მოგესალმებით! დღეს მინდა ვისაუბრო მადლიერებაზე, რომელსაც აქვს ძალიან დიდი ძალა!!
პირველ რიგში, მინდა გაგიზიაროთ ჩემი გაცნობიერება, რომელიც ამ თემასთან დაკავშირებით მქონდა ზაფხულში, კარპატებში – მიკოლა ლატანსკის ტრენინგზე „ცხოვრება მომენტში“.
კოლიამ გაგვაკეთებინა სავარჯიშო, რომლის არსიც იმაში მდგომარეობდა, რომ დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში ბუნებაში, სრული სიჩუმის შენარჩუნებით უნდა დავმსხდარიყავით ან გვესეირნა და რასაც დავინახავდით ამ დროის განმავლობაში, აბსოლიტურად ყველაფრის მიმართ მადლიერება გამოგვეხატა…

თავიდან ცოტა უცნაური იყო, ყველაფრის მიმართ მადლიერების გამოხატვა… ჰმმ… არ ვიყავი მიჩვეული ამას )) და მეც დავიწყე…))) დავინახე ხე და გავიფიქრე „მე მადლიერი ვარ, რომ ვხედავ ამ ლამაზ ხეს, იმიტომ, რომ ის ჟანგბადით გვამარაგებს და თან რომ ვუყურებ ვივსები ენერგიით“, შემდეგ დავინახე ლამაზი ყვავილი: „მე მადლიერი ვარ, რომ აქ ყვავილებია, რადგან ისინი ძალიან შთამაგონებენ და ეს კარგ ხასიათზე მაყენებს“, შემდეგ ავიხედე ზემოთ, ცაში: „მე მადლიერი ვარ, რომ დღეს ცა მოწმენდილია, არ წვიმს და თანაც ძალიან ლამაზი ფერის ცაა“, შემდეგ დავინახე კოლია – „მე მადლიერი ვარ კოლიასი, რომ ის მთელი გულით და სულით ზრუნავს ჩვენზე, გვიზიარებს თავის ცოდნას, გამოცდილებას და გვეხმარება რომ უკეთესები გავხდეთ“ შემდეგ დავინახე ერთ-ერთი მონაწილე: „მე მადლიერი ვარ ტანიასი, რადგან მას აქვს ძალიან კეთილი თვალები, რომლებიც სიყავრულით სავსეა და ყოველთვის ასეთი სიყავრულით სავსე თვალებით მიყურებს“ და ა.შ.
და უცბად გავჩერდი… ))) საოცარი გრძნობა დამეუფლა, ვიგრძენი საოცარი მადლიერება… ყველას და ყველაფრის მიმართ მადლიერი ვიყავი და ვგრძნობდი ძალიან დიდ ბედნიერებას, ძალიან სავსე ვიყავი, ყველაფერს სხვა თვალით ვუყურებდი, თითქოს ერთი შეხედვით ჩვეულებრივ საგნებში ვხედავდი მხოლოდ კარგს, კეთილს და ისეთ რამეს, რაც მადლიერების ღირსი იყო და იცით, რაც არ უნდა დამენახა ყველაფერში მოვძებნე მინიმუმ ერთი რამ, რისი მადლიერიც შემეძლო, რომ ვყოფილიყავი… აღმოვჩნდი სრულიად ამ მომენტში – „აქ და ამჯამად“ და გავაცნობიერე, რომ ყველაფერი იყო ირგვლივ და ყველაფერი მქონდა იმისთვის, რომ ვყოფილიყავი ძალიან ბედნიერი, კმაყოფილი, სავსე და მადლიერი…<3
ადამიანებს სინამდვილეში ყოველთვის ყველაფერი გვაქვს იმისთვის, რომ ვიყოთ ბედნიერები ამ მომენტში, თუმცა ხშრად ჩვენი ფიქრები ტრიალებს იმის გარშემო, რაც არ გვაქვს კიდევ, რაც გვაკლია და ეს იწვევს იმედგაცრუებას, უარყოფით განცდებს… თუმცა საკმარისია რამდენიმე წუთით ვკონცენტრირდეთ იმაზე, რაც გვაქვს, იმაზე, ვინც ვართ დღეს და იმაზე, რისი მადლიერიც შეგვიძლია ვიყოთ, მომენტალურად იცვლება ჩვენი განწყობაც და აღმოვაჩენთ რომ ძალიან მდიდარი ადამიანები ვართ!! სცადეთ თქვენც…<3
მივხვდი, რომ მადლიერება → ეს უბრალოდ ჩვენი არჩევანია… მივხვდი, რომ ყოველ სიტუაციაში, ყოველ წამს შეგვიძლია ვიყოთ რაღაცის ან ვიღაცის მადლიერი. ყოველთვის, პატარა დეტალებშიც კი შესაძლებელია ვიპოვოთ ის, რაც მადლიერების გამოხატვის ღირსია… ბედნიერებაც ხომ დეტალებშია!
