Skip to content
  • (+995) 598 759 558
  • info@basilaia.com

თინათინ ბასილაია

Facebook-f Instagram Youtube
კაბინეტში შესვლა
  • მთავარი
  • პროგრამები
    • ინდივიდუალური მუშაობა
    • ჯგუფური მუშაობა
      • შენ საკმარისი ხარ
      • საკუთარ თავთან ჰარმონიაში
      • ბაირონ ქეითის “სამუშაოს” ვორქშოფი
      • ონლაინ-პროგრამა იბრწყინე შიგნიდან
      • ბაირონ ქეითის “სამუშაოს” პროგრამა
  • წარმატების ისტორიები
  • თინათინის შესახებ
  • ბაირონ ქეითის სამუშაო
  • ბლოგი
  • კონტაქტი
Menu
  • მთავარი
  • პროგრამები
    • ინდივიდუალური მუშაობა
    • ჯგუფური მუშაობა
      • შენ საკმარისი ხარ
      • საკუთარ თავთან ჰარმონიაში
      • ბაირონ ქეითის “სამუშაოს” ვორქშოფი
      • ონლაინ-პროგრამა იბრწყინე შიგნიდან
      • ბაირონ ქეითის “სამუშაოს” პროგრამა
  • წარმატების ისტორიები
  • თინათინის შესახებ
  • ბაირონ ქეითის სამუშაო
  • ბლოგი
  • კონტაქტი

თინათინ ბასილაია

კაბინეტში შესვლა
  • მთავარი
  • პროგრამები
    • ინდივიდუალური მუშაობა
    • ჯგუფური მუშაობა
      • შენ საკმარისი ხარ
      • საკუთარ თავთან ჰარმონიაში
      • ბაირონ ქეითის “სამუშაოს” ვორქშოფი
      • ონლაინ-პროგრამა იბრწყინე შიგნიდან
      • ბაირონ ქეითის “სამუშაოს” პროგრამა
  • წარმატების ისტორიები
  • თინათინის შესახებ
  • ბაირონ ქეითის სამუშაო
  • ბლოგი
  • კონტაქტი
Menu
  • მთავარი
  • პროგრამები
    • ინდივიდუალური მუშაობა
    • ჯგუფური მუშაობა
      • შენ საკმარისი ხარ
      • საკუთარ თავთან ჰარმონიაში
      • ბაირონ ქეითის “სამუშაოს” ვორქშოფი
      • ონლაინ-პროგრამა იბრწყინე შიგნიდან
      • ბაირონ ქეითის “სამუშაოს” პროგრამა
  • წარმატების ისტორიები
  • თინათინის შესახებ
  • ბაირონ ქეითის სამუშაო
  • ბლოგი
  • კონტაქტი

რა ხდება, როცა ჩვენი ფიქრების გვჯერა

Share on facebook
Share on google
Share on twitter
Share on linkedin

“გაიფიქრე → იგრძენი → გააკეთე → მიიღე, ის რაც გაქვს ეხლა.აი ასე ვქმნით ჩვენს ცრუ სამყაროს.” – ბაირონ ქეითი 


ჩვენ ძალიან ხშირად გვჯერა იმ ფიქრების, რომლებიც ჩვენს გონებაში ჩნდება. ამ ფიქრებს საკუთარ თავთან ვაიგივებთ. სინამდვილეში კი ჩვენ ვართ იმაზე მეტი ვიდრე ჩვენი ფიქრები, იმაზე მეტი, ვიდრე ჩვენი ემოციები, იმაზე მეტი, ვიდრე ჩვენი განცდები, იმაზე მეტი, ვიდრე ჩვენი სურვილები, მაგრამ რა მომენტშიც მათ დავიჯერებთ და გავაბატონებთ ჩვენზე, ისინი იწყებენ ჩვენს მართვას და ვკარგავთ ძალას საკუთარ თავზე. გვმართავენ ჩვენი ფიქრები, იმის მაგივრად რომ ჩვენ თავად ვმართოთ ისინი…


იმის მაგივრად, რომ უბრალოდ შემოვუშვათ და გავუშვათ, ვიყოთ ამ ფიქრების “გამტარებლები”, ჩვენ მათ ვეჯაჭვებით, ვიჯერებთ რომ ეს ფიქრები მართალია და აქედან გამომდინარე ვმოქმედებთ, შემდეგ კი ვქმნით ჩვენს რეალობას ისეთად, როგორსაც ვხედავთ…. 
საოცარია ის გარდაქმნა, რომელიც ხდება ჩვენში, როდესაც აღარ გვჯერა ჩვენი ფიქრების და მათგან ვთავისუფლდებით <3


გარდა იმისა, რომ საკუთარ თავზე ამ პროცესს თითქმის ყოველდღე ვაკვირდები, ერთ-ერთ სესიაზე განსაკუთრებით საინტერესო იყო გვერდიდან ადამიანის რადიკალურ ცვლილებებზე დაკვირვება  მინდა თქვენც გაგიზიაროთ <3


როდესაც ვეკითხებოდი ჩემს კლიენტს, როგორ რეაგირებს, რა ხდება მასში, როდესაც სჯერა იმ კონკრეტული ფიქრების, რისიც სჯერა, ის მპასუხობდა რომ ამ დროს იტანჯება, სტკივა, ცუდად გრძნობს თავს, ცუდად ექცევა საკუთარ თავს, სხვებს, ეწინააღმდეგება რეალობას, ეწინააღმდეგება საკუთარ თავს და ა.შ.


