დღეს დავასრულე ჩემს 2 კლიენტთან რესურსების აღმოსაჩენი ტექნიკით – „ბალანსის მოდელი“-თ მუშაობა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ეს არის ძალიან, ძალიან, ძალიან მაგარი ტექნიკააა!!!! და ძალიან, ძალიან მადლიერი ვარ, რომ მაქვს ასეთი საინტერესო და ღრმა ინსტრუმენტი ჩემს კლიენტებთან სამუშაოდ!
ძალიან მადლიერი ვარ მარიკა ხალიანის, ქეთი ჩიქოვანის და თამარ საგინაშვილის, რომ სწორედ მათი ორგანიზებით ჩამოვიდა უნიჭიერესი პროფესიონალი Бьярка Елена Кисюра და მისგან ვისწავლე ეს მეთოდი!
კიდევ ერთხელ მივხვდი რამხელა ძალა აქვს სიცხადეს, როდესაც ზუსტად იცი სად მიდიხარ, რატომ მიდიხარ, როგორ გამოიყურება ის, სადაც გინდა იყო, რატომ არის ეს შენთვის, შენი ახლობლებისთვის, სხვა ადამიანებისთვის, თუნდაც ქვეყნისთვის მნიშნელოვანი და პლიუს ამას, საკუთარი თავიდან, საკუთარი არაცნობიერიდან იღებ პასუხებს როგორ მიხვიდე აქამდე და ეს გზა, ეს გეგმა იდეალურად, ზუსტად შენზეა მორგებული → მხოლოდ მოქმედებაღა რჩება…
როდესაც ცხადად ვერ ვხედავთ ჩვენს მიზანს მე ვფიქრობ, რომ რთული კი არა ფაქტიურად შეუძლებელია მისი მიღწვა… თუ არ იცი ზუსტად რა გინდა, როგორ მიხვალ იქ? თუ ვერ ხედავ ცხადად როგორ გამოიყურება მიღწეული მიზანი, როგორ მიხვდები მიაღწიე თუ არა? ან როგორ მოიზიდავ შენს ცხოვრებაში საჭირო ადამიანებს, საჭირო სიტუაციებს, საჭირო ინფორმაციას, რომლებიც დაგეხმარებიან მის მიღწევაში? ან საიდან გექნება ის დიდი მოტივაცია, შთაგონება და ენთუზიაზმი, რომ იმოქმედო?
სიცხადე ის „საწვავია“, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელია სამოქმედოდ და სასურველის მისაღწევად… როცა იცი როგორ მიხვიდე მიზნამდე, როდესაც ხვდები რომ ეს რეალურია – უკვე გეძლევა რწმენა იმისა, რომ ეს შესაძლებელია და რომ ეს შეგიძლია შენ…
დავაკვირდი და ვფიქრობ, რომ ხშირად არ ვმოქმედებთ, იმიტომ რომ სადღაც, შიგნით… ღრმად… ბოლომდე არ გვაქვს იმის რწმენა, რომ ეს შესაძლებელია, რომ ჩვენი ენერგია, ჩვენი ძალისხმევა და ის დრო, რასაც მიზნის მიღწევაში ვდებთ სათანადო შედეგს გამოიღებს… აბა როდესაც 100%-ით გვჯერა და გვწამს, რომ ჩვენი შრომა ტყუილად არ ჩაივლის და თან ზუსტად ვიცით რა შედეგის მიღება გვსურს – ეს ხომ უკვე ის მდგომარეობაა, როდესაც ვერაფერი ვეღარ გვაჩერებს და პირდაპირ მივიდვართ მიზნისკენ?!
და სწორედ სიცხადეს მოაქვს ეს რწმენა… სიცხადეშია ძალიან, ძალიან დიდი ძალა!!!! ამ ტექნიკის ერთ-ერთი უნიკალურობა აგრეთვე იმაში მდგომარეობს, რომ იწყებ საკუთარი თავის, საკუთარი უნარების, რესურსების სხვა კუთხით დანახვას… ხშირად ჩვენი გამორჩუელი, ძლიერი მხარეები ჩვენთვის შუმჩნეველია… შეუმჩნეველია იმიტომ, რომ ჩვენ ეს დაბადებიდანვე მოგვყვება და იმდენად ჩვეულებრივად მიგვაჩნია, რომ გვგონია ყველას აქვს ეს და ყველას შეუძლია იგივეს გაკეთება… არ ვაფასებთ შესაბამისად… მაგრამ ეს ასე არ არის… ჩვენი ძლიერი და ჩვენი უნიკალური თვისებები, შესაძლებლობები, რესურსები ჩვენ გამოგვარჩევს სხვებისგან და გვეძლევა იმისთვის, რომ კარგად დავინახოთ, სათანადოდ დავაფასოთ და მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჩვენთვის და ჩვენს გარშემო არსებული სამყაროს საკეთილდღეოდ! დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ყველა პასუხი ჩვენშია და ჩვენმა არაცნობიერმა გადასარევად იცის რა შესაძლებლობები, უნარები, რესურსები გვაქვს უკვე დღეს „აქ და ამჟამად“ და როგორ მივიდეთ იქამდე, სადაც გვსურს მისვლა… მთავარია სწორი კითხვების დასმა და საკუთარ თავთან, საკუთარ არაცნობიერთან კონტაქტის დამყარება… ოხხ რა საინტერესო პროცესია ეს, არ იცით!
ამ ტექნიკით მუშაობა, ჩემი აზრით – ეს არის საშუალება სხვა კუთით შეხედო საკუთარ თავს, საკუთარ შესაძლებლობებს, საკუთარ რესურსებს, საკუთარ მიზანს და ზოგადად საკუთარ ცხოვრებას… და ამ პროცესზე დაკვირვება ისეთი, ისეთი, ისეთი საინტერსოაა…<3
მიხარია, რომ მაქვს ამის საშუალება და მონაწილეობას ვიღებ ამ პროცესში… თითოეული სესიაზე მეც ისე ვიზრდები და იმდენს ვსწავლობ ჩემი კლიენტებისგან… ძალიან მადლიერი ვარ თითოეული მათგანის! და ძალიან მადლიერი ვარ იმ ნდობის, რომლესაც თქვენთან ვგრძნობ!!!
P.S. დიდი მადლობა თბილისის Rooms Hotels ასეთი სასიამოვნო და კომფორტული სამუშაო გარემოსთვის.
სიყვარულით, თინი ბასილაია! <3
