
მოგესალმებით!
მინდა კვლავ მადლიერებაზე გავაგრძელო საუბარი… რამდენიმე დღის წინ მოვისმინე ძალიან საინტერესო Nx-ის ვიდეო-გამოსვლა, სადაც ალექსანდრე ჯეჯელავა საუბრობდა მადლიერებაზე. მე მას პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ძალიან მადლიერი ვარ, რომ ასეთი საინტერესო ხედვა შემოგვთავაზა ამ საკითზე. მადლიერების თემაზე დიდი ხანია უკვე ვფიქრობ, მაგრამ მისი დახმარებით სხვა კუთხითაც შევხედე ამ თემას.
ვეთანხმები მას, რომ ჩვენი თითოეული წარმატება, წინსვლა ეს არ არის მხოლოდ ჩვენი დამსახურება. ეს არის ყველა იმ ადამიანის წვლილიც და დამსახურებაც, რომლებიც მხარს გვჭერენ, რომლებიც ჩვენით ინტერესდებიან, რომლებიც გვგულშემატკივრობენ, რომლებსაც ჩვენი სჯერათ, რომლებიც ჩვენი სერვისის თუ პროდუქტის მომხმარებლები არიან, რომლებიც მადლიერებას გამოხატავენ ჩვენს მიმართ, რომლებიც ცოდნას თუ გამოცდილებას გვიზიარებენ, რომლებიც ჩვენში კარგს ხედავენ, რომლებიც ჩვენს გარემოცვაში არიან და უბრალოდ პოზიტიურად მოქმედებენ ჩვენზე…
ამ პოსტით მინდა, რომ საჯაროდ ძალიან, ძალიან, ძალიან დიდი მადლიერება გამოვხატო ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომლებიც მეხმარებიან წინსვლაში და რომლებისგანაც დიდ მხარდაჭერას, სითბოს, სიყვარულს და ზრუნვას ვგრძნობ!
მინდა პირველ რიგში მადლიერება გამოვხატო ჩემი საყვარელი მშობლების მიმართ, რომლებიც ისე მიჭერენ მხარს, რომელთაც ისე ღრმად სჯერათ ჩემი, რომ ალბათ ამ რწმენის და მხარდაჭერის, გულშემატკივრობის გარეშე ძალიან გამიჭირდებოდა ერთი ნაბიჯის გადადგმაც კი…!
მშობლებთან დაკავშრებით ცალკე დავწერ მოგვიანებით, მაგრამ აქაც ვახსენებ, რომ ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა, რომ დედაჩემი ჩემში ხედავს იმ ადამიანს, რომელიც მიაღწევს თავის ყველა მიზანს და რომელიც აიხდენს თავის ოცნებებს! მადლიერი ვარ, რომ დედას გულწრფელად და უპირობოდ სჯერა ჩემი და ძალიან მგულშემატკივრობს!!
მე ძალიან მადლიერი ვარ მამაჩემის, რომლის დახმარებით და დამსახურებით გავიარე ძალიან ბევრი და ძალიან მაგარი ტრენინგი, მადლიერი ვარ, რომ მამა ძალიან ხშირად მეუბნება, რომ მას ძალიან სჯერა ჩემი და რაც შეუძლია მაქსიმალურად ხელს მიწყობს და მგულშემატკივრობს! ეს მე ძალიან დიდი ძალას მაძლევს და ეს ჩემთვის ძალიან მნშვნელოვანი განმტკიცებაა!
შეიძლება იფიქროთ, რომ ეს ყველა მშობლის მოვალეობაა და ეს ასეც უნდა იყოს… შეიძლება, მაგრამ ჩემთვის ეს საჩუქარია და მე ამას ვუყურებ დიდი მადლიერებით!
მე ძალიან მადლიერი ვარ ჩემი დიდი ოჯახის თითოეული წევრის, რადგან ეს უახლოესი და უძვირფასესი გარემოცვა ძალიან, ძალიან, ძალიან მეხმარება, ძალიან მაგრად მგულშემატკივრობს, ძალიან მიწყობს ხელს ყველაფერში და რაც მთავარია, მათ ძალიან სჯერათ ჩემი!! ეს შეუფასებელია და მარტო ამიტომ მე მიმაჩნია, რომ ძალიან მდიდარი და ბედნიერი ადამიანი ვარ!