ხოლო როდესაც ვკითხე ვინ იქნებოდა ამ ფიქრების გარეშე, ეს ადამიანი მომენტალურად შეიცვალა, აღარსაც ჩანდა მის სახეზე სევდა და ბრაზი, მოდუნდა, მოეშვა და თავი იგრძნო ჰარმონიულად, ბედნიერად, თავისუფლად, მშვიდად.


შემდეგ სხვა ფიქრების გამოკვლევაზე რომ გადავედით და ვკითხე როგორ რეაგირებს, როდესაც მათი სჯერა → ეს მშვიდი, ბედნიერი და თავისუფალი ადამიანი მომენტალურად ისევ მსხვერპლის პოზიციაში გადავიდა, შეეკვრა სუნთქვა, ისევ იგრძნო ტკივილი, სევდა, წუხილი, უსიამოვნო განცდები და წარმოდგენები, რომლებსაც იწვევდა მისი ფიქრები და ამ ფიქრების დაჯერება. ცოტახანში ისევ ვკითხე ვინ იქნებოდა ამ მომენტში, იგივე რეალობაში, უბრალოდ იმ განსხვავებით, რომ აღარ ეფიქრებოდეს ამ ყველაფერზე → ის ისევ მოეშვა, ისევ მოდუნდა და მშვიდი, ლაღი, ბედნიერი და თავისუფალი გახდა.


რა თქმა უნდა რეალობა ისევ ისეთი რჩებოდა ორივე შემთხვევაში. რეალობა იყო ის, რომ ორი ადამიანი – მე და ჩემი კლიენტი ვისხედით ერთმანეთის წინ. მაგრამ იმის მიხედვით, თუ რა ფიქრები მოსდიოდა მას თავში და რისი სჯეროდა გონებაში, რა ისტორიებსაც თხზავდა საკუთარი თავისა და სამყაროს შესახებ, მისი შინაგანი მდგომარეობა იცვლებოდა და იცვლებოდა მისი მოცემული რეალობის ინტერპრეტაციაც. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რეალობაში არანაირი ცვლილებები არ ხდებოდა, ის იყო ისევ ისეთი → ვიხსედით ორი ადამიანი აქ და ამჟამად – მე და ჩემი კლეინტი ერთმანეთის წინ.


ამ პროცესზე გვერდიდან დაკვირვებით კიდევ ერთხელ გავაცნობიერე, რომ სინამდვილეში ჩვენი ჭეშმარიტი და ბუნებრივი მდგომარეობაა, უბრალოდ ვიყოთ, ვიარსებოთ აქ და ამჟამად – მშვიდად, მსუბუქად და ჰარმონიულად საკუთარ თავთან, სამყაროსთან და გავაკეთოთ ის, რასაც ვაკეთებთ. მაგრამ როდესაც ჩვენში შემოდის უსიამოვნო განცდების მომტანი ფიქრები წარსულზე, მომავალზე, საკუთარ თავზე, სხვა ადამიანებზე, სამყაროზე და ა.შ. და როდესაც მათი გვჯერა ამ ჰარმონიას და სიმშვიდეს ცვლის ისევ შფოთვა, ნერვიულობა, აგრესია, სტრესი, წუხილი და ა.შ.


ეს შინაგანი თავისუფლება, სიმშიდე, სიმსუბუქე არსად არ მიდის თავისით, ის ყოველთვის ხელმისაწვდომია და ყოველთვის აქ არის, ყოველთვის ჩვენშია, როდესაც ჩვენ ვიმყოფებით აქ და ამჟამად მდგომარეობაში, როდესაც ყოველგვარი ზედმეტი ფიქრების, დამოკიდებულებების, შეხედულებებისგან ვთავისუფლდებით და უბრალოდ ვდუნდებით  დაკვირვებიხართ რამდენად ხშირად იცვლება კონტრასტულად თქვენი განწყობები, შინაგანი მდგომარეობა ერთსა და იმავე რეალობაში, იმ დროს როდესაც თქვენში შემოდის ფიქრები, რომელსაც იჯერებთ და შემდეგ გჯერათ, რომ ეს ასეა? 


მე, მაგალითად, ზოგჯერ ერთი დღის განმავლობაში შეიძლება ძალიან ბევრჯერ შემეცვალოს განწყობა ყველანაირი სპექტრით, იმის მიხედვით, თუ იმ მომენტში რას დავიჯერებ :))) უკვე ვისწავლე ჩემს ფიქრებზე დაკვირვება და ნელ-ნელა მათ მართვასაც, მათგან გამოცალკევებას და მათგან გათავისუფლებასაც ვსწავლობ  ბაირონ ქეითის “სამუშაო” ძალიან მეხმარება ამაში <3 

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on google
Google+
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn

დატოვეთ კომენტარი

თინათინის შესახებ

თინათინ ბასილაია შინაგანი ძალის ექსპერტი – ფსიქოლოგი, ქოუჩი, სპიკერი, ტრენერი და ბაირონ ქეითის “სამუშაოს ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. თინათინის მისიაა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანს დაეხმაროს შინაგანი ძალის გაღვიძებაში და საკუთარ თავთან დაბრუნებაში.
Facebook Instagram Youtube Linkedin

ახალი ბლოგები

ეს ისტორია არის სიჩუმეზე…

სრულად »

ძალიან გულწრფელი პოსტი მინდა დავწერო…

სრულად »

არც კი ვიცი რა ვთქვა…

სრულად »

FACEBOOK

თინათინ
ბასილაია

Facebook Instagram Youtube
  • მთავარი
  • თინათინის შესახებ
  • ბლოგი
  • გამოხმაურებები
  • კონტაქტი

Copyright © All Rights Reserved.

Created by LandingPay.Ge