იცით? როდესაც მადლიერებას გამოვხატავთ და ამას ვგრძნობთ მთელი ჩვენი არსებით, ჩვენგან სამყაროში ვრცელდება უხილავი ვიბრაციები, რომლებიც კიდევ უფრო მეტ სასიამოვნო, პოზიტიურ მოვლენას, საგანს, ადამიანს, სიტუაციას იზიდავს ჩვენს ცხოვრებაში… და თუ ჩვენ ყოველდღიურად გამოვხატავთ მადლიერებას იმის მიმართ, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, ასეთი სასიამოვნო მოვლენები მრავლდება და კიდევ უფრო მეტი საბაბი გვეძლევა ვიყოთ მადლიერნი! ასეთი მოვლენები მრავლდება იმიტომ, რომ ვკონცენტრირდებით კარგზე → სადაც ჩვენი ყურადღებაა, იქ არის ჩვენი ფიქრები, სადაც ჩვენი ფიქრებია იქ არის ჩვენი ენერგია, რომელიც ყოველ მომენტში ქმნის ჩვენს ცხოვრებას…
ჩვენ ყოველ წამს, ყოველ მომენტში ვქმნით ჩვენს ცხოვრებას გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ჩვენი ფიქრებით და ჩვენი შინაგანი მდგომარეობით…
მადლიერება – ეს ჩვევაა, ეს ფიქრის სტილია! თუ დღეს არ გამოვხატავთ მადლიერებას იმის მიმართ, რაც გვაქვს, რა გარანტია არსებობს, რომ ხვალ ვიქნებით მადლიერები იმითი, რაც გვექნება? კიდევ უფრო მეტიც რომ გვქოდეს მაინც… მნიშვნელობა არ აქვს რამდენი რამ გვაქვს, მთავარია რამდენად მადლიერნი ვართ იმისი, რაც ეხლა გვაქვს. არ არის აუცილებელი რაღაც დავკარგოთ, რომ ვიგრძნოთ რა მნიშნელოვანი იყო… ახლავე შეგვიძლია მის მიმართ მადლიერება გამოვხატოთ!
როდესაც კონცენტრირებულნი ვართ მადლიერებაზე, იმ მომენტშივე ვწყვეტთ ფიქრს იმაზე, რაც არ გვაქვს და ვფოკუსირდებით იმაზე, რაც გვაქვს და ამ დროს შეიძლება თავისუფლად აღმოვაჩინოთ, რომ ყველაფერიც გვაქვს იმისთვის, რომ ნებისმიერ მიზანს მივაღწიოთ, ვიყოთ ბედნიერები, სავსეები ამ მომენტში!
უბრალოდ სცადეთ. დაუთმეთ საკუთარ თავს რამდენიმე წუთი. დაფიქრდით, რისი მადლიერი შეგიძლიათ იყოთ ახლავე – ამ მომენტში?
შეიძლება მადლიერი იყოთ იმის გამო, რომ გაქვთ საჭმელი, გაქვთ სუფთა წყალი, გაქვთ სახლი, ჯანმრთელობა, ტანსაცმელი, სამსახური, გყავთ გვერდზე საყვარელი ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარხართ… გყავთ და ან ძმა, რომლებიც ძალიან ძვირფასები არიან თქვენთვის… გყავთ შვილები, რომლებიც გილამაზებენ ცხოვრებას… და ა.შ. რაც უფრო მეტი რამის მიმართ გამოხატავთ მადლიერებას, მით უფრო მეტად გააცნობიერებთ რა მდიდარი ადამიანი ხართ!
იმისთვის, რომ მადლიერება თქვენი ცხოვრების წესი გახდეს არსებობს სხვადასხვა საინტერესო მეთოდები. ერთ-ერთი ასეთი მეთოდია მადლიერების დღიურის წერა, რომელიც ძალიან ეფექტურია!!
მე პირადად, დაახლოებით თვე ნახევარია, რაც ყოველდღე ვწერ მადლიერების დღიურს – ყოველდღე ვწერ რისთვის ვარ მადლიერი, რა ხდება კარგი ჩემს ცხოვრებაში, რა მაქვს, ვინ ვარ, ვინ არის ჩემს გარშემო და ა.შ. და დავაკვირდი, რომ ამ დროის განმავლობაში ძალიან ბევრი კარგი რამ ხდება ჩემს ცხოვრებაში, მეტი პოზიტივი, მეტი სითბო, მეტი სიყვარულია და უფრო მეტი სასიამოვნო სიახლეა.. მადლიერების დღიურის წერის შედეგად ჩვევად მექცა, რომ თითქმის ყველა მოვლენაში რაღაც კარგი დავინახო! და ეს ძალიან საინტერესო და სასიამოვნო პროცესია…

დღეს გადავავლე თვალი ძველ ჩანაწერებს და რისი მადლიერიც ვიყავი ერთი თვის წინ, დღეს ამის 100-მაგად უფრო მადლიერი ვარ, რადგან მასზე გაკეთებულმა აქცენტმა კიდევ უფრო გაახშირა ის ჩემს ცხოვრებაში. საოცარია…!
თქვენს ცხოვრებაში რა როლს თამაშობს მადლიერება?
რამდენად მადლიერი ხართ იმით, რაც გაქვთ და ვინც ხართ?
რამდენად ხშირად გამოხატავთ მადლიერებას? როგორ აისახება ეს თქვენს ცხოვრებაზე?
თუ თქვენც წერთ მადლიერების დღიურს ძალიან დიდი სიამოვნებით მოვისმენ მის შედეგებს თქვენ ცხოვრებაში <3