
რატომ უნდა გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან და გავბედოთ ყველაფერი, რისი გაკეთებაც გვინდა და ვიგონებთ მილიონ მიზეზს, რომ დავრჩეთ კომფორტის ზონაში ↓
დღეს ტანია ლატანსკასთან მქონდა ქოუჩ-სესია და მე ვიყავი ქოუჩი :)) ვინც არ იცით ვინ არის ტანია – ის კოლიას (მიკოლა ლატანსკი) ცოლია, ვისთანაც გავიარე ქოუჩინგის სკოლა და კიდევ მრავალი ტრენინგი:))
ტანიამ ჩვენი, ქოუჩების ჯგუფში დაწერა, რომ სჭირდებოდა რაღაც საკითხზე მუშაობა და ვისაც ჰქონდა დრო და სურვილი მისგან მიიღებდა დახმარებას. რომ დავინახე ეს პოსტი, ძალიან მომინდა, რომ მე შემეთავაზებინა დახმარება და ჩამეტარებინა მისთვის ეს სესია, მაგრამ თავიდან ცოტა შევშინდისავით:)) რა თქმა უნდა ჩემმა გონებამ მომენტალურად მილიონი მიზეზი მოიფიქრა, რატომ არ უნდა ჩამეტარებინა – “ტანია ძალიან მაგარი და გამოცდილი ქოუჩია, მე რომ არ გამომივიდეს ასე მაგრად მუშაობა, როგორც მას, რას იფიქრებს ჩემზე?” “რუსულად რომ ისე ვერ ჩავატარო, როგორც ქართულად?” და ასე შემდეგ და ასე შემდეგ:)))) ესეთი მიზეზების მოგონებაში ყველანი ძალიან მოხერხებულები და იდეინები ვართ დამეთანმებით:)))
მაგრამ მერე გამახსენდა, რომ როგორც ვიქცევით ერთ სიტუაციაში, ისე ვიქცევით ყველგან, უბრალოდ ერთი და იგივე ფიქრები და ჩვევები გვმართავს, მხოლოდ სიტუაციები განსხვავდება და ამიტომ მეთქი აბა თინი გამოდი შენი კომფორტის ზონიდან და მიწერე ტანიასთქო:)) ძალიან რომ არ გავაგრძელო სესია გამოვიდა ძალიან მაგარი და შედეგიანი:)) მერე გავიგე, რომ თურმე კოლიაც იქვე იყო და გვისმენდა:))))) და კოლიას ისე მოეწონა სესია უკრაინაშიც დამპატიჟა, ჩამოდი და ჩვენთან იმუშავე, ჩვენს აკადემიაშიო:)))
რამდენად წავალ ეგ ჯერ არ ვიცი, მაგრამ თვითონ ფაქტი ძალიან გამიხარდა და მივხვდი, რომ ტყუილა არ არის მშვენიერი ფრაზა “carpe diem” – “დაიჭირე წამი” – მოგინდა რაღაცის გაკეთება? მოგივიდა რაღაც იდეა? გამოდი იმწუთასვე კომფორტის ზონიდან და გააკეთე! რა იცი რა კარგ შედეგებს მოგიტანს.. იმ მომენტს თუ არ ვიყენებთ, მერე უკვე გვიანი არის ხოლმე..
მე რომ არ გამებედა და არ გამოვსულიყავი კომფორტის ზონიდან, ჩემს თავს ვერ გამოვცდიდი ესეთ კარგ სიტუაციაში და ასეთ კარგ პროფესიონალთან, ვერ მივიღებდი ასეთ შეფასებას ჩემთვის ავტორიტეტული ადამიანებისგან და ვერც კოლიასგან მოვისმენდი ესეთ საინტერესო წინადადებას…
ასე რომ მეგობრებო, აბა დაფიქრდით რისი გაკეთება გინდათ და ვერ ბედავთ? რა მიზეზებით არწმუნებთ თქვენს თავს, რომ არ ღირს ამის გაკეთება, მაგრამ გულის სიღრმეში გინდათ და თან იცით, რომ თუ ამ შესაძლებლობას არ გამოიყენებთ, უბრალოდ დიდი ხანი იფიქრებთ და ინანებთ, რატომ გავუშვი ხელიდანო..გაბედეთ! გამოდით კომფორტის ზონიდან! ამ ზონის იქით საინტერსო რაღაცეები ხდებაა..<3
If not now, then when? ახლა თუ არა, მაშინ როდის?
If not you, then who? შენ თუ არა, მაშინ ვინ?
P.S. მერე თქვენი შედეგები მომიყევით, ძალიან გამიხარდებაა:)))