენს ცხოვრებაშიც მოხდება ისეთი საოცრებები, როგორიც ჩემს ცხოვრებაში ხდება, თქვენც იგრძნობთ იმ შინაგან ძალას, რომელსაც მე ვგრძნობ, თქვენც იგრძნობთ იმ შინაგან ჰარმონიას, რომელსაც მე ვგრძნობ საკუთარ თავთან და საკუთარ მიზნებთან მიმართებაში!

მე მჯერა თქვენი და თქვენი ოცნებების! მე თუ გამომივიდა ეს, თქვენც გამოგივათ!!!! ჩვენ ერთად შევძლებთ ამას!!!!

სიყვარულით, თინი <3

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on google
Google+
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn

დატოვეთ კომენტარი

თინათინის შესახებ

თინათინ ბასილაია შინაგანი ძალის ექსპერტი – ფსიქოლოგი, ქოუჩი, სპიკერი, ტრენერი და ბაირონ ქეითის “სამუშაოს ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. თინათინის მისიაა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანს დაეხმაროს შინაგანი ძალის გაღვიძებაში და საკუთარ თავთან დაბრუნებაში.
Facebook Instagram Youtube Linkedin

ახალი ბლოგები

ეს ისტორია არის სიჩუმეზე…

სრულად »

ძალიან გულწრფელი პოსტი მინდა დავწერო…

სრულად »

არც კი ვიცი რა ვთქვა…

სრულად »

FACEBOOK

თინათინ
ბასილაია

Facebook Instagram Youtube
  • მთავარი
  • თინათინის შესახებ
  • ბლოგი
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი

Copyright © All Rights Reserved.

Created by LandingPay.Ge