მე ძალიან მადლიერი ვარ ჩემი თითოეული მეგობრის, რომლებიც აგრეთვე ძალიან მიწყობენ ხელს, რომელთაც სჯერათ ჩემი და რომლებიც უდიდეს განმტკიცებას მაძლევენ და რომელთაც მთელი გულით უხარიათ ჩემი თითოეული წარმატება და წინსვლა! ეს ჩემთვის შეუფასებელია…
მე ძალიან მადლიერი ვარ ჩემი უსაყვარლესი, უძვირფასესი მასწავლებლის – ფსიქოლოგ ნანა ჩაჩუასი, რომელმაც ჩემს პიროვნებად ჩამოყალიბებაში, ჩემი ფასეულობების განსაზღვრაში უდიდესი წვლილი შეიტანა! მე ნანასთან ინტელექტუალურ-შემეცნებით ჯგუფში 7 წელი დავდიოდი და ნანას დამსახურებაა, რომ შემიყვარდა წიგნების კითხვა, სწავლა, სიღრმეებში ჩასვლა, ანალიზი… მან მასწავლა სხვანაირად აზროვნება და სხვანაირი ხედვა ჩამომიყალიბა. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ თავის დროზე ფსიქოლოგიით დავინტერესდი… ის ძალიან დიდი მაგალითია ჩემთვის და ყოველთვის ასე იქნება…!
მე მადლიერი ვარ ჩემი უნივერსიტეტის და ჩემი თითოეული ლექტორის, რომლებიც დამეხმარნენ ცოდნის მიღებაში და მადლიერი ვარ, რომ მათი დახმარებით უკეთ გავეცანი ფსიქოლოგიას
მე ძალიან მადლიერი ვარ ჩემი მეგობრის ნუცა ქისტაურის, რომლისგანაც გავიგე მიკოლა ლატანსკის შესახებ და სწორედ აქედან დაიწყო ჩემი ტრენინგებით დაინტერესება და პიროვნული ზრდა…
მე ძალიან მადლიერი ვარ მარიკა ხალიანის, თამარ საგინაშვილის და ქეთი ჩიქოვანის, რომლებმაც ჩამოიყვანეს საქართველოში მიკოლა ლატანსკი და რომლებიც ორგანიზებას უკეთებდნენ ძალიან მაგარ ტრენინგებს. სწორედ მათი მეშვეობით და დახმარებით გავიარე ბევრი ძალიან საინტერესო და ჩემთვის ტრანსფორმაციული ტრენინგი… ეს ჩემთვის დიდი გამოცდილება, პრაქტიკა იყო. ამ ტრენინგებზე მივიღე ახალი პრაქტიკული ცოდნა, გავეცანი ძალიან საინტერესო ფსიქოლოგიურ მეთოდებს… მე მადლიერი ვარ მარიკასი, თამარის და ქეთის, რომ ისინი ყოველთვის ძალიან მიწყობდნენ ხელს, რომ მოვხვედრილიყავი ამ ტრენინგებზე და ყოველთვის დიდ პიროვნულ განმტკიცებას მაძლევდნენ, მე მადლიერი ვარ, რომ მათ ძალიან სჯერათ ჩემი, რომ ყოველთვის ძალიან უხარიათ ჩემი თითოეული წარმატება და სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ამ ტრენინგების გავლით მე უფრო და უფრო მეტად ვიზრდები! ისინი რომ არა, მე ამ ტრენინგებს ვერ დავესწრებოდი…
მე უზომოდ მადლიერი ვარ მიკოლა ლატანსკის, რომელმაც თავისი ტრენინგებით ჩემში სერიოზული ცვლილებები, სერიოზული ტრანსფორმაცია მოახდინა და მისი დახმარებით სხვა კუთხით შევხედე ჩემს თავს, ჩემს ცხოვრებას, ჩემს საქმიანობას…ფაქტიურად სხვა პიროვნება ვარ )) მე მადლიერი ვარ კოლიასი, რომ მას ძალიან სჯერა ჩემი და ამას ხშირად მეუბნება ხოლმე! მე მადლიერი ვარ იმ ცოდნის, იმ გამოცდილების, იმ ტექნიკების, რაც მან გამიზიარა თავის ტრენინგებზე და მე მადლიერი ვარ რომ მან ჩემი ცხოვრება ძალიან შეცვალა! მე კოლიასთან გავიარე ძალიან ბევრი ტრენინგი და თითოეული ჩემთვის განსაკუთრებული და შეუფასებელია… ალბათ ერთი კვირა არ მეყოფა ამ ყველაფერზე რომ ვისაუბრო… თითოეული ტრენინგი დამეხმარა, რომ ჩემს ნამდვილ მე-ს კიდევ უფრო მეტად მივახლოვებოდი და კიდევ უფრო მეტად გამეცნო საკუთარი თავი. მე მადლიერი ვარ კოლიასი, რომ დღესაც თავისი მაგალითით და თავისი ცხოვრებით ძალიან დადებით გავლენას ახდენს ჩემზე და ძალიან შთამაგონებს, მიბიძგებს მუდმივი წინსვლისა და განვითარებისკენ! მე მადლიერი ვარ, იმ გარემოცვის, რასაც კოლია თავის ტრენინგებზე ქმნის…და მადლიერი ვარ თითოეული მონაწილის, რომლებისგანაც ძალაინ დიდ სითბოს, სიყვარულს და განმტკიცებას ვიღებ…
აგრეთვე, მე ძალიან მადლიერი ვარ კოლიას მეუღლის – ტატიანა ლატანსაკასი, რომელმაც ძალიან საჭირო, ძალიან საინტერესო ცოდნა, გამოცდილება, ხედვა გამიზიარა თავის უნიკალურ ქალთა კლუბში მე მადლიერი ვარ, რომ ტანიას დახმარებით ბევრ საკითხს სხვა კუთხით შევხედე
მე ძალიან მადლიერი ვარ ანტონინა ლიტოვკასი! ტონიამ ძალიან შეცვალა ჩემი ცხოვრება… მან თავისი ტრენინგებით და პროგრამებით სრულიად ამომიტრიალა, 180 გრადუსით შემიცვალა ცხოვრებაზე წარმოდგენა. მე ტონიას დახმარებით და ტონიას წყალობით მივხვდი, თუ როგორ ვქმნი ყოველდღიურად, ყოველ წამს ჩემს ცხოვრებას და მისი დახმარებით მივხვდი, რომ ყველაფერი ჩემს ხელშია…ძალიან მაგარია ამის გაცნობიერება! <3 )) ტონიას ტექნიკების დახმარებით მე ძალიან ბევრი ხელისშემშლელი არაცნობიერი პროგრამა გადავამუშავე და ჩავანაცვლე ისინი ისეთი პროგრამებით, რომელიც ნამდვილად ჩემია სინამდვილეში და რომლებიც დღეს მეხმარებიან წინსვლაში და მე მადლიერი ვარ, რომ ჩემში ყოველი ასეთი შინაგანი ცვლილება ძალიან სწრაფად ჩემს ცხოვრებაზეც აისახება და მე მისი წყალობით დავინახე ეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, უხილავ და ხილულ ცხოვრებას შორის! მე მისი დახმარებით დავინახე და კარგად განვიცადე რას ნიშნავს შეიცვალო ჯერ შიგნით, რომ შემდეგ შენს გარშემო არსებული სამყაროც შეიცვალოს.. მადლიერი ვარ, რომ ტონია გავიცანი მარიკას, თამარის და ქეთის დახმარებით!
მე მადლიერი ვარ ბიარკასი, რომ მან ძალიან საინტერესო ტრენინგები ჩაგვიტარა და მისი დახმარებით მაქვს საოცარი ტექნიკა „ბალანსის მოდელი“, რომლითაც დღეს ვმუშაობ და სხვა ადმიანებსაც ვეხმარები თავიანთი რესურსების და პოტენციალის აღმოჩენაში! მე მადლიერი ვარ ბიარკასი, რომელმაც მთელი გულით და სულით გადმოგვცა ეს ინფორმაცია და გაგვაცნო ამ მეთოდს, რომელსაც თავადაც ვიყენებ ჩემს ცხოვრებაში და მას ჩემთვის ძალიან მაგარი შედეგები მოაქვს! მე მადლიერი ვარ, რომ ბიარკაც მარიკას, თამარის და ქეთის დახმარებით გავიცანი!
მე მადლიერი ვარ ფსიქოლოგიური საკონსულტაციო დიაგნოსტიკური ცენტრის“იდილია“-სი და მისი ძალიან, ძალიან მაგარი კოლექტივის! მე მადლიერი ვარ იმ ცოდნის, იმ გამოცდილების რაც „იდილია“-ში ყოფნის დროს მივიღე! მე მადლიერი ვარ მაკა ჯანჯულიასი, რომ, როგორც თავად ამბობს ხოლმე, 3 წუთში აღმომაჩინა, ჩემში ძალიან ბევრი რამ დაინახა, ისიც რასაც მე თავად ვერ ვხედავდი მაშინ და მისი დახმარებით მოვხვდი იდილიაში. მე მადლიერი ვარ მაკასი, რომ მისგან ბევრს ვსწავლობ, რომ მას ძალიან სჯერა ჩემი და მისგან ძალიან დიდ პროფესიულ განმტკიცებას ვიღებ!
მე ძალიან მადლიერი ვარ თიკა ფანცულაიასი! მადლიერი ვარ იმისთვის, რომ პირველ რიგში მაჩვენა როგორი შეიძლება იყოს იდეალური უფროსი, მე მადლიერი ვარ თიკასი, რომ ის ყოველთვის მთელი გულით და სულით მიწყობს ხელს პროფესიულ და პიროვნულ განვითარებაში, ზრდაში მე მადლიერი ვარ რომ თიკა ძალიან დიდ განმტკიცებას მაძლევს და მას ძალიან სჯერა ჩემი!
მე მადლიერ ვარ „იდილია“-ს თითოეული თანამშრომლის – თიკა ფანცულაიასი, მაკა ჯანჯულიასი, მარიამ ყვირალაშვილის, ნინო ახალაიასი, რადგან ისინი დღემდე ძალიან მიწყობენ ხელს და ყოველთვის მხარს მიჭერენ!
მე მადლიერი ვარ ყველა იმ ტრენინგის რაც „იდილია“-ში გავიარე! მე მადლიერი ვარ იმ ხარისხიანი ცოდნის და გამოცდილების, რაც იქ მივიღე – მე მადლიერი ვარ ნინო ქვარიანის, რომლის ფსიქოსინთეზის ტრენინგმაც ძალიან საინტერსო გამოცდილება მომცა და კიდევ უფრო დამეხმარა, რომ საკუთარ თავში ჩავღრმავებულიყავი და უკეთ გამეცნო ჩემი თავი. მე მადლიერი ვარ ნინოსი, რომ მან მთელი გულით და სულით გაგვიზიარა თავისი ცოდნა და გამოცდილება! მე მადლიერი ვარ ქალბატონი მარინა ჭავჭანიძის, რომელმაც ძალიან საინტერესო თეორიული კურსი ჩაგვიტარა ფსიქოანალიზში და ბევრი საინტერესო რამ მოვისმინე მისგან! მე მადლიერი ვარ ქალბატონ მარინასთან ურთიერთობით და მადლიერი ვარ, რომ ქალბატონი მარინა დაინტერესდა ჩემი სერვისითაც, იყო ჩემი კლიენტი ქოუჩინგში და მადლიერი ვარ, რომ მისგან ძალიან დიდი განმტკიცებაც მივიღე!
მე მადლიერი ვარ ხვიჩა მებონიასი და მაიკო ხავთასის, რომლებმაც ერთობლივად ძალიან საინტერესო ტრენინგი ჩაატარეს ფინანსებში და სწოერდ მათი დახმარებით გავეცანი ძალიან მაგარ სამაგიდო თამაშს „Cash flow” მე მადლიერი ვარ მათი მხარდაჭერის!
მე მადლიერი ვარ გიორგი თვალაძის, რომ მან შემქნა ძალიან საინტერსეო პროგრამა „წარმატების ანბანი“ და ამ პოგრამით ბევრი ახალი რამ გავიგე, გავაცნობიერე, რაც შემდეგ კიდევ უფრო მეტად დამეხმარა წინსვლაში!
მე მადლიერი ვარ გუგა კობახიძის, რომელიც ზრუნავს ქართველ ხალხზე, ჩამოყავს მსოფლიო დონის ტრენერები და ძალიან მაღალ დონეზე უკეთებს ორგანიზებას ამ მასტერ-კლასებს, სადაც ჩვენ, საქართველოში გვეძლევა საშუალება მივიღოთ ეს ცოდნა და გამოცდილება.. მე მადლიერი ვარ რომ სწორედ მისი დახმარებით ავისრულე ოცნება და შევხვდი ბრაიან თრეისს! მე მადლიერი ვარ აგრეთვე მისი დახმარებით მოვხვდი დავიდ ალენის მასტერ-კლასზე და პირადად შევხვდი ამ პროფესიონალსაც..!
მე ძალიან მადლიერი ვარ ჩემი კლიენტების, რომლებიც ინტერესდებიან ჩემი სერვისით, რომლებიც მენდობიან, რომლებსაც მოსწონთ ის, რასაც ვაკეთებ, რომლებიც მხარს მიჭერენ, რომლებსაც სჯერათ ჩემი და მადლიერებას გამოხატავენ! ეს ჩემითვის უდიდესი განმტკიცება და შთაგონებსი წყაროა!!
მე ძალიან, ძალიან, ძალიან მადლიერი ვარ ჩემი გარემოცვის, თითოეული იმ ადამიანის, რომელიც მხარს მიჭერს და რომელსაც გულწრფელად უხარია ჩემი თითოეული წინსვლა!! ამ ბოლო დროს, განსაკუთრებით პირადად მწერენ და ძალიან დიდი მხარდაჭერას ვისმენ მათგან და ეს კი კიდევ უფრო მეტად მეხმარება, რომ წინ წავიდე და ეს მაჩვენებს, რომ სწორ გზაზე ვარ… მე ძალიან, ძალიან მადლიერი ვარ ამისი!
სწორედ ამ ადამიანების, ამ ცოდნის, ამ გამოცდილების და ამ ყველაფრის დამსახურებაა და იქნება კიდეც ჩემი თითოეული წინსვლა და წარმატება…